კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

19.08.2020
სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნარჩვი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც სვანეთში ამზადებენ.

ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება. ახალ ყველს ფშვნიან, ამატებენ მარილს და ხის სპეციალურ ყუთში ათავსებენ, რომელსაც შემდეგ სიმძიმეს დაადებენ, რომ ყველი დაიწნეხოს და დაიწუროს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 13 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს –  „ქართული ყველი, ნარჩვის დამზადების ტრადიცია”.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

მთავარი ფოტო: ნარჩვი / ფოტო: ფეისბუქ გვერდიდან Svaneti/Georgia

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: