რა უნდა ვიცოდეთ ისრაელში გამგზავრებამდე

 

საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლის 6 მარტიდან უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრი: „ზოგჯერ მღვდლები ვერ იგებენ რეკომენდაციებს“

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეკლესია უკანონოდ შენდებოდა. ვისთან უნდა შეთანხმებულიყო ეკლესიის მშენებლობა და ემორჩილებიან თუ არა სასულიერო პირები საპატრიარქოს მითითებებს? „ბათუმელების“ კითხვებს საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კვანტალიანმა უპასუხა.

სამშენებლო სამუშაოები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე

 

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე,  69-ე კილომეტრიდან 77-ე კილომეტრამდე, გზის გაფართოებითი და მოასფალტებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბულვარის ადმინისტრაცია მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგ


ბათუმის ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების საკითხს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ბულვარის ადმინისტრაციაშიც ეწინააღმდეგებიან. მოტივი – ფინანსთა სამინისტრო ფულს გვაძლევს, მერიას ფულის მოცემა არ შეუძლია. დღემდე ფინანსთა სამინისტროს არაერთი გადაწყვეტილებით, ბულვარი, როგორც ძეგლი, მრავალჯერ დაზიანდა. ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზირაქაშვილი კი, რომელიც აქ ახლახან შს სამინისტროდან გადაიყვანეს, პასუხისმგებლობას იღებს, რომ მომავალში ბულვარი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თავის ამჟამინდელ იერსახეს შეინარჩუნებს. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვენაშია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,  ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების  XVI კონგრესს ესწრება სადაც დღეს, 13 მაისს გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით გადაიბარა-ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომელი ავრცელებს.

ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი რუსლან ქორიძე შეასრულებს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-მერი რუსლან ქორიძე დანიშნა.

ბათუმის მერიამ ქალაქის ლოგოსა და სლოგანზე ტენდერი გამოაცხადა

 

ბათუმის მერიამ  ბათუმის ბრენდ-კოცეფციის, ლოგოს, სლოგანის და ვებგვერდის კონცეფციის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 45 000 ლარია. 

ანდრიაობა დიდაჭარაში


დღეს, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარაში ანდრიაობა და დიდაჭარობა აღნიშნეს. დიდაჭარის საჯარო სკოლაში გამართულ კულტურულ ღონისძიებას, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი – მეუფე სპირიდონი, სასულიერო პირები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

ბათუმში საკურა დარგეს

 

ბათუმში ჟურნალისტებმა და არასამათვრობო სექტორის წარმომადგენლებმა საკურა დარგეს.

<!** Image 8 align="" width="400" height="400" >

ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

 

ბატონო ირაკლი,

გწერთ იმ იმედით, რომ ჩემი ძმის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღემდე ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხს თქვენი ძალისხმევითა და ადამიანური თანაგრძნობით მივიღებთ. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="400" >

თხრობითი პერფომანსები პრესკაფეში

 

პრესკაფეში ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ორგანიზებით ამ წუთებში ტარდება თხრობითი პერფომანსები  დემოკრატიაზე. პერფომანსები ტარდება პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

“უხერხული თემები” გაკვეთილზე

 

თეონა 16 წლისაა. ამბობს, რომ ანატომიის გაკვეთილები ორი რამით დაამახსოვრდა: “გაკვეთილზე ან სიცილია, ან გაბრაზებული ბიჭები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ კლასს”. ბიჭებისა და გოგონების პროტესტს სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებული მასალის ახსნა იწვევს. საკითხები, რომლებიც მოზარდის ასაკობრივ ცვლილებებსა და სხვა ანატომიურ პროცესებს ეხება, დღემდე სტერეოტიპებით იკვებება. რა მიიჩნევა სირცხვილად და ვინ ამყარებს სტერეოტიპებს მოზარდებში – “ბათუმელები” ამ თემის განხილვას მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან შეეცადა.

დეკანოზი მარკოზ ბექაიას მხარდასაჭერი აქცია

 

დღეს, ახალსოფელში მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან იმ სასულიერო პირის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ზედამხედველობითა და ინიციატივით მშენებარე ტაძრის ჩამონგრევის დროს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ორი ახალგაზრდა დაიღუპა. 

