მთავარი,სიახლეები

15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

11.03.2021
15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში.

პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა ან მასთან კავშირში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, ინფორმირება ოპერატიულად მოხდეს.

ელექტრონული ანკეტა საზღვრის კვეთისას შემოწმდება. პირს, თუ  ის შევსებული არ აქვს ან არასწორი ინფორმაცია აქვს მითითებული, დაეკისრება ჯარიმა. ასევე მესაზღვრეს უფლება აქვს ასეთი ანკეტის მქონე პირი არ შეუშვას ქვეყანაში.

ანკეტაში მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. HES კოდის გენერირებას. HES კოდი საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისათვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: