განათლება,მთავარი,სიახლეები

ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ

27.09.2019 • 1573
ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში, EURAXESS-ში გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს წვდომა ექნებათ ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პლატფორმასთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფუძნდება EURAXESS GEORGIA, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ევროპასთან თანამშრომლობაში.

სამინისტროს ცნობით, EURAXESS GEORGIA-ზე გარდა ქართული ენისა, ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მისცემს აფხაზ მეცნიერებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს სახელით.

საქართველოს დროშა EURAXESS-ის პლატფორმაზე 2020 წლიდან გაჩნდება, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მეცნიერებს, ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა EURAXESS-ის წევრ, 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა Horizon 2020-სა და მის ქვეპროგრამებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: