მთავარი,სიახლეები

„არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა“ – დანიელსონი

12.03.2021 • 1190
„არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა“ – დანიელსონი

დღეს, 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დილით უკვე შეხვდა  საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, დღის განმავლობაში კი იგეგმება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული.

ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომაც, ახლა არის დრო პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელის და ქალბატონ დეგნანის როლი, არის ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.

პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმეა უკვე თვითონ იპოვონ გამოსავალი ჩვენი დახმარებით, გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და გაუმკლავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ უფრო გავერთიანდეთ.

დილით შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხდები სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვნახავთ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს,“ – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ის საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, პარტიებს შორის დიალოგს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად გაუწევს მედიაციას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: