დიდია მასწავლებლების გადაწვის და სკოლიდან წასვლის რისკი – რატიანი

ვებინარზე, რომელიც შეეხებოდა პანდემიის გამო მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის სტრატეგიებს, მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. მან მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის შესაძლო გზებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე, რაც კვლევის პროცესში გამოჩნდა. რატიანის თქმით, კვლევის შედეგებიც მაისის ბოლოს იქნება ცნობილი. კვლევა რემედიაციის [აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის გზები] საკითხებსაც მოიცავს. მანანა …

ვინ მიიღო სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი აჭარიდან

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა წლიურ გამოფენაზე 2019-2020 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები და სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი პედაგოგები დაასახელა. ბათუმიდან სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს თამარ ბაუჟაძე, სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ატარებს ღია გაკვეთილებს და სწავლების პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს პროექტებს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა თემაზე. მან შექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, გამოიყენა …

როდის მიიღებს 8 735 მედალოსანი კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თითქმის ერთი თვეა იკვლევს ბაზარს მოსწავლეებისთვის გადასაცემი მედლების შესასყიდი ფასის დასადგენად. მედლები არ მიუღიათ 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს, ასევე მედლის გარეშე დარჩენილია 3 მედალოსანი, რომლებმაც საჯარო სკოლა 2018 წელს დაამთავრეს. სააგენტოს მონაცემებით, სულ შესასყიდია 8 735 მოოქროვილი და მოვერცხლილი მედლები და ამდენივე მედლების ჩასადები კოლოფები. აქედან 6 622 …

ბათუმის №2 საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ბათუმის №2 საჯარო სკოლა ორშაბათიდან, 12 აპრილიდან, ორი კვირით გადადის დისტანციურ სწავლებაზე. №2 სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, გადაწყვეტილება აჭარის განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციით იქნა მიღებული და მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. „სკოლაში 2 000 მოსწავლეა და სკოლაში გვაქვს სულ 9 შემთხვევა. თითქოს პატარა ციფრია, მაგრამ პრევენციის მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიღებული იქნა ეს …

ბათუმის საბალეტო სკოლაში კოვიდი გამოვლინდა

ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში კორონავირუსი დამლაგებელს დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა, სწავლება არ გადავა დისტანციურ რეჟიმზე. „დამლაგებელს დაუდასტურდა კოვიდი, მაგრამ ვესაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მივიღეთ რეკომენდაციები და გავრცელების რისკი არ არისო გვითხრეს. ჯერჯერობით ვმუშაობთ და არ გადავდივართ დისტანციურზე“, – ამბობს დირექტორი ირმა მსხალაძე. მისი თქმით, ერთ-ერთ მოსწავლეს ჩაუტარდა დღეს, 9 აპრილს, კორონავირუსზე ტესტი …

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ. 26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების …

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი …

მე-16 სკოლის ტერიტორიას ამ ეტაპზე გეოლოგები შეისწავლიან

აჭარის განათლების სამინისტრომ 4 საჯარო სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია ბათუმის N16, N22, ასევე საჩინოსა და ოჩხამურის საჯარო სკოლები. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული, საიდანაც 20 ათასი ლარი მე-16 საშუალო სკოლას უნდა მოხმარდეს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მე-16 სკოლის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ჩატარდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, ასევე  ჩატარდება განაშენიანების კვლევა და შეადგენენ …

ბათუმის კიდევ 2 სკოლაში დაუდასტურდათ ბავშვებს კოვიდი – 7 აპრილი

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის სკოლებში ისევ გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, რის გამოც მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს. გუშინ, 6 აპრილს, კორონავირუსის შემთხვევების გამო ხუთი საჯარო სკოლა დაიხურა ქობულეთში, ბათუმში კი –  ერთი კერძო სკოლა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მაჩვენებლით კორონავირუსი სკოლის …

დღეს აჭარაში 6 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დახურეს – კოვიდი

6 აპრილის 19:00 საათის მდგომარეობით, აჭარაში 5 საჯარო და 1 კერძო სკოლა დაიხურა. დღეს კოვიდის გავრცელების გამო ასევე დაიხურა 3 საბავშვო ბაღი. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაიხურა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა, სოფლების – ლეღვას, ნაკაიძეების, მუხაესტატეს და ხუცუბნის სკოლები. ბათუმში კი მხოლოდ ერთი კერძო სკოლაა დახურული. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზე ასევე გადასულია …

ბათუმში „მასტერკლასი“ და ქობულეთში მუხაესტატეს სკოლა დაიხურა – კოვიდი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, აჭარაში ორი სკოლა დაიხურა. ერთ-ერთი კერძო სკოლა „მასტერკლასია“, სადაც კორონავირუსი მოსწავლეს და პედაგოგს დაუდასტურდა. კორონავირუსის შემთხვევის გამო დაიხურა სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაც ქობულეთში. კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის მე-19 საბავშვო ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელიც მე-5 საჯარო სკოლაშიც ასწავლის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მე-19 ბაღი არ დაიხურება. სკოლასთან დაკავშირებით კი, როგორც …

ბათუმის მე-16 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – შენობა დაიბზარა

5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმით გაგრძელდება.  სამინისტრომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწავლება დისტანციურად გაგრძელდეს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის ინფორმაციით, სპეციალისტები შენობაში არსებულ ვითარებას სწავლობენ და დასკვნას უახლოეს პერიოდში მოამზადებენ. ამის შემდეგ კი სამინის​ტრო მიიღებს გადაწყვეტილებას …

რისკის ჯგუფში მყოფი პედაგოგების რაოდენობა გაიზარდა – კორონავირუსი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი. სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა რისკის …

კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის

საგნობრივი ოლიმპიადის, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსისა და ესეების კონკურსის ჩატარებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ოლიმპიადა და კონკურსები ეტაპობრივად, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. ტენდერი 26 250 ლარზეა გამოცხადებული და გამარჯვებულმა კონკურსების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება. საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო …

აჭარის 30 საჯარო სკოლა განათლების ესტონურ მოდელში ჩაერთვება

აჭარაში 30 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც პედაგოგებს ესტონური განათლების მოდელის მიხედვით გადაამზადებენ. პროექტი ხორციელდება UNICEF-ესტონეთი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ესტონური განათლების მოდელი 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს. პროექტის დეტალებზე „ბათუმელები“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს ესაუბრა. „ამ 30 სკოლის მასწავლებლები 18 თვის განმავლობაში გაივლიან მომზადების კურსს. წვრთნის პროცესში ჩართული …

დგებუაძე ირწმუნება, რომ მესამე თაობის სასწავლო გეგმის​ შემუშავებაში ყველა სკოლაა ჩართული

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, თუნდაც სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის შერჩევისას, რამდენად გაითვალისწინეს სკოლის პედაგოგების მოსაზრებები? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ ბათუმში მყოფ განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იყო ჩართული. არადა სოციალურ ქსელებში პედაგოგები საუბრობენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში …

ბათუმის მე-14 სკოლის დირექტორსა და მოადგილეს კოვიდი დაუდასტურდათ

დღეს, 26 მარტს, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს, გეგმიური ტესტირების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სკოლა შესაძლოა ორშაბათიდან მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.. როგორც სკოლის დირექტორმა ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათ სიმპტომები არ ჰქონდათ. „თუმცა, მაინც რისკ-ფაქტორად ჩაითვალა ეს გარემოება და სკოლა შესაძლოა მთლიანად გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“, – ამბობს დირექტორი. დირექტორი და მოადგილე 12 დღის …

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები. „განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი …

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის კიდევ 2 მოსწავლე დაინფიცირდა კოვიდით

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. მეექვსეკლასელი მოსწავლეები ერთი ოჯახის წევრები არიან. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეები სამშაბათს იმყოფებოდნენ სკოლაში, ამიტომ კლასი დღეს, 26 მარტს გადავა ონლაინსწავლებაზე. აღნიშნულ სკოლაში ონლაინსწავლებაზე უკვე გადასულია მეთერთმეტე და მეოთხე კლასი, სადაც კორონავირუსი მოსწავლეებს 19 მარტს დაუდასტურდათ. სკოლის დირექტორის თქმით, ოთხშაბათს მასწავლებლებს ჩაუტარდათ გეგმიური ტესტირება, თუმცა ყველა პასუხი …

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ეზოში გადაღებულმა ვიდეომ გუშინ, 24 მარტს ქართული ინტერნეტი მოიცვა. ახალგაზრდა მასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად თოვლში ცეკვის ამსახველი კადრები მალე გახდა ვირუსული. ეს მასწავლებელი 25 წლის თამუნა ლაბაძეა, მოსწავლეების თხოვნას, დაენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, მან ასე უპასუხა – ბავშვები შესვენებაზე სკოლის ეზოში გამოიყვანა და მათთან ერთად იცეკვა. „მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ. თოვდა, …

ბათუმის მე-14 სკოლაში მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მასწავლებელი კოვიდის უსაფრთხოების წესებს იცავდა, „ამიტომ ეპიდემიოლოგიურმა ჯგუფმა არ მიიჩნია საჭიროდ კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“. როგორც დირექტორი ამბობს, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, საღამოს კი ტემპერატურამ აუწია. „მეორე დღეს ჩაიტარა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა კოვიდი“. აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირება …

