ბათუმი,განათლება,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მე-16 სკოლის ტერიტორიას ამ ეტაპზე გეოლოგები შეისწავლიან

07.04.2021
მე-16 სკოლის ტერიტორიას ამ ეტაპზე გეოლოგები შეისწავლიან

აჭარის განათლების სამინისტრომ 4 საჯარო სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია ბათუმის N16, N22, ასევე საჩინოსა და ოჩხამურის საჯარო სკოლები. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული, საიდანაც 20 ათასი ლარი მე-16 საშუალო სკოლას უნდა მოხმარდეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მე-16 სკოლის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ჩატარდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, ასევე  ჩატარდება განაშენიანების კვლევა და შეადგენენ ტექნიკურ დავალებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას (სავარაუდოდ 3 ან 4 სართულზე).

ამ დოკუმენტების საფუძველზე კი [რომელიც ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა იყოს მზად], ახალი შენობისთვის საჭირო ძირითად საპროექტო დოკუმენტაციას სამინისტრო ცალკე შეისყიდის.

„შენიშვნა: გეოლოგიური კვლევის და ტექნიკური დავალების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ არსებულ შენობას გააჩნია ბზარები, შესაბამისად საჭიროა საფუძვლიანი და სიღრმისეული გამოკვლევა მსგავსი ფაქტების სრულად თავიდან აცილების მიზნით“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტენდერის ფარგლებში მომზადდება ბათუმის N22 სკოლის და დაბა ოჩხამურის სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტები; ასევე, საჩინოს სკოლის სრული რეაბილიტაციის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტი.

5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა.

მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა სამინისტროს 2019 წელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ მაშინ შეწყვიტა. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მე-16 სკოლის ადგილზე აშენდება, „1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა“:

ბათუმის №16 სკოლას დაანგრევენ, აშენდება ახალი სკოლა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: