მთავარი,სიახლეები

ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

12.03.2021 • 9778
ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თითქმის ერთი წელია საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვებით უწევთ გადაადგილება.

12 მარტის მონაცემებით, თურქეთში წასვლის მსურველთათვის რამდენიმე სიახლეა – შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პირობები.

ვიზიტი თურქეთში

[checklist]

  • 15 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. ელექტრონული ანკეტა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

[/checklist]

ოფიციალური ინფორმაციით, ამ რეგულაციის მიზანია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი. მას შემდეგ, რაც მოქალაქე პირადი მონაცემებს შეიყვანს ვებგვერდზე, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. HES კოდის გენერირებას. კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისას.

მეორე ცვლილება ეხება PCR ტესტს.

[checklist]

  • სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესული უცხო ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულები არიან საზღვარზე წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე. ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა რამე 15 აპრილის შემდეგ.

[/checklist]

დასაქმება თურქეთში

კიდევ ერთი სიახლე ეხება თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალ რეგისტრაციას. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.

[checklist]

  • იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ამ  სააგენტოს ვებგვერდზე abroadworkers.moh.gov.ge პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი.

[/checklist]

აუცილებელია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და საზღვარზე თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: