აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი, 5-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა.
ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა.
აჭარაში დღეისათვის 25 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში.






