„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბიუჯეტიდან 109 ათას 60 ლარის გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. დამატებით 113 ათას 975 ლარი კი ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება. „ბათუმობის“ ჩატარებას ბათუმის მერია 3-4 მაისს, ბულვარში, საზაფხულო თეატრთან გეგმავს. ბათუმის კულტურის ცენტრი აღნიშნულ თანხას უტენდეროდ, პირდაპირი წესით დახარჯავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „ქალაქ ბათუმის კულტურის ცენტრს 2025 წლის 3 და 4 მაისს გათვალისწინებული აქვს …

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, 30 აპრილიდან მაისის ბოლომდე ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, იცვლება მარშრუტი: #7, #7 ა, #11, რომლებზეც ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: #7 – ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, …

ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“

„მითხარით ეს სამართალია? – ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია?- როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, წრფელი და გამბედავი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ციხეს, ისინი იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას,  სამართლიანობას! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, სამართლიანობა ყველას, ვისაც უსამართლოდ უსჯიან, საქართველო – არა შიშის, არამედ თავისუფლების ქვეყანაა“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ზვიად …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი …

რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი

ბოლო ერთი კვირის მანძილზე „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოაწოდეს, სადაც ასახულია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩიდან ბულვარის პრომენადამდე შემოღობილი გადასასვლელი და მის მიმდებარედ გამწვანებული ნაწილი. ბულვარის მხარეს ღობე ველობილიკთან წყდება. მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ ჩაიკეტა გადასასვლელი და მასთან ერთად ბულვარის მწვანე სივრცე. რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით, #40 ა-ში, კომპანია „ორბი“ ცათამბჯენის მშენებლობას  გეგმავს. …

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე? – გამოკითხვა ბათუმში

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე ბათუმში? – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა.

როდის გაიხსნება ბათუმში გადაკეტილი რუსთაველის ქუჩა – აქ ფილებს კანონდარღვევით ჭრიან

ბათუმში  რუსთაველის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტილია. აქ ფილაქანი აყარეს და ასფალტს აგებენ. პარალელურად ბორდიურებს აწყობენ და ტროტუარებზე ფილებს აგებენ. ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, პერიოდულად სამშენებლო მტვრის ბუღი დგას, რადგან ადგილზე ჭრიან ფილებს, რომლებითაც ბორდიურებს აწყობენ. სამშენებლო მასალების შუა ქუჩაში წესების დარღვევით დაჭრა-დამუშავება ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია …

ბათუმში გაზი არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს 17 ქუჩაზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, ბათუმში 23 აპრილს, 23:40 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ 4 241 აბონენტს. გაზის მიწოდება შეწყდა ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ზუბალაშვილის, ლუკა ასათიანის, გორგილაძის, მემედ აბაშიძის, კლდიაშვილის, ჯინჭარაძე-ახვლედიანის, რუსთაველის, ნინოშვილის, 26 მაისის, მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, გორგასლის, ფარნავაზ მეფისა და დუმბაძის ქუჩებზე, აბონენტების ნაწილთან. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე …

ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე. „აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში …

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე. ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში …

რატომ აღარ დადის ბათუმში N4 ავტობუსი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში

თითქმის ერთი კვირაა რაც ბათუმში N4 მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებისას გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში არ უხვევს და ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში არ შედის. ავტობუსი გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლიდან“ პირდაპირ აგრძელებს გზას იუსტიციის სახლამდე, ბრუნდება და შემდეგ შარტავას ქუჩით გადადის ფიროსმანის ქუჩაზე. მარშრუტის ცვლილების შესახებ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ზოგიერთი მძღოლის თქმით  კი, მარშრუტის …

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – …

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 20 აპრილს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში [11:40 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავიც [ 11:49 სთ]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ცუდი ხილვადობაა [ნისლია], რის გამოც თელევივი-ბათუმის თვითმფრინავი შესაძლოა ალტერნატიურ აეროპორტში გაფრინდეს, მოსკოვი-ბათუმის რეისზე მოძრავ თვითმფრინავს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

საზღვაო აკადემია 1,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო

ბათუმში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის ვიზიტია დაგეგმილი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია IMO-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების „უმაღლეს დონეზე ჩატარების“ მიზნით საკოფერენციო დარბაზისა და სამუშაო ოთახების რემონტს და აღჭურვას გეგმავს. საამისოდ საჭირო 1,3 მილიონი ლარის სამუშაოებს აკადემია ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის“ 1 366 …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ …

„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …

4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა.  ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო …

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ბათუმი-სარფის და ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების კომპენსაცია გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად გადაიხადოს. „ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის განკარგულებით კომპენსაცია გაიცემა თვითნებურ სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებსაც ეს ორი პროექტი შეეხება. „ნება დაერთოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოახდინოს ბათუმის შემოვლითი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ბათუმის აეროპორტში დღეს, 31 მარტს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:45 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომას ამ წუთებშიც ცდილობს. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 9:55 სთ-ზე]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით დაშვების პირველი მცდელობისას შეიცვალა ქარის მიმართულება, რის გამოც აეროპორტში დაჯდომა ბორტმა ვერ მოახერხა.   მთავარი ფოტო „ბათუმელების“ …

რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

30 მარტს მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ბათუმის ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. „ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილება უფასოდ მგზავრობაზე რამადან ბაირამს უკავშირდება. მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ამავე თემაზე: ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

დღეს საღამოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით: დღეს, 29 მარტს აჭარის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“ მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში. „ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება; წვიმა, მთაში – თოვა, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – …

ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 16 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 16 მარტის დილის [დღის 12 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 9 მარტიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 მარტის 21 საათიდან 17 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო …

Exit mobile version