6 მაისს ”ვარდების სკვერში” ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აჭარის რევოლუციის 10 წლის დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოაწყვეს. ვარდების სკვერში გამოფენილი იყო 2004 წლის აჭარის რევოლუციის ფოტოები.
ახალგაზრდების თქმით ამ დღეს ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა ქვეყანაში.
”ჩვენ ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ავღნიშნოთ აჭარის გათავისუფლების 10 წლის იუბილე. 2004 წლის 6 მაისს აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის დიქტატისგან , ამიტომაც აუცილებელია ამ დღისადმი მეტი დაინტერესება და ყურადღების გამოხატვა” -ამბობს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თორნიკე ხალვაში.
შეკრებილი ახალგაზრდები ასევე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას უნდა აინტერესებდეს ამ დღის აღნიშვნა.
გასულ წლებში ხელისუფლება 6 მაისს აღნიშნავდა, როგორც „აჭარის დაბრუნებას“.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე.