განათლება,მთავარი,სიახლეები

სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა

10.09.2019 • 1477
სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტს 4334 კანდიდატი აბარებდა, B ტიპის ტესტს – 3937, ხოლო C ტიპის ტესტს  – 1963 კანდიდატი.

წაკითხულის გააზრებაში – A ტიპის ტესტში  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 22.9 პროცენტმა, B-ში – 16.3-მა, ხოლო C ტიპის ტესტში – 23.3-მა პროცენტმა.

ამ კატეგორიაში A ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო 21-მა, B ტიპის ტესტში – 100-მა, ხოლო C ტიპის ტესტში 15-მა კანდიდატმა.

ანალიტიკური წერის კატეგორიაში A ტიპის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო ერთმა კანდიდატმა, B-ში – ექვსმა, ხოლო C ტიპის ტესტში – ოთხმა კანდიდატმა.

ლოგიკური მსჯელობის კატეგორიაში A ტიპის ტესტში უმაღლესი ქულა მიიღი მხოლოდ რვა კანდიდატმა, B-ში 77-მა, ხოლო C ტიპის ტესტში 40-მა კანდიდატმა.

ტესტი A* (RC-I, AW1-I, LR-I, QR1)-ის კატეგორიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა კანდიდატთა 29.88-მა პროცენტმა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტებს აბარებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული მეცნიერების, ხელოვნების, აგრარული, განათლების და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე,

B ტიპის ტესტებს – საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა), ბიზნესისა და ეკონომიკის, მათემატიკა და ფიზიკის მიმართულების კანდიდატები,

ხოლო C ტიპის ტესტებს აბარებენ სამართლის მიმართულების კანდიდატები.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდაში წელს მონაწილეობა მიიღო 10 237-მა კანდიდატმა, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 849 კანდიდატმა.

სულ რამდენ ადგილზეა მიღება, ამის ზუსტი სტატისტიკა არც განათლების სამინისტროს და არც გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ აქვს.

 

მთავარი ფოტო: საერთო სამაგისტრო გამოცდა/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: