მთავარი,სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის მოსამართლეობის ფიცი დადო

10.03.2021
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის მოსამართლეობის ფიცი დადო

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, ფიცი დადო. იუსტიციის მინისტრი  საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს მანამ, სანამ ის  მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას არ შეუდგება. თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის მოსამართლედ გასული წლის 19 დეკემბერს აირჩიეს.

დღეს ჰააგის სასამართლოში ახალარჩეულმა ექვსმა მოსამართლემ დადო ფიცი. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლე 9 წელი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.