განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან

27.09.2019 • 1744
ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან

ქართულ საჯარო სკოლებში  უცხოელი მოხალისე მასწავლებლები შევლენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება 40 მასწავლებელს გაუფორმდა. აქედან 15 ინგლისურენოვანი მასწავლებელია, 2 – იტალიურენოვანი, 1 – გერმანულენოვანი, 4 – ფრანგულენოვანი და 18 – ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი.

ორი ინგლისურენოვანი მასწავლებელი აჭარაში, კერძოდ, ჩაქვის პირველ სკოლაში და სოფელ ახოს საჯარო სკოლაში შეასწავლის ბავშვებს ინგლისურ ენას.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოქტომბერში კიდევ 5 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვა საქართველოში.

ამ დროისთვის მოხალისე მასწავლებელთა ახალ ჯგუფს საორიენტაციო ტრენინგები უტარდებათ. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეები ქართული ენის მოკლე კურსს, ინტერკულტურულ კომუნიკაციასა და მეთოდოლოგიას ეცნობიან.

მოხალისე მასწავლებლები მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ. პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წელს ამოქმედდა.

__________

ფოტო: მასწავლებლის სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: