სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ისრაელში გამგზავრებამდე

14.05.2014
რა უნდა ვიცოდეთ ისრაელში გამგზავრებამდე

 

 

ისრაელის საზღვრის გადაკვეთა საქართველოს მოქალაქეს უკვე ისრაელის საელჩოში ვიზიტის გარეშე შეუძლია. როგორც „ბათუმელებს“ ისრაელის საელჩოს პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში სტუმრობისთვის თან უნდა ჰქონდეთ პასპორტი, რომელიც ქმედითი იქნება, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, სასტუმროს ჯავშანი ან დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს პირის მიერ ქვეყანაში სტუმრობისათვის საჭირო ფინანსურ შესაძლებლობას,  რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაზღვევაც.

 

 

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს ისრაელში ყოფნისას მუშაობის უფლება, საელჩოში პასუხობენ, რომ გაუქმდა მხოლოდ ტურისტული ვიზა და სამუშაო ან სხვა სახის ვიზიტის მსურველებს ურჩევენ, ისრაელში გამგზავრებამდე კონსულტაციისთვის საქართველოში ისრაელის საელჩოს მიმართონ.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ისრაელში 90 დღეზე მეტი დარჩენის სურვილი, მან ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.