ენერგოკომპანია დარღვევებისთვის მომხმარებელს კომპენსაციას გადაუხდის

 

ენერგოკომპანიას, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნებს დროულად არ შეასრულებს და  მიმართვებს წერილობით პასუხს არ გასცემს კომპენსაციის გადახდა მოუწევს. სემეკის დადგენილებით საკომპენსაციო თანხა ყოველ გადაცილებულ დღეზე 10-დან 50 ლარამდე მერყეობს. დადგენილია მომსახურების საერთო სტანდრტებიც, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომპანიის მიმართ შესაბამისი ზომები სემეკმა უნდა გაატაროს.

გარდაცვლილი პატიმრის დედა სოზარ სუბარს მიმართავს

 

გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 25 წლის ავთო მაისურაძე რამდენიმე კვირის წინ  გარდაიცვალა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობენ, რომ ის მოკლეს.  

„ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ – აქცია ბათუმში


თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები და „გაზეთ ბათუმელების“ დისტრიბუციის სამსახური, სულ 40-მდე ახალგაზრდა, დღეს ბათუმში გამოეხმაურებიან კამპანიას „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“.


<!** Image 13 align="" width="500" height="500" >



 


ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მისივე განმარტებით მას შემდეგ რაც საკრებულო მის განცხადებას დააკმაყოფილებს ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. 

ბათუმის ბულვარში „საშინელებათა ოთახისთვის“ ნებართვა გაიცა

 

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის მიმდებარედ ე.წ საშინელებათა ოთახის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დადებითად გადაწყვიტა.

ხელვაჩაურის გამგეობა: დანგრეული ეკლესია უნებართვოდ შენდებოდა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამგებლის მოადგილემ ანზორ ფერცელაძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ანზორ ფერცელაძის თქმით, ეკლესიის მშენებლობაზე ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

  

 

 

 

სამხედრო გემი ბათუმის პორტს დღეს საღამოს დატოვებს

 

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის დეპარტამენტის სამხედრო გემი „Taylor FFG-50“ იმყოფება. გემი ბათუმის პორტში დილის 7 საათზე შემოვიდა.

 

გემს ცერემონიით დახვდა ქალაქისა და აჭარის მმართველობა. 

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

 

ხვალ, 8 მაისს, ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე ფასდაკლებით იქნება გამოტანილი ხუთი გამომცემლობის მიერ გამოცემული [„სულაკაური“,„დიოგენე“, „პალიტრა L“, „ლოგოს პრესი“, „ჯემალ ქარჩხაძე“] წიგნები.

შს სამინისტროს განცხადება საარქივო სამმართველოს უფროსი დაკავების ფაქტზეა

 

ბათუმის საარქივო სამმართველოს უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ქრთამის აღებაზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="538" >

ამერიკის ელჩმა ეკლესიის ნანგრევებში მოხვედრილები მოინახულა

 

 

ამერიკის ელჩმა, რომელიც ბათუმში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნანგრევებიდან ამოყვანილი ადამიანები საავადმყოფოში ინახულა. 

ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

 

დღეს ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ნანგრევებში ოთხი ადამინი მოყვა. მაშველებმა ორ საათიანი მუშაობის შემდეგ ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი ახალგაზრდა კი გარაცვლილი.

2015 -2018 წლების პრიორიტეტები გარემოს დაცვის სამმართველოსგან

 

„მე კაბინეტში შუქს არ ვრთავ და ჩემმა შვილმა იცის, რომ ნაგავი უნდა ჩააგდოს ურნაში. მე ბედნიერი ვარ ამით. მაღაზიაში რომ შევდივართ და ერთ ბოთლ მინერალურ წყალს ვყიდულობთ, რომელსაც გამოსვლისთანავე  ვხსნით, მოდით არ გამოვიყოლოთ პარკი. მოდით დავხარჯოთ ნაკლები ქაღალდი ან ნაკლები ხორცი ვჭამოთ“, – ასე უპასუხა გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმღვანელმა ვახტანგ წულაძემ დარბაზიდან წამოსულ  ინიციატივას „მოვიფიქროთ რამე, რომ ხე -ტყე არ იყოს გათბობის საშუალება სოფლებში“. დისკუსია დღეს „იუესაიდის“ დარბაზში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2015-2018 წლების პრპორიტეტების პრეზენტაციის შემდეგ შედგა.

