როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით და დილით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …

„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …

ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად. სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 …

მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 …

ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება. საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო. მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია …

მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას …

ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ

ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს. ქუჩის ამ მონაკვეთის …

რესტორნების შეჯიბრება ბულვარში მუსიკის ხმის გადაფარვაში – საკითხი, რომელიც არ რეგულირდება

ბათუმის ძველ ბულვარში საღამოობით რესტორნებში ჩართული მუსიკის ხმა ერთმანეთს ფარავს და გაუსაძლის ვითარებას ქმნის – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე. ძველ ბულვარში, პრომენადის გასწვრივ განლაგებული რესტორნებიდან პერიოდულად მუსიკის გამაყრუებელი ხმა ისმის, ზოგან ცოცხალი შესრულებაც არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რესტორნების მეპატრონეები და მენეჯერები ცდილობენ ერთმანეთის სივრციდან გამომავალი ხმა გადაფარონ. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამ …

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო …

ვინ აშენებს ცათამბჯენებს ფიროსმანის ქუჩაზე და რას აპროტესტებს მოსახლეობა

ბათუმის მერის ყოფილი მოადგილის, ხელვაჩაურის საკრებულოს  წევრისა და კიდევ სხვა პირების კომპანია, შპს „ცენტრალ სითი ლაინი“,  ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #8- ის მიმდებარედ, ცათამბჯენს აშენებს. შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ დირექტორი და 38 პროცენტის მფლობელი ზურაბ ბერიძეა, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი. კომპანიის 38 პროცენტს გიორგი ზოიძე ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი შპს „უან პროჯექტის“ საკუთრებაა, რომლის 50-5- პროცენტსაც ხელვაჩაურის …

ბათუმის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რას ამბობს კომპანია

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, დღეს, 20 აგვისტოს, წყალმომარაგება შეეზღუდა ბათუმის გარკვეულ უბნებს. „გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება. აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, …

აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს

მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს. საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს

სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ. მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს …

ბათუმისთვის ახალ ავტობუსებს ყიდულობენ – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო. ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს მოიწყობს 40-მდე ოთახით

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოიწყობს. ვისი საკუთრებაა ახალი საოფისე ფართობი და რა პირობებით გეგმავს იქ მუნიციპალური ინსპექცია გადასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ინსპექციაში სცადა, თუმცა არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ დასმული [და დასასმელი] ყველა კითხვა ჩამოვწეროთ, წერილობით ელექტრონულად გავუგზავნოთ და …

ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

ბათუმის მერიამ განსაზღვრა აუქციონით სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ფასები იმ ქონებისთვის, რომელიც თითქმის 1 წელია უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. ამ ქონების ჩამონათვალშია კომერციული ფართობები და საპირფარეშოები, რომლებიც ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ ხეივანში, საფეხმავლო ხიდების ქვეშ მოაწყვეს. ხეივნის და ხიდების მოწყობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმელებს“ 30 ივლისს ქალაქის მერიაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმი 2025 წელს კიდევ 18 ერთეულ ახალ ავტობუსს იყიდის, ამისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტში ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაგეგმილია 18 ერთეული ავტობუსის შეძენა, პროექტი 2025-2027 წლებში უნდა განხორციელდეს, რომლის ბიუჯეტიც საერთო ჯამში 11 მილიონ 702 456 ლარია. ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. …

დეკანისა და 4 სტუდენტის საქმის განხილვა დასრულდა – რა გადაწყვიტა ბათუმის სასამართლომ

დღეს, 25 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოიტანა გადაწყვეტილება ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის საქმეზე. საქმე არსებითი განხილვით დასრულდა. მოსამართლემ ხუთივე პირი დამნაშავედ მიიჩნია ჯგუფურ ძალადობაში და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა [აქედან მამუკა ჯორბენაძემ 18 000 ლარი უნდა გადაიხადოს, რადგან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2 თვის …

ბათუმის მერიამ ევროკავშირის გრანტი მიიღო

„ოცნება“ ერთის მხრივ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას და „ფარას“ კანონით უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას სთხოვს ყველას, ვინც ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, მეორე მხრივ კი მუნიციპალური სტრუქტურები და ორგანიზაციები ევროკავშირის პროექტებს იღებენ რიგი აქტივობების დასაფინანსებლად. მათ შორის არის ბათუმის მერიაც. ბათუმის მერიამ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გრანტი მოიგო. პროექტისთვის – „ბუნებაზე დაფუძნებული …

ბათუმის საკრებულოში ავეჯის დიზაინს ცვლიან – ფულს მერია იხდის

ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტებისთვის ახალი დიზაინის ავეჯს დაამზადებენ, მანამდე კი ქალაქის მერია 3 000 ლარად „ავეჯის დიზაინის მომსახურებას“ შეისყიდის, რაზეც ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ბათუმის საკრებულოს აპარატის სამუშაო ოთახებისა და კაბინეტების საოფისე ავეჯის დიზაინის შექმნა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სქემატური ნახაზების/ესკიზების დახაზვა. პირობებში მერიას გაწერილი აქვს, რომ „შესყიდვის ობიექტი უნდა …

ავტოსადგურთან ქუჩის გადაკეტვის გამო ბათუმის ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა

ბათუმის ავტოსადგურთან გზა [სევერიანე აჭარელის, ყოფილი მაიაკოვსკის, ქუჩის დასაწყისი] ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. შესაბამისად, შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც, რის გამოც ქალაქის მთავარ აგრარულ ბაზართან არცერთი მუნიციპალური ავტობუსი აღარ გაივლის. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 1 თვე, ან თვენახევარი დარჩება გადაკეტილი. „გააჩნია როგორი ამინდი იქნება, ვინაიდან ამაზეა სამუშაოების …

„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ. საკრებულოს ერთ-ერთ …

ბათუმში ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა – „თბილისში რაც მოხდა, იმის შემდეგ უფრო გვეშინია“

„თბილისში სახლის ჩამონგრევის შემდეგ უფრო გვეშინია. იქნებ ისევ დაწეროთ ჩვენზე, მერე ყველა მოვა, ნანგრევებში რომ აღმოვჩნდებით“ – მოგვწერა მოქალაქემ „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 14 ივლისს, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი რესპონდენტი ბათუმში, ფიროსმანის #1-ში მდებარე ისტორიულ სახლში ცხოვრობს. უკვე წლებია ამ სახლს …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივლისის 21 საათიდან 14 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ივლისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი ივლისის 21 საათიდან 2 ივლისის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …

გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა …

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …

ხვალ, პირველ ივლისს ბათუმის მერია გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს

ხვალ, პირველ ივლისს მერია ბათუმის გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს. განცხადებას, რომელიც საჯარო განხილვის ჩანიშვნის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, მარტივად ვერ იპოვით. დოკუმენტი მერიამ არა ვებგვერდის მთავარ გვერდზე ან ფეისბუქზე, არამედ ვებგვერდის საჯარო განხილვების განცხადებების რუბრიკაში გამოაქვეყნა. თუმცა მერიის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და განცხადების სანახავად ძველ ვებგვერდზე მოგიწევთ გადასვლა, რუბრიკაში – „საჯარო …

Exit mobile version