ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თითქმის ერთი წელია საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვებით უწევთ გადაადგილება. 12 მარტის მონაცემებით, თურქეთში წასვლის მსურველთათვის რამდენიმე სიახლეა – შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პირობები. ვიზიტი თურქეთში [checklist] 15 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. ელექტრონული ანკეტა თურქეთის ჯანმრთელობის …

„არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა“ – დანიელსონი

დღეს, 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დილით უკვე შეხვდა  საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, დღის განმავლობაში კი იგეგმება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომაც, …

შვილმა დედას თოფი იმიტომ ესროლა, რომ ქალია – პროკურატურა

სენაკში ო.ბ.-მ დედას ორლულიანი თოფით, ახლო მანძილიდან ესროლა იმიტომ, რომ ის ქალია. ეს პროკურატურის ვერსიაა. შემთხვევაა 29 იანვარს მოხდა. პროკურატურა ბრალდებულს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, გასროლის შედეგად ქალს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები აქვს. სამედიცინო დახმარების შედეგად ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ბრალდებულს სენაკის სასამართლომ უკვე შეუფარდა …

როგორ ცხოვრობს 27 წლის დედა 2 შვილთან ერთად უსახლკაროდ – ადამიანები პანდემიაში [ვიდეო]

27 წლის ნაირა ხოზრევანიძე ორი შვილის დედაა. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არ აქვს სახლი და არც სამსახური. 240 ლარიდან, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან, 200 ლარს ბინის ქირაში იხდის. საჭმელს უფასო სასადილოდან იღებს. როგორია ცხოვრება პანდემიაში, უსახლკაროდ, ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ მამასთან ერთად – ნაირა ხოზრევანიძე „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“. …

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს

სილქნეტი საიუბილეოდ სილქფესტის დღეებს ახანგრძლივებს და 12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით 4 საუკეთესო პაკეტს შეთავაზებს  მობილური ქსელის მომხმარებელს. [checklist] 3GB + 500 ლოკალური წუთი 30 დღით – 10 ლარად – კომბინაციით *202# 15GB უსწრაფესი ინტერნეტი 30 დღით – 10 ლარად – კომბინაციით *202# ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით – 19 ლარად – კომბინაციით *019# პაკეტი „მეტი …

საბერძნეთში, თესალონიკში ქართველი ბავშვებისათვის საკვირაო სკოლის გახსნა იგეგმება

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მდებარე საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ქალაქის მერთან თესალონიკში საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას. შეხვედრა თესალონიკის მერთან, კონსტანტინოს ზერვასთან თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ 11 მარტს გამართა. „ნოდარ კომახიძემ თხოვნით მიმართა თესალონიკის მერს საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები …

ხვალ ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით:0 – 5 გრადუსი …

საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

12 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა  26 700 ტესტი კოვიდზე. 11 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 634 …

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. უბედური შემთხვევა დღეს, 12 მარტს, დილას მოხდა. „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი გომის მთაზე სანადიროდ იყო წასული.

აჭარაში კოვიდის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 12 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი, 19-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 84 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 31 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში.

„ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს მედიასკოლაში ახალგაზრდების მისაღებად

გაზეთი „ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის მედიასკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. „ბათუმელების“ მედიასკოლის მსმენელები სამი თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჟურნალისტიკაში. მედიასკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ. პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული …

გურიაში 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს 30 წლის კაცი, რომელმაც სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა 11 წლის ბავშვის მიმართ. პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად: „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი …

ხვალ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

შაბათს, 13 მარტს, ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც მუსიკოსებიც უერთდებიან საკუთარი შემოქმედებით. აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა. მოქალაქეები 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეიკრიბებიან, აქედან კი „ამბასადორის“ მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლებენ. „მოლაშქრეები დავიკავებთ იმ სივრცეს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და არა კერძო მენაშენეს! …

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ …

ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს აზერბაიჯანული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით. 21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზის  დღესასწაულს აღნიშნავს. „ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და …

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიისთვის სამინისტრო კონსულტანტს დაიქირავებს – COVID-19