მურმან დუმბაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის დაკავების ფორმას აპროტესტებს

 

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე ანტიკორუფციული დეპარტამენტის თნამშრომლებმა  დააკავეს.  უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ინფორმაციით,  ის სამართალდამცავებმა მოსამართლის ნებართვის გარეშე დააპატიმრეს. ბრალდებული თბილისშია გადაყვანილი და აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზეც თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მედეა ვასაძე, კაკო ძნელაძე და ჯემალ ფუტკარაძე,  ასევე პარლამენტარი მურმან დუმბაძე დღეს გურამ სალაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის არქივის შენობასთან მივიდნენ. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >

საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა პარლამენტის წინააღმდეგ

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის  2012 წლის  №399 ბრძანების  საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს  ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან სიგუა. სიგუას, რომელიც დევნილებს არეგისტრირებდა, უწყება დისიპლინარულ გადაცდომას ედავებოდა.  სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, როგორც სიგუას წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ამბობს,  სწორედ ეს  გახდა. 

 

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი დააპატიმრეს

 

 

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე დაკავებულია. 

სესხი ტურისტული ბიზნესისთვის მთავრობის თანაგადახდით

 

აჭარის მტავრობის პრეს სამსახურის ცნობით, ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იწყებს პროგრამას კერძო ბანკთან ერთად, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობენ სესხს.


<!** Image 1 align="left" width="300" height="510" >

NDI-ის კვლევის შედეგები: 65% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს სასტუმრო „შერატონში“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბათუმის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევა NDI საქართველოს დირექტორმა ლუის ნავრომ წარმოადგინა. ბათუში გამოკითხულთა 65% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="478" >

სტუდენტები ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ

 

 

რას ფიქრობენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ? – ”ბათუმელებმა” შემთხვევითობის პრინციპით სტუდენტები გამოკითხა. სტუდენთა ნაწილმა საკუთარი მოსაზრების გამოხატვა არ ისურვეს.

არჩილ ხაბაძე: „არც კი ვიცი მაქვს თუ არა უფლება დაგპირდეთ“

 

დღეს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არ დაუკონკრეტებია, პროფესორ-მასაწავლებლებისა და სტუდენტების მოთხოვნების რა ნაწილის შესრულების  შეპირება შეეძლო. „არც კი ვიცი მაქვს თუ არა უფლება დაგპირდეთ“, – უთხრა მან მის მოსასმენად მისულ აუდიტორიას. უნივერსიტეტში მთავრობის თავმჯდომარესთან ორი მთავარი მოთხოვნა დააყენეს – ალტენატიული ფართი უნივერსიტეტისთვის და დაფინანსების გაზრდა.  

ლეიბორისტულმა პარტიამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

 

ლეიბორისტული პარტიის აჭარის წარმომადგენლობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ლეიბორისტული პარტიიდან ბათუმის მერობისთვის ნუგზარ ჩხაიძე იბრძოლებს. 

გამოფენა ვარდების სკვერში

 

  

6 მაისს  ”ვარდების სკვერში” ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აჭარის რევოლუციის 10 წლის  დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს. ვარდების სკვერში გამოფენილი იყო  2004 წლის  აჭარის რევოლუციის ფოტოები.

ფერადი სიზმრები ზღვისპირა ქალაქში

 

 

 

გუშინ ღამით ძალიან ბევრი ფერადი სიზმარი ვნახე. გაღვიძებულს ცოტა გულიც კი დამწყდა, გამოზოგვით მაინც მენახა და არა ასე ერთიანად-მეთქი, მაგრამ მე ვინ მეკითხებოდა. მე მაყურებელი ვიყავი.

Exit mobile version