წამყვანისა და მენტორის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე რეგისტრაცია გადაიდო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის იანვრამდე გადავადდა. მინისტრის განცხადებით, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს, „ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს, სწორად გააანალიზოს …

სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ აქვეყნებს – გასულია 2 თვე

განათლების სამინისტროს  ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. გასაუბრება დირექტორობის კანდიდატებთან 20 მარტს დაიწყო  და  თითქმის ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა შედეგები ცნობილი არ არის. სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 22 იანვარს ჩატარდა. ტესტირებაზე რეგისტრაცია  დირექტორობის  3 205-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ნახევარზე მეტმა აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და …

„მგონია, რომ თავხედი მოსწავლე არ არსებობს“ – მასწავლებელი სკოლაში კონფლიქტებზე

„ჩვენ ვინ დაგვიცავს თავხედი მოსწავლისგან?!“, „ყველა უფლება ჩამოგვართვეს“, „მოსწავლის დასჯის ყველანაირი რესურსი შეუზღუდეს მასწავლებელს“ – ასეთი ფრაზებით გამოეხმაურნენ პედაგოგები სოციალურ ქსელში სტატიას, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებლისა და მოსწავლის კონფლიქტს ეხებოდა. რატომ ითხოვენ მასწავლებლები მოსწავლის დასჯის უფლებას და არიან თუ არა ისინი რეალურად დაუცველი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის ათეულში მყოფ …

„სკოლაში ჩემი როლი დავინახე“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულის მასწავლებელი ალგეთიდან

31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა. …

სამსახურიდან დაითხოვეს მასწავლებელი ქობულეთში, რომელსაც ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდა

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება გუშინ, 23 მაისს, შეუწყვიტეს. „თვითონაც შემოიტანა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაკმაყოფილდა განცხადება. დისციპლინური კომისიაც მუშაობდა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკმაყოფილებინა თამუნა მჟავანაძის სურვილი და გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს დირექტორი. მისი თქმით, სკოლაში მომხდარი კონფლიქტის გამო …

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის …

ჩანაწერში ისმის მასწავლებლის გააფთრებული ყვირილი – რა მოხდა ქობულეთის მე-2 სკოლაში

„სკოლა წყვეტს სწავლის პროცესს პროტესტის მიზნით“, – ეს განცხადება დღეს, 23 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაწერეს. იმავე გვერდზე მასწავლებლები და მშობლები კომენტარებში წერდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს სკოლიდან მასწავლებლის წასვლას. ვიღაც კი მოსწავლეს უცხადებდა სოლიდარობას. „ბათუმელები“ ვითარებაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორს, ნანი ცივაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას ამ დროისთვის მობილური …

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge-ზე, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო და საჯარო დაწესებულებებში. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს გაზრდილია ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა – ეს საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული …

რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული

„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს. ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი …

„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს. რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, …

გოგონებს ისევ უკეთესი შედეგები აქვთ წიგნიერებაში, ვიდრე ბიჭებს – PIRLS-ის ახალი კვლევა

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS-ის [Progress in International Reading Literacy Study] მიხედვით, რომელიც მეოთხეკლასელი მოსწავლეების დონეს აფასებს კითხვასა და წაკითხულის გააზრებაში, საქართველოს საშუალო ქულა 494-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უკუსვლა არ აქვს წინა კვლევასთან შედარებით, თუმცა არც  მნიშვნელოვანი წინსვლაა. ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს წიგნიერების საშუალო ქულა …

რა უნდა შეიცვალოს „ბოლო ზარის“ ტრადიციაში და რატომ?

ძვირადღირებული ტანისამოსი, წვეულება, ვიდეოგადაღება, ლიმუზინის დაქირავება და ბოლოს, ქუჩებში ავტომობილებით რბოლა საქართველოში „ბოლო ზარის“ შემადგენელ ნაწილად არის ქცეული. შვილის სკოლის დასრულება ბევრი მშობლისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია. ბოლოს ზარის წვეულების ტრადიცია ხშირად ხაზს უსვამს სოციალურ უთანასწორობასაც – სასწავლო წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს, სადაც მეთორმეტეკლასელი გოგონები დახმარებას ითხოვენ, – „იქნებ, შეღავათიან ფასად გამიკეთოთ …

ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“

ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია. ხათუნა ამბობს, რომ  სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია. ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან …

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია“ – რას ფიქრობენ მოსწავლეები სკოლაში კვების საჭიროებაზე

„ხშირად გვტკივა თავი, მუცელი, ენერგიასაც გვაცლის შიმშილი. სკოლაში კი ან საერთოდ არ არის ბუფეტი, ან მხოლოდ ცხიმიანი ცომეულია“ – ამბობენ სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“. ბათუმელ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ გავესაუბრეთ. ნაწილი სწრაფი კვების ობიექტებთან, ხელში ფუნთუშეულით და რძიანი ყავის ჭიქით იდგა. ბავშვების თქმით, საგაკვეთილო პროცესში მათ სკოლის დატოვების უფლება არ აქვთ და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. …

სკოლებს მასწავლებლების დეკრეტული შვებულებისთვის დამატებითი თანხა გამოეყოფათ

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სკოლებს დამატებითი ფინანსები გამოეყოფათ სკოლის მასწავლებლების ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისთვის. აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების წარმოშობის შემთხვევაში. საჯარო სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს, რომელიც სკოლას ბრძანების საფუძველზე გამოუყოფს დამატებით ფინანსებს. აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ამავე ბრძანების მიხედვით, საჯარო …

რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს. ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი …

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო. ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ. 73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს …

მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება

„იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები. დაიცვას სამინისტრომ თავისი დადგენილება, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ იყოს. დაინერგოს კვება. მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგას დღის წესრიგში“, – ამბობს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ქოუჩი, თინათინ გიორგაძე. „ბათუმელებთან“ ის სისტემაში არსებულ …

პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა სამინისტრომ – ცვლილებები

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა. სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საკითხი დამუშავდა …

არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

გუშინ, 21 აპრილს, დაახლოებით 150 მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მასწავლებლები ამ შეხვედრას რამდენიმე კვირა დაჟინებით ითხოვდნენ. მასწავლებლების პროტესტი სქემაში შესული ცვლილებების დაგვიანებით დამტკიცებამ გამოიწვია, რის გამოც პედაგოგები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის – პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ვეღარ ასწრებენ. პედაგოგებმა მინისტრთან პორტფოლიოს საკითხის გარდა სკოლებში არსებულ კორუფციაზე, მასწავლებლის პენსიაზე, უმოქმედო …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევა, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის …

მინისტრი არც კი გვხვდება, რომ გვკითხოს, რატომ გვინდა პორტფოლიოს გაუქმება – მასწავლებელი

„როცა კლასებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება 20-15 მოსწავლემდე, კლასები აღიჭურვება თანამედროვედ და მასწავლებელს ექნება მაღალი ხელფასი, დარწმუნებული ვარ, სწავლის ხარისხიც ორ-სამ წელიწადში შეიცვლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ცანავა, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის წამყვანი მასწავლებელი. ის გვესაუბრება სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაციის არარსებობაზე და გამოსავალზე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს, თუმცა სამინისტრო ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს. ქალბატონო …

გადაავადებენ მასწავლებლის პორტფოლიოს ავტვირთვას? – რას ამბობს შუკაკიძე

მასწავლებლების ერთი ჯგუფი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისგადავადებას ითხოვს. ამ მიზნით პედაგოგებმა ონლაინკამპანიაც წამოიწყეს, რომ ხმა მიაწვდინონ განათლების მინისტრს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას. მასწავლებლები აცხადებენ, რომ პორტფოლიოს დამტკიცებული სტანდარტები შვიდი თვის დაგვიანებით მიიღეს სკოლებში, რის გამოც პორტფოლიოს ატვირთვის ვადები შემჭიდროვდა. მასწავლებლების თქმით, ეს არის იმ პედაგოგთა  დისკრიმინაციაა, ვინც გამოცდა გასული წლის ივლისში ჩააბარა, თუმცა …

20 დღე მოგვცეს პორტფოლიოს წარსადგენად, ეს არის დისკრიმინაცია – პედაგოგი

„გამოცდა ჩავაბარე ივლისში და ახლა 10 აპრილს მოვიდა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის – პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 20 დღე გვაქვს იმისთვის, რომ პორტფოლიო შევკრათ და წარვადგინოთ, ეს არის დისკრიმინაცია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავა. მასწავლებლებმა ფეისბუქში კამპანიაც კი წამოიწყეს, რომ განათლების სამინისტროს ამ ფორმით მაინც მიაწვდინონ ხმა. …

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან. კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული …

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით. კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც. მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე მეათე კლასი – 146 მოსწავლე მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე  მეთორმეტე კლასი – 81 …

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა. გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც …

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წინა ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2020 წელი – 39 300 ათასი აბიტურიენტი 2021 წელი – 38 300  ათასი აბიტურიენტი 2019 წელი – 41 ათასამდე აბიტურიენტი 2018 წელი – 40 ათასზე მეტი …

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს. პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული. „გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის …

ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე …

რატომ არღვევს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონს

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევს. „ბათუმელებმა“ უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადა გავიდა, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კანონს არღვევს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. ამ უწყების ფუნქცია საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელებაა. სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო …

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, …

ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის. პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა. ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ …

პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო …

37,9 მილიონი ლარი ორი სკოლის ახალი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლისთვის ბათუმში

ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსების და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი 37 944 034 ლარით გამოაცხადა. შესყიდვა მრავალწლიანია და 2023-2026 წლებს მოიცავს. სამუშაოები სამივე მისამართზე უნდა დასრულდეს 30 თვეში ხელშეკრულების დადებიდან. თუმცა, „№14 სკოლის ნაწილში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, ძირითადად ივლისის თვე, რაზედაც მიმწოდებელს წერილობით ეცნობება. …

Exit mobile version