2001 წლის 26 მაისს გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთი დაარსდა რამდენიმე ენთუზიასტი ჟურნალისტის მიერ, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსები, მაგრამ სწამდათ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოქალაქეებისთვის.
ბათუმელები
2001 წლის 26 მაისს გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთი დაარსდა რამდენიმე ენთუზიასტი ჟურნალისტის მიერ, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსები, მაგრამ სწამდათ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოქალაქეებისთვის.
26 მაისს, რუსთაველისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში, ბათუმისთვის დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ამ წუთებში, ბათუმში სანაპიროზე, „იახტ კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.
ტანკები, ყუმბართმტყორცნები, ხვემეხები და სხვადასხვა აღჭურვილობა.
ბათუმის მერიის მიერ დღის 12 საათისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გახსნა გადაიდო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე უნდა გამართულიყო.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს (14%).
სამედიცინო დაწესებულებები, სამ ივნისამდე, ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე გამოწერის პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვის გეგმა-გრაფიკი წარადგინონ.
პარასკევს, 30 მაისს, 18:00 საათზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს. დისკუსიის თემაა “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”.
ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის ცენტრში 150–მდე ოჯახია შეკრებილი, რომლებიც ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვენ.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა.
ამ წუთებში ხახულის ქუჩის 100 ნომერში, ციხის ასასვლელთან სოციალურად დაუცველები იკრიბებიან. ისინი მსვლელობას ბათუმის ციხემდე აპირებენ.
“ეკონომიკური პოლიტიკის ექსტპერტთა ცენტრის” სპეციალისტების მიერ, რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად ჩატარებული, სამთვიანი კვლვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიუმი რეალურად, 317 ლარი უნდა იყოს და არა 150 ლარი, როგორც ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს დათვლილი.
22 მაისს ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, უდედმამოდ დარჩენილ რვა ბავშვზე მზრუნველობა სახელმწიფომ აიღო.
დღეს დილით, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მოკლული ქალის მეუღლე, სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ოჩხამურის რწმუნებულმა როლანდ ბერიძემ განუცხადა.
დღეის მონაცემებით ბათუმში მოზარდებში მენინგიტის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ წუთისათვის ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ 8 ბავშვია ჰოსპიტალიზირებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობამ ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებზე მოკვლეული ინფორმაცია წარმოადგინა.
წინასწარი ინფორმაციით ოჩხამურში წუხელ ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლულ ქალს მეუღლესთან 8 შვილი ჰყავდა, აქედან უფროსი 14 წლის არის, უმცროსი – 9 თვის. ამ წუთებში რვავე ბავშვი პოლიციაში ჰყავთ. მათთან არიან სოციალური მუშაკებიც. ბავშვებს, სავარაუდოდ, დღესვე წაიყვანენ სოფლიდან.
წუხელ გვიან ღამით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ბაღსა და საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა. სწავლის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევებია.
“ბათუმელების“ ვებგვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „მიწები 1 ლარად, მშენებარე ჰესებისთვის“, რომელიც ძირითადად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებას ეყრდნობოდა, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გამოეხმაურა. კომპანიის განმარტებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.
დღეს “კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრი” თითქმის ერთადერთი იყო, რომელმაც ეს დღე ბათუმში განსხვავებულად აღნიშნა: სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოზარდებმა პრესკაფეში გამოფინეს შესაბამისი ქვეყნების კერძები, რითაც მოგვიანებით მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მოზარდები ამბობენ, რომ კერძები ინტერნეტში განთავსებული რეცეპტების დახმარებით მოამზადეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას მიერ, აჭარის მთავრობის სამივლინებო და სოციალურ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, აჭარის მთავრობის აპარატი პასუხობს.
21 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ყოფილი ფოსტის შენობასთან მცხოვრები გეგენავების ოჯახი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უჩივის და იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რის თანახმადაც შპს „აქტივ ბათუმმა“ ყოფილი ფოსტის შენობის რესტავრაცია და 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყო. ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მშენებლობით დაირღვა მესაკუთრის უფლება, კომპანია „აქტივ ბათუმმა“ კი პროექტის პირობები დაარღვია. მშენებელი საქმეში მესამე მხარედ არის ჩართული.
<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >
ტერიტორიაზე, რომელიც ქობულეთში თავისუფალ ტურისტულ ზონად მთავრობამ გამოაცხადა, აიეტის ქანდაკება ინგრევა.
ქობულეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ქანდაკების შესაკეთებელი თანხა არ აქვთ.
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება“ – აღნიშნულია „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 მაისის ბრძანებაში.
საქართველოს მთვრობის მორიგი გადაწყვეტილებით „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური ანაზღაურებით – 1 ლარად, 318 ათასი კვ/მ მიწის ფართობი გადაეცა.
აჭარის ტელევიზიის ორი წამყვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. თენგიზ აფხაზავას აჭარის ტელევიზიაზე ყოველკვირეული გადაცემა „ეკონომიკური სტრატეგია“ მიჰყავდა, ხოლო ნათია თავდგირიძეს „ერთი დღე სოფელში“.
თენგიზ აფხაზავა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ იბრძოლებს, ნათია თავდგირიძე კი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზიდან“.
საერთაშორისო კამპანია “ევრომელანომის” ფარგლებში, კანის კიბოს და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით 19-დან 25 მაისამდე, საზღვაო ჰოსპიტალში ჩატარდება დერმატოლოგების და ონკოლოგების უფასო კონსულტაციები.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა.
ბათუმში კინოთეატრ აპოლოში დღეს და ხვალ სამი ფილმის ნახვაა შესაძლებელი.
20 მაისს 13:00 საათზე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ძმები ნობელების მუზეუმში უცნობი კოლექციის – „ბათუმის ისტორიის ახალი ჩარჩოები“, გამოფენას გეგმავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007-2014 წლებში მუზეუმის მიერ შეძენილი თუ ნაჩუქარი ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ქალაქ ბათუმის, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.
„ეს ის მასალებია, რომლებიც უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ამ კუთხით არის საინტერესო გამოფენა ბათუმის და ზოგადად, საქართველოს ისტორიის არაერთი საკითხის დაზუსტებისა და კვლევის თვალსაზრისით. ცალკეა წარმოდგენილი კომპანიების ,,ბრანობელისა’’ და ,,ატლას დიზელის’’ მოღვაწეობის ამსახველი ახალი მასალები, საგაზეთო თუ სხვა სახის რეკლამები“- აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
დღეს 19 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა
დელეგაციას დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან ქორიძე უმასპინძლებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ევგენი უდოდი, თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ პერეგუდოვი და თავმჯდომარის მრჩეველი ვალერია ბონდრენკო.
დღეს, 19 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კოალიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, კანდიდატები დამსახურების ნიშნით შეირჩა.
მაჟორიტარობის კანდიდატები:
ძველი ბათუმის უბანში კენჭს იყრის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი. რუსთაველის უბანზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი კობა ჩხეიძე იბრძოლებს, რომელიც ბოლოს აჭარის მთავრობაში მუშაობდა. ჯავახიშვილის უბანშიც „რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილია წარდგენილი. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. აღმაშენებლის ოლქში „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძეა წარდგენილი.
აეროპორტი-გონიო-კახაბერის ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე კი ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოლქში ვაჟა რამიშვილია წარდგენილი, ბაგრატიონის ოლქში – ექიმი თეიმურაზ ორაგველიძე, ბონი-გარადოკი-ბარცხანის ოლქში – იურისტი ლევან კინწურაშვილი, თამარის დასახლებაში კი „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი, ჯაბა ბერიძე. ურეხი-ხელვაჩაურის ბათუმზე შემოერთებულ ოლქში თემურ ბასილაძეა წარდგენილი.
ეს დაკითხვა გასულ კვირას გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ისმენდა მოსამართლე დავით მამისეიშვილი, მონაწილეობდნენ: ადვოკატი – გიორგი ხიმშიაშვილი, პოლიციელი – თამაზ თეთრუაშვილი, განსასჯელი – ფირუზ წულუკიძე. სასამართლო სხდომას არ დასწრებია კიდევ ერთი განსასჯელი, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი. მას რუსი სამართალდამცავები აფხაზეთში დიპლომატის მკვლელობისთვის ეძებენ. ლაკაევი, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, ბათუმში პოლიციელის დაჭრას აღიარებს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში 40 ჰექტარი ბზის კორომია დაზიანებული, მტირალას ეროვნულ პარკში – 22 ჰექტარი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ჰექტარი, ხოლო იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიაზე – 60 ჰექტარი. აღნიშნული მონაცემები „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება.