„ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევით“ – ბათუმში საწარმო დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საწარმოო პროცესი შეუჩერა „ჰანის მარანს“. სააგენტოს ცნობით, ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას „ჰანის მარანში“, ხახულის ქუჩის მეორე შესახვევში, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას ეწეოდაა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. „ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით“ – იუწყება სააგენტო. …

რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს

სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …

აფეთქება ბათუმში, სასტუმრო „ამბასადორში“ – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 23 აპრილს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა ბულვარში მდებარე სასტუმრო „ამბასადორიდან“ მოდიოდა და ამავე დროს, სასტუმროს თავზე  დაკვამლიანება იყო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. ამ დროის მონაცემებით [15:30] მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. ინფორმაცია განახლდება.  ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან: 

„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა. 2026 წლის …

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …

ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია

ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს. ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია …

ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი. წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო. მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს  იჯარით აქვს გადაცემული. …

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია. აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი …

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა. კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო …

ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა

ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. …

ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება. მან სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და შესაბამისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უკვე დანიშნეს. მერიის ინფორმაციით, „არჩილ გირკელიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ჩესტერის უნივერსიტეტში 2010–2011 წლებში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებსა და …

ბათუმი ქობულეთს 8 ახალ ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს – მათი ღირებულება 2,7 მილიონი ლარია

ბათუმი ქობულეთს 8 ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს, შესაბამისი განკარგულების პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე შეტანილია. გადაწყვეტილება ავტობუსების გადაცემის შესახებ ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე უნდა მიიღოს. 2025 წელს გამოშვებული 8 ავტობუსი [მარკა – OTOKAT; მოდელი – CENTRO] თურქული კომპანიისგან – [otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi] „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2 726 400 ლარად შეისყიდა. მიღება-ჩაბარების …

ბათუმში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი – გაფრთხილება

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია გაფრთხილებას ავრცელებს დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. „18 თებერვლის 19:00 საათიდან 21:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ“ – იუწყებიან სინოპტიკოსები. დღეს, ღამით, ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 -ის შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემებს ბათუმის ცენტრალურ პარკში და ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურები აფიქსირებენ. „17 თებერვლიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) …

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …

ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება …

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია. ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა. ტენდერი 2 553 …

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში კიბის უჯრედი ჩამოინგრა

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, აკაკი შანიძის ქუჩაზე,  9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადარბაზოში შესასვლელი კიბის უჯრედი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, პირველადი დათვალიერებით არ ფიქსირდება საფრთხისშემცველი მდგომარეობა, თუმცა ფოტოებზე, რომლებიც მოქალაქეებმა გამოგვიგზავნეს, ჩანს ბზარები სადარბაზოს კუთხეებში და ასევე, შესასვლელში. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შენობის ავარიულობის შეფასების მიზნით განცხადება უკვე გადაიგზავნა. დასკვნის …

„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია გოგოლის ქუჩაზე მდებარე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების დასაცავად დაცვის პოლიციას 186 ათას 930 ლარს გადაუხდის. მერიის ინფორმაციით ,ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გასაფორმებლად თანხმობის მისაღებად ბათუმის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან იქ შესახლებული პირები უნდა გაიყვანონ, უნდა გაათავისუფლონ ერთ-ერთი …

სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 2026 წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება. განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები. უსახლკაროს სტატუსის საკითხი ბათუმში, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში ასობით ადამიანისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ბიზნესმენ გალიფ …

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს. ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ …

„ლარნახევრად პურსაც ვერ იყიდი“ – გამოკითხვა ბათუმში 1,57 ლარით სოცდაუცველების კვებაზე

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ მთავრობაში ხელფასები ათასობით იზრდება, ბათუმის მერია სოციალურ სასადილოებში ერთი ადამიანის სადილში 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავს. რამდენად სამართლიანია მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდა? მაგალითად, 2026 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1400-1400 ლარით გაიზარდა და უკვე 16 000 ლარია, მინისტრების ხელფასი 13 600 ლარი გახდა, დეპუტატებისა – 12 …

კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს

ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …

მარკეტებში სიძვირეაო და ამ დროს ბათუმში აორმაგებენ ავტობუსით მგზავრობის ფასს – საკრებულოს ოპოზიცია

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით გადაწყვეტილების აუცილებლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და გარდა ამისა, ზრდა უკვე არსებულ ფასზე მეტით არის დაგეგმილი და „ამას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს“. ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 …

ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს

ბათუმი [ჭოროხი] – სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად, 2026 წლის 10 თებერვლამდე. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი. ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 …

სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი ბათუმში – ხელშეკრულება 8,9 მილიონზეა გაფორმებული

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს. ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 იანვრის 21 საათიდან 19 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით ყველგან ნალექი, მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან …

Exit mobile version