,,იაფი სახლის” კორპუსში მოქალაქეები ისევ შეიჭრნენ

ბათუმში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის მიმდებარედ მერიამ ააშენა, მოქალაქეები შეიჭრნენ. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. სახლის ეზოში ახლა ათობით მოქალაქე და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ბათუმის მერიის მიერ აშენებული ხელმისაწვდომი „იაფი სახლის“ კორპუსებში, ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ …

დღეს საქართველოში კოვიდის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა

10 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა  22 127 ტესტი კოვიდზე. 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე 1 342 ადამიანი მკურნალობს კოვიდსაავადმყოფოში, 1 447 …

აჭარაში კოვიდით პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 30 ახალი შემთხვევა | 10 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი, 11-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 20 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ღარიბაშვილმა ყოფილი ელჩი დანიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ილია დარჩიაშვილი იქნება. იგი ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 მარტს, დანიშნა. მთავრობის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის …

ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, …

1:0 – დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა ანგარიშით 1:0. გამარჯვების მომტანი გოლი დინამო ბათუმის ნახევარმცველმა, გიული მანჯგალაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით დინამო ბათუმს 7 ქულა აქვს და დროებით პირველ ადგილზე გადადის. გუნდებს შორის მატჩი დღეს, 9 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა.  

განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი

აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა. სამაგიეროდ ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხით დაადასტურა, რომ „ამბასადორის“ შესაძლო ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება. EMC- სა და „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილებში, სადაც ის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კომპანიის შესაძლო ზიანზე წუხს, გამოჩნდა მინისტრის წინასწარი განწყობაც, …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

სად გაითიშება შუქი 10 მარტს აჭარაში – იხილეთ ქუჩებისა და სოფლების ჩამონათვალი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 10 მარტს, ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტების გარკვეულ ნაწილს ხუთ მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურში შუქი გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კირნათს, მარადიდს, მირვეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს 13:00-დან 18:00 საათამდე. ქობულეთში სოფლებს: ხალას, ჩაისუბანს, ბობოყვათს, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე, – დ.აღმაშენებელის, რუსთაველის, კოსტავას, ნინოშვილის, ქიაჩელის, პოპოვისა და მიმდებარე ქუჩებს.  ფიჭვნარის, ჩოლოქისა და დაბა ჩაქვის დასახლებების ნაწილს …

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა. კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. საქმე …

საჭიროა თუ არა სკოლაში სქესობრივი განათლება? | გამოკითხვა

საქართველოში სქესობრივი ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლების საკითხებზე ინფორმაციას ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა აწვდის, ასწავლიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ამოიცნო სექსუალური ძალადობის ნიშნები, სექსუალური შევიწროება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, უნდა იღებდეს თუ არა მოსწავლე ინფორმაციას სკოლაში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. მონაწილეობა …

გერმანიაში დასაქმების 95 632 მსურველიდან ჯერ 50 დასაქმდება | სააგენტოს მონაცემები

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს  ინფორმაციით, დაიწყო გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი. ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით 300 ვაკანსიაა გერმანიიდან შესული, მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისში, მეტწილად კი ივნისში დასაქმებას გულისხმობს. სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს: მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას. …

7500 ლარი გრანტი დევნილი და ეკომიგრანტი მეწარმეებისთვის – კონკურსი

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას აჭარის, …

მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას

თბილისში მცხოვრები მშობელი ხატია ეგუტია პეტიციას ავრცელებს და მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს: ბავშვის უფლებები და თავისუფლებები და სქესობრივი განათლება. მშობლის აზრით, ამ ტიპის განათლების მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია. ამაზე მეტყველებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი და „ის მძიმე სტატისტიკა სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შესახებ, რასაც სახალხო დამცველის …

სოციალისტური რევოლუცია ბათუმიდან დაიწყო | 119 წელი 9 მარტის შემდეგ

ავტორი: შოთა გუჯაბიძე მეოცე საუკუნე დაიწყო. ბათუმის ძირითად ნაწილს ნავთის ქარხნის მუშები შეადგენენ. მუშები ბათუმის შორიახლოდან ჩამოდიოდნენ, გურიიდან და აჭარიდან. თუმცა უფრო შორიდანაც ეტანებოდნენ ბათუმს საშოვარზე. მოდიოდნენ ხანაც ლუკმა-პურის, ხანაც უფრო დიდის იმედით. ცრემლმორეული ტოვებდნენ ოჯახებს, სახლ-კარს, მევალეებს. გახდებოდნენ აქ რომელიმე ქარხნის მუშა, გადაუბრუნებდა ტვინს რომელიმე მარქსისტი, რომელსაც უკვე გადაბრუნებული ჰქონდა სხვა მარქსისტისგან. დაიჭერდა მერე …

ქედაში 2 თვის წინ მდინარის წაღებული ხიდი ჯერ არ აღუდგენიათ

ქედაში, სოფელ წონიარისში, ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. ხიდის ნაწილი ადიდებულმა აჭარისწყალმა 12 იანვარს წაიღო. მას შემდეგ ხიდზე გავლა შეუძლებელია.  ადგილობრივების თქმით, მათ დამატებით დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შემოვლითი გზით შინ მისვლა შეძლონ. „პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მიიჩნევენ აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ გვითხრეს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მინიმუმ ახალი …

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, „სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ“. „გვსურს, პოლიტიკური კრიზისი …

IT ტრანსფორმაცია სილქნეტს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებულ კომპანიად გარდაქმნის

 სილქნეტი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ გასული წლის დასასრულს IT ტრანსფორმაციის პროექტი დანერგა, რაც უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გარდაქმნაა სატელეკომუნიკაციო სფეროში. ეს საშუალება აძლევს კომპანიას, უპასუხოს  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს, რათა მომხმარებელს  კიდევ უფრო სწრაფად და მოქნილად მოემსახუროს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით. „პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პერიოდის განმავლობაში იყო სხვადასხვა სახის შეფერხებები მომსახურებისა და დავალიანების აღრიცხვის კუთხით, რამაც ჩვენს …

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის  

ავტორთა ჯგუფი – ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მარიამ მორჩაძე საქართველოს კულტურა და ისტორია ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ფასდაუდებელი და ყველაზე დიდი საგანძურია, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომელსაც ყველანი ერთად უნდა ვიცავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც შექმნა ქალაქის იდენტურობა, ახლა საფრთხეშია, რადგან დაიწყო კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო კონვენციების მიმართ …

დეპუტატი წუხს, რომ მინისტრები მის სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობენ

ნამახვანიჰესთან დაკავშირებით მინისტრებს – ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე უსმენენ დეპუტატები და საკითხით დაინტერესებული პირები. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მინისტრებს იმაზე უსაყვედურა, რომ ისინი დეპუტატის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ბეჟან წაქაძე: „მე შეხვედრა მქონდა ჩემს ამომრჩეველთან, რომლებიც ტყიბულის აი იმ …

აჭარის განათლების მინისტრი ბულვარში მშენებლობას არ შეაჩერებს, მაგრამ საჩივარს შეისწავლის

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობას არ აჩერებს. მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ოფიციალურად აცნობა. ორგანიზაცია „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და სხვა ორგანიზაციები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილის სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას. შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და …

სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია

სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია. აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა …

ღარიბაშვილისა და ბერას სკანდალზე გამოძიება უნებართვო ჩაწერა-გავრცელების მუხლით დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვებისა …

სტამბოლში საკრუიზო გემების პორტი იხსნება

2021 წლის აპრილში სტამბოლში საკრუიზო პორტის გახსნა იგეგმება. „გალათაპორტი“ – ასე ეწოდება პორტს, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში, გალათაში შენდება. საკრუიზო პორტის გახსნა თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა დააანონსა. ოფიციალური ინფორმაციით, პორტს შეუძლია ერთდროულად მიიღოს სამი საკრუიზო ლაინერი, რაც იძლევა დღეში 15 ათასამდე მგზავრის მიღების შესაძლებლობას. პორტში განთავსებული იქნება რესტორნები და მაღაზიები. „გალათაპორტში“ 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა …

ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს. „დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით …

დღეს და ხვალ ბათუმში უნალექო ამინდი იქნება, კვირის ბოლოს კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. მთიან აჭარაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7– 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 10 – …

10 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 139 ახალი შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ჩატარდა 6 351 ტესტი კოვიდზე. 8 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.19 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1.49 %, ხოლო 7 დღის – 1.63%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის ჯამში 3 601 …

აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევაა | 9 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი, 11-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 101 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 12 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

მუმბაის პორტში მსოფლიოში პირველი გემი ჩაეშვა ქალების ეკიპაჟით 

6 მარტიდან ინდოეთის სანაოსნო კორპორაციამ (SCI) ინდური პორტის, ჯავაჰარლალ ნერუს დროშით მუმბაიში გაუშვა გემი, რომლის ბორტზეც მხოლოდ მეზღვაური ქალები არიან. გემს Swarna Krishna ჰქვია. სანაოსნო საქმეში გენდერული დისბალანსის ტენდენცია თანდათან იზრდება. საერთაშორისო სანაოსნო პალატამ გამოაქვეყნა 50-გვერდიანი ანგარიში, რაც შეიცავს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ქალების თანდათან ჩართვა ნაოსნობაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გემზე დასაქმების მსურველი …

1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

დღეს, 8 მარტს, საპროტესტო აქცია „1000 მშობლის მარში” საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც გაიმართა.  ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. ნინიმ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა მოძალადე მხოლოდ ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. …

როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა ქალებს 8 მარტი მშობლების მარშის ფონზე

„გილოცავთ 8 მარტს“, „გილოცავთ ქალთა დღეს“ – ძირითადად ასე მიულოცეს მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა უწყებებმა 8 მარტი ქალებს იმ ფონზე, როცა ქალების და განსაკუთრებით მოზარდი გოგონების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლმა, 13 წლის გოგომ გორში იმშობიარა, თებერვალში კი ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის ნინიმ ქობულეთში სიცოცხლე …

ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ელექტრონული ფორმით ლატარიის ან/და აზარტული/მომგებიანი თამაშობების მომწყობი [ოპერატორი] ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაციისას მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. პირის იდენტიფიკაცია ნიშნავს ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც ამ პირის …

9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ

იზა ფუტკარაძე ახლა 26 წლისაა და მეორე კურსზე სწავლობს. ის პირველკურსზე 17 წლის ჩაირიცხა – ბათუმში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩააბარა. თუმცა პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოს მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, მიზეზი – სწავლის საფასური ვერ გადაიხადა. „ძალიან განვიცადე“, – იხსენებს იზა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ დღეს.   ცხრა წლის შემდეგ იზამ კვლავ მოახერხა …

ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების მნიშვნელოვან როლზე და მათ გაძლიერებაზე  საუბრობს. „ამ ქვეყანაში (საქართველოში) ორწელიწად-ნახევარია, რაც ვიმყოფები. ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები,  ჟურნალისტები,  აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად …

დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!

ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი __ ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის? დიახ, ქალი ადამიანი არ არის! ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს …

ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული. პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს. კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 …

Exit mobile version