მსოფლიო ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენისა და საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კომპანიას [კონსულტანტს] დაიქირავებს. სამინისტრო კონსულტანტისგან სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენის გარდა ითხოვს, რომ მან „უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, ზუსტი და მკაფიო ინფორმაციის გავრცელება ხელმისაწვდომი ვაქცინებისა და საქართველოს მთავრობის იმუნიზაციის გეგმაზე – კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, რომ მოსახლეობამ შეძლოს ინფორმირებული არჩევანი …

როგორ დატოვა ბათუმის პორტი ქართული განძით დატვირთულმა გემმა – 1921 წლის 11 მარტი

1921 წლის 11 მარტია. ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო კრეისერი „ერნესტ რენანი“ დგას. გემი საიდუმლოდ დატვირთეს. 236 მძიმე ყუთში, 12 ტომარასა და დიდ კალათში ერთ ღამეში შეგროვილი ქართული განძია. გემს გეზი კონსტანტინოპოლისკენ აქვს, სადაც ყუთები სამხედრო ხომალდ „ბიენ ჰოაზე“ უნდა გადატვირთონ და მარსელამდე ჩაიტანონ. ასე უნდა გადაურჩეს ქართული საგანძური სისხლით მოსულ საბჭოთა ხელისუფლებას. ეროვნული საგანძურით და …

13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რკინიგზა ერთ რეისს ამატებს

საქართველოს რკინიგზა, მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, 13 და 14 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს. მატარებლის მოძრაობის განრიგი ასეთია: თბილისი – გასვლა: 07:25, ჩასვლა ბათუმში: 13:00 ბათუმი – გასვლა: 13:40, ჩასვლა თბილისში: 19:12 სხვა რეისები ამავე მიმართულებაზე არსებული განრიგით შესრულდება. „გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები …

15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში. პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა ან მასთან …

მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …

„არაფერს გამოვრიცხავ“ – სალაძე TV პირველში პროკურატურის „პროპორციული ძალის“ გამოყენებაზე

„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“. „პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის …

„კვლევითი ინსტიტუტის“ ყოფილი შენობა ბათუმში ისევ გაიყიდა

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ყოფილი ინსტიტუტის შენობა, სადაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ცნობილი ფილმის, მონანიების კადრები გადაიღო, ისევ გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი შპს „გუმბათი ჯგუფია“, კომპანიამ ამ ქონებაში 1 მილიონ 125 000 დოლარი გადაიხადა. ყოფილმა მესაკუთრემ შპს „Tam Geo”-მ ეს ქონება: ყოფილი ინსტიტუტის ორსართულიანი შენობა ბათუმის ბულვართან [513,3 კვ.მ.] და მასზე …

რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები

ჰიპერტენზია ანუ მაღალი  არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველა  შემთხვევაში, ჰიპერტენზიის მკურნალობისას კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნევროლოგი შორენა კუნჭულია ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში, დაბალანსებულ კვებასა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს  წნევის დარეგულირებისთვის. ჯანმო: ეს არის მდგომარეობა, რომელშიც …

ბათუმში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ნალექი [თოვლ-ჭყაპის სახით]. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5– 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში …

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით. 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%. მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდის დიაგნოზით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 622 პირი …

ქობულეთში 2 მასწავლებელს და მოსწავლეებს კოვიდი დაუდასტურდათ – სკოლა დაიხურა

ქობულეთში, წმ. კირიონ მეორის სახელობის სკოლაში ორ მასწავლებელს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დაიხურა. საჯარო სკოლებში ამ დროისთვის არდადეგებია გამოცხადებული, თუმცა როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. „ეს კერძო სკოლაა და სწავლა გრძელდებოდა. ამ დროისთვის სკოლა დახურულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. 2 მასწავლებელთან და მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფი პირები …

ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს

დღეს, 11 მარტს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იქ, სადაც წყლის ონკანისა და სარკის ინსტალაციაა დამონტაჟებული, აბაზანის აქსესუარები: ტაშტი, პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს. ანონიმი არტისტი BIIMO ამბობს, რომ ამ ფორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხელსაბანის დამონტაჟებას აპროტესტებს. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დამონტაჟდა ონკანი და სარკე. სეირნობისას ვიფიქრე ხელს დავიბან-თქო, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა. თუ ვინმეს დაგჭირდებათ წყალი, …

აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევაა | 11 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი, 5-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 25 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში.

მოქალაქე ხულოდან: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?

„ვინ იცის, რამდენი ხანია ეს იაილები ჩვენი, მაგრამ არ გვაძლევენ,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ, რომელსაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე შევხვდით. გუშინ, 9 მარტს, წაბლანელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვარლამი წაბლანელი არ არის, ის სოფელ ბოძაურში ცხოვრობს, მაგრამ წაბლანელების აქციას შეუერთდა: „სოლიდარობას ყველაზე დიდი ძალა აქვს,“ – ფიქრობს ვარლამ ხოზრევანიძე. მან თავისი პრობლემების შესახებ მოგვიყვა. …

ვინ მოიპარა ბანერი განათლების სამინისტროს ეზოდან კამერებისა და სამთავრობო დაცვის თვალწინ

განათლების სამინისტროში ამბობენ – „ჩვენ ხელი არ გვიხლიაო“ და „დარწმუნებით ვიცით ისიც, რომ ჩვენი არც ერთი თანამშრომელი ამ ამბავთან არანაირ კავშირში არ არისო“, თუმცა სამინისტროსთვისაც  და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმის ბულვარისთვისაც“ ფაქტია, რომ მათი ბანერი სამინისტროს შენობის წინ, სამთავრობო შენობის დაცვის ხედვის არეალში გაქრა. აჭარის განათლების სამინისტროს „წინაეზოში“, ღობეზე ბანერი წარწერით – „არ დავთმობთ ბულვარს“ …

გაერო: საქართველოში ქალების 2/3 სრულად არის პასუხისმგებელი საოჯახო საქმიანობაზე

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ ეს წნეხი ყველასთვის ერთნაირი არ იყო. გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში – „საქართველოში COVID19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ – წერია, რომ კორონავირუსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა უდიდესი უთანასწორობა აუნაზღაურებად …

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …

ქეთევანი – ქალი არქიტექტორთა ოჯახის 125-წლიანი დინასტიიდან

ჭიათურის მაღაროსთან უნივერსიტეტის სამთო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი დგას, პრაქტიკა უნდა გაიაროს, მაღაროელები არ უშვებენ: გადმოცემაა ასეთი, თუ მაღაროში ქალი ჩავა, იქ უბედურება დატრიალდებაო, ეუბნებიან.  ბედად მხცოვანი და პატივსაცემი სამთო ინჟინერი დგას ახლომახლო. ჩავყვები გოგოს მაღაროში, მოხუცი ვარ, დღე-დღეზე უნდა გავქრე და თუ რამე დამემართება, ჯანდაბასო, ამბობს. სტუდენტს ცრურწმენის არ სჯეროდა, არც არაფრის ეშინოდა. იმ დღეს …

საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის  პირველ იანვრამდე პერიოდში მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უძრავ ქონებას [მიწას] მოქალაქე სპორადული წესით დაირეგისტრირებს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციით. დღემდე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა …

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის მოსამართლეობის ფიცი დადო

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, ფიცი დადო. იუსტიციის მინისტრი  საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს მანამ, სანამ ის  მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას არ შეუდგება. თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის მოსამართლედ გასული წლის 19 დეკემბერს აირჩიეს. დღეს ჰააგის სასამართლოში ახალარჩეულმა ექვსმა …

კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

კოტე ანანიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უკვე დატოვა. ის ბოლო ერთი თვე რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მანამდე კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. „ეგ გამორიცხულია,“ – გვიპასუხა კოტე ანანიაშვილმა, როცა მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა თანამდებობის დატოვება იმას, რომ ის გიორგი გახარიას კადრი იყო. კოტე ანანიაშვილმა თქვა, …

Exit mobile version