18 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 26 პაციენტი. დღემდე აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა სულ 35 311 პაციენტი.
კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 5 პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს 154 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 109, ონლაინ კლინიკაში – 111.