მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს,  ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა. გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც …

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთ საპილოტე პროგრამას იწყებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამის დანერგვა იგეგმება. სკოლებში ახალი პროგრამა Minecraft Education Edition-ი სექტემბრიდან უნდა დაინერგოს. „შერჩეული იქნება 150 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით, სადაც დაინერგება კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს და უფრო ეფექტურს გახდის“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული პროგრამა განხორციელდება საჯარო სკოლებში არსებული კომპიუტერული კლასების ბაზაზე, თუ საჭირო იქნება …

ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ …

ჩერდება „ახალი სკოლის მოდელი“? – სამინისტროს განმარტება პროექტზე

განათლების სამინისტროს პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც სკოლების შეფასების ინსტრუმენტია, შესაძლოა შეჩერდეს ან სახეცვლილებით დაინერგოს. ამის შესახებ განათლების სამინისტროში დაზუსტებით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ სიახლეებზე სამინისტრო მალე გამართავს პრეზენტაციას. განათლების სამინისტრო რომ „ახალი სკოლის მოდელის“ შეჩერებას გეგმავს, ამის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა ისაუბრა „ფორმულას“ ეთერში. „ბათუმელების“ …

2020 წელს განათლების სამინისტრო 55 000 კომპიუტერს შეისყიდის

2020 წელს განათლების სამინისტრო პირველი კლასის მოსწავლეებისა და დამრიგებლებისთვის 55 000 პორტაბელურ კომპიუტერს შეისყიდის. კომპიუტერები დამრიგებლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და საჯარო სკოლებიდან ოფიციალურად გამოგზავნილი რაოდენობის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გადაეცემათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს, კომპიუტერების შესყიდვის ბიუჯეტი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან „სააგენტოს ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია“. განათლების სამინისტრო კომპიუტერებს …

ევროპული სკოლა თბილისში იწყებს მოსწავლეების მიღებას საბაკალავრო პროგრამაზე  

„ახალი სკოლა“ თბილისში, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის 16-17 წლის ახალგაზრდებისთვის მიღებას აცხადებს. ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ისწავლიან მოზარდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. სტიპენდია ფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის სრულ ორწლიან კურსს. ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო 35 მოსწავლე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 მარტი. სტიპენდია აფინანსებს: თბილისში, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელში განთავსებისა …

პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის

რა შეიცვალა სკოლებში მასწავლებლების სტატუსის ცვლილების შემდეგ? რატომ მიიჩნევს მასწავლებელი სისტემის მსხვერპლად თავს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელს როლანდ შავაძეს, რომელიც პროგრამის – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის. ბატონო როლანდ, სტატუსის ცვლილებას ერთგვარი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, პედაგოგები ულოცავენ ერთმანეთს და ბევრი ამაყობს კიდეც ამით. თქვენ, …

კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც ჩარიცხულია ან ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა …

სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

პირველი კურსის სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ და მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-ის. სტუდენტები ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ რომელიმე შემდეგ პირობას: ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარაში და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის მაღალმთიან …

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსები სადაც განაცხადების მიღება 8 იანვარს დაიწყება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე კონკურსში განაცხადების მიღება 2020 წლის 8 იანვარს დაიწყება. კონკურსები გამოცხადებულია სეზონური სკოლის ორგანიზებაზე, კონფერენციის მოწყობაზე, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობასა და კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებაზე, სადაც განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 8 იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით. საჯარო ლექციების მოწყობაზე გამოცხადებულ კონკურსში კი, აპლიკაციებს, სხვადასხვა დროს, სამინისტრო ორ ეტაპად მიიღებს. სამინისტროს …

რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს – არასრულწლოვანთა რეფერირების წესი

2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წინა დღით, 2019 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წესის მიზანია „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით“. წესში განმარტებულია „რთული ქცევა“ – ანუ, „ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ …

დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან

დღეს 28 დეკემბერს, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 11 ახალგაზრდას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლებიც თავიანთ თემში გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივიზმით, შემოქმედებითობით და აძლევენ მოტივაციას თანატოლებს, იმ გამოწვევებისა და თუ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც მათ რეგიონებში არსებობს. ფილმში მოხვდა ბათუმელი ლუკა ხინკილაძეც, რომელიც 19 წლის წარმატებული მზარეულია. თუმცა ლუკა პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან …

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე პოსტერების კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა – „არა ბულინგს“

პოსტერების კონკურსში – „არა ბულინგს“, ჟიურის რჩეული გახდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე. პოსტერის შუაგულში სარკეა მოთავსებული, შალვა ამბობს, რომ სარკის მიზანია, ყველა ადამიანი, ვინც შიგ ჩაიხედავს, საკუთარი თავი დაინახოს და წარმოიდგინოს დაჩაგრული ადამიანის ადგილზე. „სარკის ზემოთ არის ადამიანის ხელები, რომელიც სარკისკენ არის გამოშვერილი, ხელის თითებზე ის სიტყვებია წარწერილი, რითაც ჩაგრავენ …

რომელი სკოლები მიიღებენ 5 ათას ლარს სპექტაკლებისთვის

გამოვლინდა თეატრალური კონკურსის ოთხი გამარჯვებული პროექტი. მეორე ტურში გადავიდა შემდეგი საჯარო სკოლების პროექტები: ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა სოფელ სარფის საჯარო სკოლა ქობულეთის პირველმა საჯარო და კერძო სკოლა „გორდამ“ ერთობლივი პროექტი წარადგინეს. გამარჯვებული სკოლები სპექტაკლებისთვის 5-5 ათას ლარს მიიღებენ. კონკურსის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს წარმოდგენილი სცენარების მიხედვით სპექტაკლების დადგმას. ფინალში გამოვლინდება …

რას (არ)ასწავლიან სკოლებში პრორუსი ტროლების არმიაზე

რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როგორ უნდა განასხვაონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან ბავშვებმა – ამ თემაზე ქართულ საჯარო სკოლებში თითქმის არ მიმდინარეობს სწავლება. სკოლები არ ფლობენ ინსტრუმენტებს, რაც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს საკითხი არც სასწავლო კურიკულუმებშია წარმოდგენილი. რა გამოწვევებზე საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და რაში ითხოვენ ისინი დახმარებას? რა იციან ბავშვებმა დეზინფორმაციაზე და …

2020 წლის გამოცდაზე პედაგოგების კონკურენტები იურისტები და ბანკირები იქნებიან

შემოდგომაზე ჩატარებულ გამოცდაზე 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა. დაახლოებით ამდენივე პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა ზაფხულის გამოცდაზეც. სიაში არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებმაც გამოცდაზე 1, 2 და 0 ქულა მიიღეს. მაგალითად, 0 ქულა უწერია შეფასებაში სპორტის, რუსულის, დაწყებითი განათლების ოთხ მასწავლებელს, 1-1 ქულა აქვთ მიღებული ასევე ქართულის, დაწყებითის და რუსულის მასწავლებლებს. შემოდგომის გამოცდაზე, მასწავლებლები …

ისწავლე ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ფეხს უწყობს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც ელვის სისწრაფით იცვლება დღევანდელ მსოფლიოში.  სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს მოდიფიცირებულ ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების (პრ) პროგრამებს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს  ქეისურ სწავლებას.   ორივე კურსი მოიცავს ისეთ თანამედროვე მიმართულებებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, რეკლამა, ბრენდინგი და სხვა.   გარდა …

მასწავლებლობის 7 882-მა მსურველმა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

შემოდგომაზე ჩატარებული მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 175 მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, აქედან 7 882-მა პირმა ვერ დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია, ზღვარი მხოლოდ 2 293-მა პირმა გადალახა. შედეგები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. საგნობრივ კომპეტენციას პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი პირები ზაფხულის ტესტირებაზეც ადასტურებდნენ. ზაფხულში ჩატარებული გამოცდის შედეგების მიხედვით, საგნობრივი კომპეტენცია 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა …

როცა ღარიბი მშობლები გყავს და სწავლა გინდა [ვიდეო]

18 წლის ინგა ზედგენიძე მე-5 კლასიდან მინდობით აღზრდაშია. ის ამბობს, რომ სწავლის მნიშვნელობაზე მას აღმზრდელი ქალი ხშირად ესაუბრებოდა და სწორედ ამ ოჯახში ცხოვრების შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მიეღო უმაღლესი განათლება. ინგა ამბობს, რომ საკუთარ თავში მათემატიკის ნიჭი აღმოაჩინა და სურვილი აქვს ამ საგნის მასწავლებელი გახდეს. „სკოლა მხოლოდ იმას გასწავლის, რაც სკოლაში გამოგადგება და ეს …

გამოცდის შედეგები 2 900-ზე მეტმა პედაგოგმა გაასაჩივრა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პედაგოგების  27 000-ზე მეტი გასწორებული ნაშრომიდან  2 900-ზე მეტი გასაჩივრდა. „დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. საშემოდგომო გამოცდაზე პროფესიულ კომპეტენციას 15 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი ადასტურებდა. გამოცდაზე სულ 26 600 პედაგოგი და …

რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე

რატომ გვიჭირს წაკითხულის გააზრება, რა პრობლემებია სასკოლო განათლებაში და რომელ მოდელზე ამყარებენ მასწავლებლები იმედებს? – ამ თემაზე, ასევე შეფასების საერთაშოროსო პროგრამა PISA-ს კვლევის შედეგებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს. ბატონო გიორგი, PISA-ს კვლევის მიხედვით, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს უჭირთ …

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის …

მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს

დღეს, 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა. ტოლერანტობის ქომაგებს შორის დასახელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვიც, ნომინაციაში – პიროვნება“. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნაადრევ ქორწინებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რის გამოც მას ადგილობრივმა მოსახლეობამ შურაცხყოფა მიაყენა  და საჯაროდ ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები …

რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე

გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი  თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი …

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება …

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსწავლეების შედეგების გაუარესებაზე საქართველოში 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე „ბათუმელებთან“ შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა „როგორც ჩანს,  ამ მოთხოვნების შესაბამისად ვერ ვასწავლით“. კვლევის მიხედვით, 15 წლის მოსწავლეების შეფასება კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუარესებულია ბოლო სამ წელიწადში. თუმცა გორგოძე ამბობს, რომ დაბალი შედეგების მიუხედავად, მათემატიკის …

ესტონური სკოლები ევროპაში საუკეთესოა – საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა

ესტონეთმა სასკოლო განათლების რეინტინგში პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და მეხუთე – მსოფლიოში – წერს „ბიბისი“ PISA-ს ახალ რეიტინგზე დაყრდნობით. PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] კვლევას სამ წელიწადში ერთხელ ატარებს და ესტონეთი ამ რეიტინგის გამარჯვებული ევროპის მასშტაბით 2015 წლის შემდეგ მეორედ გახდა. ესტონურმა სასკოლო განათლებამ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა სამივე კატეგორიაში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. …

როგორ ვისწავლოთ ქიმია, მათემატიკა, ისტორია და სხვა საგნები youtube-ით ქართულ ენაზე

თუ მოსწავლე ხართ, ან აბიტურიენტი, ან სულაც, სკოლაში დიდი ხნის წინ ნასწავლი საგნების ხელახლა შესწავლა გსურთ, იუთუბზე უკვე საკმაოდ ბევრი არხი გთავაზობთ გაკვეთილებს ქართულ ენაზე. ონლაინგაკვეთილების ხიბლი მისი მოქნილობაა – შეგიძლიათ ცოდნა მიიღოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში და თავად დაგეგმოთ, რა სისწრაფით წახვალთ სწავლების პროცესში წინ – მთავარია იყოთ იქ, სადაც ინტერნეტი ვიდეოკურსების გასახსნელად …

2020 წლიდან მოსწავლეები ტესტირებას გაივლიან – ახალი პროექტი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლიდან მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი დაიწყება, რომელიც ტესტირებას გულისხმობს. ტესტირება ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. თუმცა, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დროს მიღებული …

რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუარესდა. კვლევაში მონაწილე 15 წლის მოსწავლეებთან კითხვის მაჩვენებელი 401 ქულიდან 380 ქულამდეა დასული. გაუარესებულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედეგებიც. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სინგაპურს, ჩინეთსა და ესტონეთს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ ესტონური განათლების გამოცდილებას. რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების …

კითხვაში, მათემატიკასა და სხვა საგნებში მოსწავლეთა მაჩვენებელი გაუარესდა – PISA

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ისევ გაუარესდა. 2017-2018 წლების კვლევის მონაცემებით საქართველოში სამივე პოზიციაზე ქვეყნის ქულებია: კითხვა – 380 ქულა მათემატიკა –  398 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 383 2015-2016 წლების კვლევის მონაცემები საქართველოში კითხვა – 401 მათემატიკა – 404 საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 411 ქვეყნის საერთო …

წერილი გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – კონკურსი მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება. კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გააგზავნონ თავიანთი წერილები, რომელთა ადრესატი იქნება გენდერული ან/და …

აჭარაში 341 ათოსანს კომპიუტერი გადასცეს

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში 341 მეათეკლასელი კომპიუტერით დააჯილდოვეს. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისი წლიური აკადემიური შეფასებაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. სახელმწიფო კომპიუტერებს საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის ათოსნებს გადასცემს. ათოსნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ვისაც კომპიუტერები გადასცეს: [checklist] ბათუმში: 119 მოსწავლე ხელვაჩაურში: 35 მოსწავლე ქედაში: 18 მოსწავლე შუახევში: 29 მოსწავლე ხულოში: …

„გამოძიებაში ვლინდება სისტემური ხარვეზი“ – სახალხო დამცველი კერზაიას საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატმა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება. როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა დაგვიანებით, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე …

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

ბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. (2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს …

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები დღეიდან ხელმისაწვდომია პედაგოგებსითვის ვებგვერდზე online.naec.ge. შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული. „სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე  გამოქვეყნდება. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების …

Exit mobile version