უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს

 

9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით,  აჭარაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო სამედიცინო  გამოკვლევები ჩაუტარდებათ. 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ათწლიანი ისტორია

 

დღეს, ბათუმის დრამატულ თეატრში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოადგინეს ორგანიზაციის ათწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტო მასალები და ფინანსური ანგარიშები.  

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი

 

ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის, დავით ხალვაშის (მეტსახელად ქელფეთა) სასამართლო პროცესი 3 ივლისამდე გადაიდო.

შუახევის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

 

2014 წლის 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

„ნაციონალები“ გიორგი ერმაკოვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ედავებიან

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, ადმინისტრაციულ რესუსრს იყენებს. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია „გია ერმაკოვი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან მერობის კანდიდატი მერის რანგში არ უნდა ესწრებოდეს მერიის პროგრამების განხორციელებას“- ეს განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა.

6 მილიონი ლარი იპოთეკით დაზარალებული და სხვა მოქალაქეებისთვის

 

 

აჭარის მთავრობის განკარგულებით, მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესით დაკავებული მოსახლეობისთვის, ლიბერთი ბანკი 6 მილიონ ლარს გამოყოფს.  პროგრამის მიხედვით, ერთ მოქალაქეს განაცხადის გაკეთება დაახლობეით  200 ათას ლარზე შეუძლია. 

 

  

ბათუმის მერიის სამზადისი 9 მაისისთვის

 

 

ბათუმის მერიამ 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით რესტორნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტის „მაღალ დონეზე ორგანიზება მუსიკალური გაფორმებით“ უნდა უზრუნველყოს, საბანკეტო სუფრა კი 80 ადამიანზე უნდა იყოს გათვალისწინებული.

ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე

 

<!** Image 1 align="" width="400" height="400" >

 

 

ხვალ 6 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.

 

ლეობორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი  ნუგზარ ჩხაიძე იქნება. ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იქნება პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, დავით რობაქიძე. 

 

 

 სხვა კანდიდატები: ბაინაზიშვილი რევაზ, რეჟისორი, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე,   უპარტიო.   ჯაფარიძე დავით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია,  უპარტიო. ძნელაძე ნაიმე  რეჟისორი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.   კურცხალიძე ზვიად ინჟინერი, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

გასპარიანი ვლადიმერ  ტექნიკური, დრ/უმუშევარი,  ლეიბორისტული პარტიის წევრო.  ჩხიკვაძე ირმა   ბუღალტერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  ტრაპაიძე გოჩა  დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.  რობაქიძე მარინა  ლეიბორისტული პარტია. მიქელაძე ნუგზარ  არქიტექტორი, დრ/უმუშევარი,   ლეიბორისტული პარტიის წევრი.

 

 

დავითაძე ნანა  აგრონომი, დიასახლისი. ბათუმი მწვანე კონცხის დასახლება.  ცინცაძე ნანი ტექნოლოგი, დრ/უმუშევარი.  კობალაძე ილია  დრ/უმუშევარი,  დუმბაძე მურმან  დრ/უმუშევარი,  ცეცხლაძე უშანგი  დრ/უმუშევარი, შუშანიძე რომან , ფარტენაძე გურგენ დრ/უმუშევარი,

 

 

 რიჟვაძე როსტომ  აგრანომი, დრ/უმუშევარი,  კიღუაშვილი მანონი  პედაგოგი, დრ/უმუშევარი,  ძნელაძე მერაბ ინჟინერი, დრ/უმუშევარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2018 წლების პროგრამული პრიორიტეტები

 

 

2014 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, 2015–2018 წ პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.

 

 

განათლების სამინისტრო პროგრამების განხილვას იწყებს

 

 

2014 წლის 5 მაისს, 11 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება 2015–2018 წლების პროგრამების და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა.

 

 

ფერმერებს 360 ცალი მოტობლოკი გადაეცემა

 

დღეს ჩაქვში, აგროტექსერვისის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო ტექნიკას გადასცემენ. 

ექსპო-ბათუმი დასრულდა

 

დღეს სასტუმრო  შერატონში  ტურიზმისა და სასტურმო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა ,,ექსპო ბათუმი 2014’’ დასრულდა. 

 

ბათუმში ახალი საავადმყოფო და უნივერსიტეტი შენდება

 

ბათუმში ახალი საავადმყოფო და უნივერსიტეტი შენდება. საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და თურქეთში მომუშავე  ქართველი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი გაეცნენ.

“ექსპო – ბათუმი” გრძელდება [ფოტო]

 

ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მე-7 საერთაშორისო, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო-ბათუმი” გრძელდება.

დემოკრატიის ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას ეხმიანება

 

დემოკრატიის ინსტიტუტი ეხმიანება პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის განცხადებას კამპანია “ეს შენ გეხება”-სთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:  

გამოფენა “ექსპო-ბათუმი” გაიხსნა

 

დღეს სასტუმრო შერატონში, მე-7 საერთაშორისო, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა  გაიხსნა.

 

ბათუმში ირანის საკონსულოს განცხადება

 

ბათუმში ირანის საკონსულომ, ირანულ გამოცემა “ირნაზე” დაყრდნობით “ბათუმელებს” მოაწოდა ინფორმაცია, ირანში საქართველოს ახალი სრულუფლებიანი ელჩისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას იუწყება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

ნაციონალური მოძრაობა პროკურორის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება

 

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა რაულ თავართქილაძემ, ბათუმში პროკურორის ავტომიბილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისთვის

 

 „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ 2 მაისს, „ ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის ფარგლებში მეორე ეტაპს იწყებს.

ცესკოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადაეცა

 

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ,  ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში

 

ამ წუთებში, გოგებაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში Toyota Prados-ს მარკის სამი ავტომობილი არღვევს პარკირების წესებს.

სამღვდელოების არაფორმალური მმართველობისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია

 

გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან. 2014 წ. #1 

 

ქართული სამღვდელოება ევროპული და დასავლური ცივილიზაციის ნაყოფით შესანიშნავად სარგებლობს. როცა დასჭირდებათ, სამკურნალოდაც კი ევროპაში მიდიან. მაგალითად, პატრიარქი მიდის გერმანიაში, როცა მისი ქორეპისკოპოსი მოიტეხავს ხელს თუ მხარს, მიდის ფინეთში. როდესაც რაღაც დიდი იუბილეს გადახდა დასჭირდებათ, მაგალითად, პატრიარქის იუბილე, მის გადასახდელად მიდის პარიზში, რაც ძალიან ძვირია. წარმოიდგინეთ, ჯერ ამდენი ადამიანის პარიზში გამგზავრება, მერე კიდევ უზარმაზარი ბანკეტის გადახდა. ბოლო გამოშვების მანქანები, მობილურები და ა.შ. დასავლური ტექნიკური მიღწევებით, მეცნიერებით სარგებლობენ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. თუმცა, თავიანთ მრევლს ეუბნებიან, რომ თუ თქვენ ავად გახდებით, ილოცეთ ან მიდით მამა გაბრიელის საფლავზე, არ გაუშვათ შვილები საზღვარგარეთ. ეს დამოკიდებულება არის ცოტათი გაორებული და ამითი ძალიან ჰგავს ყოფილი ტოტალიტარული და ახლანდელი ავტორიტარული რეჟიმების დამოკიდებულებას. 

ავარია ბათუმში

 

ბათუმში, დიმიტრი თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ავარია მოხდა. ორი მერსედესის ტიპის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ მაუწყებლობის დარგში ცოტნე ანანიძე დაინიშნა.  ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტური იყო. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში

 

მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით, 6 მაისს 10:00–დან 16:00 საათამდე სს “მეზღვაურთა სამედიცინო ცნტრი 2010” ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. 

სტუდენტები შრომითი უფლებების მხარდასაჭერად

 

პირველ მაისს მსოფლიოში „შრომის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივის“ ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით აქცია გამართეს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“             ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  მალხაზ ჭკადუა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს  ალიოშა ბაკურიძეს მიმართავს. 

მოგზაურობა ძველ ბათუმში

 

გუშინ ზღვისპირას ბათუმელები ძველ ბათუმში სამოგზაუროდ შეიკრიბნენ. წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“   პრეზენტაციამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.   სანამ პატეფონი უკრავდა, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოერგოთ, ქვიშაზე მოხარშული ყავა დაეგემოვნებინათ და ზღვაში გემით გაესეირნათ. 

 

<!** Image 1 align="" width="600" height="2848" >

 

<!** Image 2 align="middle" width="600" height="2848" >

<!** Image 3 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 11 align="middle" width="600" height="2848" >

<!** Image 4 align="middle" width="600" height="2848" >

<!** Image 5 align="middle" width="600" height="2848" >

<!** Image 8 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 14 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 18 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 19 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 33 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 28 align="middle" width="600" height="2848" >

 

<!** Image 34 align="middle" width="600" height="2848" >

ბათუმში პროკურორის მანქანა დაწვეს

 

“ბათუმში, აჭარის პროკურატურის პროკურორის სამსახურეობრივ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დამნაშავე მიიმალა”, – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="800" >

აჭარის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ირაკლი დარცმელიძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, შესაბამისად,  ბათილად ცნო უმაღლეს საბჭოს დადენილება. ირაკლი დარცმელიძეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილი კანდიდატი იყო აჭარის ტელევიზიის მეურვის პოზიციაზე, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თავის დროზე მხარი არ დაუჭირა. უმაღლესი საბჭოს უმცირესობის კვოტაზე უმრავლესობამ თავისი კანდიდატებად ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი წარადგინა და, შესაბამისად, მხარიც მათ დაუჭირა.

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – წიგნის პრეზენტაცია სანაპიროზე

 

 

დღეს, საღამოს 7 საათზე, სანაპიროზე, კაფე „სანაპიროსთან“ გაზეთი „ბათუმელები“ წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – პრეზენტაციას მართავს. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ადგილზევე იქნება შესაძლებელი წიგნის შეძენა გაზეთის 2014 წლის ხელმოწერასთან ერთად. წიგნისა და გაზეთის ერთი წლით  ხელმოწერის ფასი 50 ლარია.  

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

 

სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

 

 

 

აქცია “ოცნების ქალაქში”

 

ბათუმის ახლად შემოერთებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულები ეგრეთ წოდებულ 53 ბატალიონის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

ფოტორეპორტაჟი ბათუმის საპყრობილიდან

 

 <!** Image 1 align="left" alt="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" sub="ბათუმის მესამე საპყრობილის რეაბილიტაციისათვის სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა" width="600" height="2848" >

 

 

 

 

 

ქედაში საარჩევნო ოლქის კომისია სხდომას მართავს

ქედის #80 საარჩევნო ოლქის კომისია ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომიისიის 6 წევრის შესარჩევად სხდომას მართავს.

Exit mobile version