მთავარი,სიახლეები

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

11.03.2021 • 1193
ბოლო 24 საათში საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით.

10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდის დიაგნოზით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 622 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 2 976 აქტიური შემთხვევაა, აქედან 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 74 პირი.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 554 პირი, აჭარაში – 509, იმერეთში – 643.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: