Batumelebi | ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი რუსლან ქორიძე შეასრულებს ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი რუსლან ქორიძე შეასრულებს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერის მოვალეობას ვიცე-მერი რუსლან ქორიძე შეასრულებს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-მერი რუსლან ქორიძე დანიშნა.

 

მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა კი განცხადება გადადგომის თაობაზე გასული კვირის ბოლოს გააკეთა.  როგორც ვიცე-მერი ის ამ პერიოდში შვებულებით ისარგებლებს. გიორგი ერმაკოვი კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია. ის დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე