ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფას განათავსებენ

ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, ქალაქის მერია საინფორმაციო დაფის განთავსებას გეგმავს, რომელზეც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. ეს მემორიალი შარტავას გამზირზე უკვე მეშვიდე წელია რაც მოწყობილია. პროექტის მიხედვით საინფორმაციო დაფა მემორიალის უკანა მხარეს განთავსდება. „გმირთა ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობაზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს. ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის …

ვინ გააკონტროლებს შენობების სიმაღლეს აეროპორტის დაცვის არეში – ახალი წესი

საქართველოში სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის ახალი წესი ამოქმედდა. წესი, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე [საქაერონავიგაცია] ვრცელდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა 2025 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაამტკიცა. ამ „წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.“ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ …

ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში

ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეია. შესაბამის ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის …

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 6 იანვარს, [დღის 17:00 საათის მონაცემებით], ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარედ ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემს ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული ავტომატური სადგური აფიქსირებს. ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა გასული წლის ბოლო პერიოდში ხშირად ფიქსირდებოდა, თუმცა ატმოსფერული ჰაერის …

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე 2 თვით გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე [სანაპიროს გასწვრივ], ქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ორი თვით, 2026 წლის 4 მარტამდე გადაიკეტა. გზა გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ. „პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი …

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი დაჭრა – შსს

ბათუმში პოლიციამ 31 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს-1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. „პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს შსს. …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში

2025 წლის 31 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია “სოკარის” განმარტებით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. ”სოკარის” ინფორმაციით. გაზის მიწოდება დაიწყო დღეს, დილის 9 საათიდან და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.  

100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე

„ვტაქსაობ და კლიენტს ველოდებოდი ბინასთან, რადგან პარკინგზე თავისუფალი ადგილი არ იყო. ჩამოვიდა მგზავრი, ჩავისვი და წავედი. მალევე 100-ლარიანი ჯარიმა მომივიდა. ეს 18 დეკემბერს. ჯარიმა მომივიდა წინა დღითაც  – 50 ლარი“, – გვიყვება დავითი, რომელიც ოჯახს ტაქსაობით არჩენს, მაგრამ ჯარიმების მასშტაბი და რაოდენობა აფიქრებს, რომ მალე სრულიად ხელცარიელი დარჩება, მით უფრო, რომ ჯარიმები იზრდება, ხოლო საპარკინგე …

არჩილ ბერიძეს „დინამო ბათუმის“ წილები დაათმობინეს – ქონება აჭარის მთავრობამ დაიბრუნა

აჭარის მთავრობამ „დინამო ბათუმი“ და მასთან დაკავშირებული ქონება უკან დაიბრუნა. შპს „ლამინთან“ 2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მოშალეს და მასთან დაკავშირებული აქტები ძალადაკარგულად ცნეს. შესაბამის გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2025 წლის 9 დეკემბერს მოაწერა ხელი. 2025 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით, „დინამო ბათუმის“ წილების 100 პროცენტი აჭარის მთავრობის საკუთრებაა. მანამდე ის არჩილ ბერიძის კომპანიას მართვაში …

„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, სასწავლო საფეხური საჯარო სკოლებში 11-წლიანი სწავლებით განისაზღვრება და მე-11 კლასი პროფილური გახდება. „ეს მოემსახურება იმ მიზანს, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადებასთან დაკავშირებული, ეროვნულ გამოცდებთან …

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ …

1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …

ბათუმში დღეს ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 10 ნოემბერს, ნისლია და ამასთან ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაცაა დაბინძურებული. ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა, გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით ბათუმში, [დღის 3 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის დამაკმაყოფილებელი და ცუდი. „6 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი …

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „გადადგნენ“

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ. დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სწორედ აქ გახდა ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. „7 ნოემბერს საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით …

ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება

2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. პროგრამა პლაჟის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, რაც ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებას და ზღვის სანაპიროზე დაყრას გულისხმობს. ხრეშის ხელოვნურად შეტანის გარეშე ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება. ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ბოლო გათვლებით, ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. …

ბათუმის მერიას საკრებულოში ავეჯის ახალი დიზაინით შეცვლა სურს, მაგრამ დიზაინერს ვერ პოულობს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს კაბინეტებისა და სამუშაო ოთახებისთვის ახალი დიზაინის ავეჯის შესყიდვას გეგმავს, თუმცა მანამდე დიზაინერს ეძებს, ვინც შექმნის საოფისე ავეჯის დიზაინს, ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს და დახაზავს ესკიზებს. საკრებულოსთვის საოფისე ინვენტარისა და ავეჯის შესასყიდად ქალაქის ბიუჯეტიდან 61 ათას 200 ლარი გამოიყოფა. უშუალოდ დიზაინერისთვის მერიას ცალკე 3 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. „ავეჯის დიზაინის სფეროში“ მომსახურების შეძენა …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ნოემბრის 21 საათიდან 3 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით. პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. „შენობა …

სართულების დამატება და სხვა ცვლილებები – რა პროექტებს განიხილავს ბათუმის საკრებულო

ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ. აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება

ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც: №1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, …

ბათუმში ორი თვით იზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩის მონაკვეთში – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში. მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში დროებით შეიცვლება №11 სამარშრუტო ხაზის სქემა: წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა – შაფათავას ქუჩა – შავშეთის ქუჩა. უკუმიმართულებით გადაადგილება უცვლელად შენარჩუნდება. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით და დილის საათებში წვიმა, ჭექა-ქუხილი, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 11 – …

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის 21 საათიდან 6 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13 …

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა. დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა. დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული პროტესტის ფონზე, …

აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, …

როდის გაიხსნება ბათუმში საბავშვო ბაღი, რომლის ორჯერ რეაბილიტაციაში 5 მილიონი იხარჯება

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს. რატომ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

ბათუმის სანაპიროს დასუფთავება ქალაქის ბიუჯეტს დამატებით 80 ათასი ლარი დაუჯდება

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 80 ათასი ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმა კერძო პირებთან ტექნიკისა და ოპერატორების დაქირავებაზე. „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, ამის აუცილებლობა გამოიწვია შტორმმა, რის შედეგადაც პლაჟზე დიდი რაოდენობით ნატანი [ასევე, „მძიმე ხეები და ტოტები“] დაგროვდა, მის გასატანად კი, „სანდასუფთავების“ და ადრე, ტენდერით დაქირავებული ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა. „აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18– 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები – ხელვაჩაურის მერია

წვიმის შედეგად ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები, დაზიანებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, გზები. „ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ დღეს, 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადების მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არიან და გაწმენდითი სამუშაო დაიწყო.

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …

Exit mobile version