საუკეთესო – ეს ის სიტყვაა, რომელიც პირველად მომდის თავში, როდესაც ვიხსენებ ჩემი ცხოვრების გასულ ნახევარ წელიწადს. მართლაც, ეს იყო საუკეთესო დღეები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვცხოვრობდი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქში, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე საუკეთესო უნივერსიტეტში და დროსაც საუკეთესოდ ვატარებდი. უფრო უკეთ რომ გაგარკვიოთ იმაში, თუ რატომ ვიყენებ ერთ წინადადებაში ამდენჯერ სიტყვა „საუკეთესოს“, გეტყვით, რომ გასული ნახევარი წელიწადის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ბელგიაში, ქალაქ გენტში, სადაც ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მოვხვდი.