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა …

რა და რატომ იცვლება სქემაში – „სკოლაში ხარისხის ჯგუფების შექმნა სავალდებულო არ არის“

რატომ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ხშირად, რა განაპირობებს ამ ცვლილებებს და რითი განსხვავდება მასწავლებლის რეგულირების წესი სქემისგან? – ამ და სხვა კითხვებს „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა უპასუხა. ქალბატონო მანანა, ბოლო დროს რა ცვლილება შევიდა სქემაში და რატომ გიწევთ ასე ხშირად სქემის შეცვლა? დღეს მოქმედი სქემა არის ერთგვარი გარდამავალი …

აჭარაში საჯარო სკოლებისთვის 114 ათასი ლარის ლიტერატურას შეისყიდიან

ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის სკოლებისთვის დაგემილია 114 ათასი ლარის მხატვრული ლიტერატურის შესყიდვა. წიგნები განკუთვნილია 15 საჯარო სკოლისთვის. სკოლების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წიგნის რომელიმე ეგზემპლარი მიმწოდებლის მიერ ვერ იქნება მოძიებული სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს შესაბამისი დასაბუთებით. „აღნიშნული მიზეზით დაუშვებელია თანდართულ …

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში 3 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეთერთმეტე და მეოთხეკლასელი მოსწავლეები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე მოსწავლე კი მერვე კლასში სწავლობს. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ონლაინრეჟიმზე მხოლოდ აღნიშნული კლასების მოსწავლეები გადავიდნენ, სხვა კლასები კი სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს …

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას. „ბათუმელები“ თბილისის …

naec -ი პროზაული ნაწარმოების შექმნაზე კონკურსს აცხადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცენტრის ინფორმაციით, საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას. „მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის“, …

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს. რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს …

საქართველოში 10 404 ბავშვს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს 23 თებერვალს მოსთხოვა. ინფორმაცია დღეს, 15 მარტს, მოგვაწოდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 1.7 პროცენტი ანუ 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლის მოსწავლე. სამინისტრომ აღნიშნული მონაცემების შეგროვება მხოლოდ  შვიდი თვის წინ დაიწყო, რადგან მონაცემები, რაც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, „პირველადი  სტატისტიკური ინფორმაციაა“ და …

ქობულეთში 2 მასწავლებელს და მოსწავლეებს კოვიდი დაუდასტურდათ – სკოლა დაიხურა

ქობულეთში, წმ. კირიონ მეორის სახელობის სკოლაში ორ მასწავლებელს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დაიხურა. საჯარო სკოლებში ამ დროისთვის არდადეგებია გამოცხადებული, თუმცა როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. „ეს კერძო სკოლაა და სწავლა გრძელდებოდა. ამ დროისთვის სკოლა დახურულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. 2 მასწავლებელთან და მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფი პირები …

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …

მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას

თბილისში მცხოვრები მშობელი ხატია ეგუტია პეტიციას ავრცელებს და მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს: ბავშვის უფლებები და თავისუფლებები და სქესობრივი განათლება. მშობლის აზრით, ამ ტიპის განათლების მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია. ამაზე მეტყველებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი და „ის მძიმე სტატისტიკა სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შესახებ, რასაც სახალხო დამცველის …

9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ

იზა ფუტკარაძე ახლა 26 წლისაა და მეორე კურსზე სწავლობს. ის პირველკურსზე 17 წლის ჩაირიცხა – ბათუმში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩააბარა. თუმცა პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოს მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, მიზეზი – სწავლის საფასური ვერ გადაიხადა. „ძალიან განვიცადე“, – იხსენებს იზა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ დღეს.   ცხრა წლის შემდეგ იზამ კვლავ მოახერხა …

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები 

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვებინარზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებისთვის მოტივაციის შექმნას გარკვეული წინაპირობები აქვს. „ჩვენ ყველამ ვიცით ლოზუნგები, რომ მოტივაციის შესაქმნელად საჭიროა რაღაც მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, …

ქვეყანაში 17 სკოლა და 145 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენელი ამ კვირაში ერთმანეთს გაუტოლდა და შეადგენს 0.1 -0.1 პროცენტს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. „საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, …

რატომ უბრუნებს სტუდენტების ნაწილს ბსუ 500 ლარს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის საფასური 500 ლარით შეამცირა – სტუდენტების თქმით, ბსუ-მ ამის შესახებ მათ უკვე აცნობა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით 500 ლარს [რაც წელს გააუქმეს] ისე ახდევინებდნენ, რომ უნივერსიტეტს ამაზე ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა. სწავლის მომატებული გადასახადის მოკვლევის მიზნით, განათლების …

Exit mobile version