დასაქმების სააგენტოს პროგრამებს ეკომიგრანტები გაეცნენ

 

დღეს, აჭარის დასაქმების სააგენტომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამა ეკომიგრანტებს გააცნო.

ქედის საკრებულოს გადწყვეტილება აუქციონში მონაწილეობასა და მწვანე ნარგავების მოვლასთან დაკავშირებით

 

 

დღეს, 11 ივნისს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის დადგენილების პროექტსა და საჯარო აუქციონში მონაწილეობის ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის შეკეთებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე   4300 მ ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. 

მარწყვის ბიზნესის პრობლემები ქედაში

 

ქედელი ფერმერებისთვის მარწყვი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ წლების განმავლობაში ითვლებოდა. ბოლო ორი წელია მისი წარმოება შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბაზარში ქედაში მოყვანილი მარწვი ყველაზე მოთხოვნადია. ეს კენკროვანი მცენარე ქედაში ძირითადად მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოჰყავთ. სახელმწიფო მარწყვის კულტურის წარმოებას ხელს უწყობს, თუმცა არა ქედაში, არამედ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. 

ინფო ტური კინტრიშის ხეობაში

 

დღეს,  კინტრიშის ნაკრძალში, ხეობის პოპულარიზაციის მიზნით ინფო ტური მოეწყო, რომელიც ”ტურიზმის კვირეულის 2015“ – ის ფარგლებში დაიგეგმა.

ხელვაჩაურში 1937-38 წლებში რესპესირებულთა სამარხებს ეძებენ

 

4 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  პირველი შეხვედრა გაიმართა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსი გამოცხადდა

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. 

მარტოხელა დედა დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს

 

დაბა შუახევში მცხოვრები მარტოხელა დედა ციური ხილაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ციური სოციალურად დაუცველია, საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია და მცირეწლოვან შვილს უფასო მუნიციპალური სასადილოდან გამოტანილი საკვებით კვებავს.

როდის შეაკეთებენ სოფელში გზას

 

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს. სასოფლო თუ საუბნო გზები აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად მისი გამართვა დეპარტამენტის პრეროგატივაა. საგზაო დეპარტამენტში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის უკმაყოფილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, მათი თქმით, საგზაო დეპარტამენტი ბალანსზე არსებული გზების შეკეთებას დროულად ახორციელებს. 

ხუცუბანში წყალსადენ სისტემას აკეთებენ

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდიანრეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს ვებგვერდი ავრცელებს. 

 

საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ქედაში

 

საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 1 მილიონ 199 900 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ქედაში ყველაზე დიდი თანხა სწორედ კანალიზაციის გამართვას მოხმარდა, მდინარეში ისევ ნახევრად გაწმენდილი წყალი ჩაედინება. დაბაში, ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩების მიმდებარედ, იქ, სადაც წყლისგან ფეკალური მასის გამწმენდი სპეციალური შენობები მოეწყო, კანალიზაციის მძაფრი სუნი დგას. გამგეობაში აცხადებენ, რომ სალექარები მუშაობს, ანუ მდინარეში გაწმენდილი წყალი ჩაედინება. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაცია იწყება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისთვის ატესტაცია გამოცხადდა. ატესტაცია 2 ეტაპად ჩატარდება  ტესტირება და გასაუბრება. 

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარობს

 

რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თავისუფლების ქუჩის კვეთიდან რკინიგზის სადგურამდე  ტროტუარების რეაბილიტაციას. 

სამლოცველო კულტურის ცენტრში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამლოცველო ოთახი ფუნქციონირებს. სამლოცველო, რომელიც სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, კულტურის ცენტრის ორსართულიანი შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. როგორც მართლმადიდებელი მრევლი ამბობს, წირვას აქ მღვდელი გიორგი ფუტკარაძე აღავლენს.

ხულოს გამგებლის მოადგილე: გზა რამდენიმე საათში აღდგება

 

ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით, იმ ოთხი სოფლის მიმართულებით, რომელიც ადიდებულმა მდინარემ გარესამყაროს მოწყვიტა, უახოლესი 3-4 საათის განმავლობაში აღდგება კავშირი. 

რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევისთვის წელს ათი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება. ფერმერების მოსავალს ქვეყანაში მოქმედი ლიცენზირებული კომპანიები დააზღვევენ. ზარალის შემთხვევაში ფერმერს 90% აუნაზღაურდება. 

ვარდების ბაღი ხულოდან

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან ერთი კილომეტრით მოშორებულ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარე სოფელ დეკანაშვილებში რეზო ქედელიძეს ჰოლანდიური შავი ვარდები რამდენიმე წელია მოჰყავს. ვარდები ქედელიძეების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა, ოჯახმა ყვავილების ბიზნესი რვა წლის წინ დაიწყო.

ხიჭაურში შენობების ფასადებს მოაპირკეთებენ

 

შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურში არსებული შენობების გარე ფასადების მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა. 

ქობულეთის გამგეობა 70 ურნას შეისყიდის

 

70 ურნის შესაძენად ქობულეთის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა. 

ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

 

2014 წლის ბოლოს ჩაქვში უნდა დასრულებულიყო წყლისა და კანალიზაციის მშენებლობის პროექტი. ამისთვის თანხა გერმანულმა ბანკმა KFW-მ გამოყო“, – ამბობს ენმ-ის წევრი რეზო ხარაზი, რომელმაც ამ საკითხზე ჩაქვში დღეს ბრიფინგი გამართა. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არც ჩაქვში და არც სათაო ნაგებობაზე არავითარი სამუშაოები არ სრულდება და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჩაქვში სათაო ნაგებობას აკეთებენ, არის ტყუილი“. ინფორმაციას ნაწილობრივ გამგეობაშიც ადასტურებენ.

216 სოფლის პრობლემები

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად აჭარის მაღალმთიანეთში წელს 2 მილიონ 67 635 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 216 სოფელში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი ღონისძიება გატარდება. სოფლებში ჩატარებული კრებების მიხედვით მოსახლეობამ, გასული წლის მსგავსად, წელსაც პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დაასახელა.

თვითნებურად დახურული სხდომის დეტალები

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიაში სხდომა პირველად გასულ კვირას დახურეს. 3 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა კენჭისყრით ისე დახურა, რომ ამასთან დაკავშირებით არც საკრებულოს წევრებს უმსჯელიათ და არც დახურვის შესახებ განკარგულება გამოუქვეყნებიათ. 

რა უნდა გაკეთდეს ჯილეხისგან თავდასაცავად

 

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა. ჯილეხით ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  2-3 დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული საქონლის ხორცის მიღებით ავადდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს ჯილეხით პირუტყვის დაინფიცირების 17, მიმდინარე წელს კი, მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირას, საუკუნის წინ აშენებულ ხის ერთსართულიან ფიცრულში სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს. სახლი, სადაც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ორი ადამიანი მცირეწლოვან შვილს ზრდის, ცუდ მდგომარეობაშია, –  ქვები, რომელზეც წლების წინ ხის საძირკველი იყო დაშენებული, ჩამოშლილია. მორყეული და ალაგ-ალაგ ამოტეხილია იატაკი, დაზიანებულია კედლები, სახურავი, სახლის ფანჯრებს მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს აკრული. დიასახლისი თინა სამნიძე ამბობს, პარკს მზე წვავს და მალე იხევა, ოჯახს კი პარკის განახლების საშუალება არ აქვს. 

ქედაში სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა. არჩილ ფარტენაძე ოთხი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

ზარალს ქედაშიც დაითვლიან

 

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გუშინდელმა ძლიერმა ქარმა გარკვეული ზიანი მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მიაყენა, თუმცა ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. ქედაშიც ძირითადად სახლებს სახურავები გადახადა.

ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

 

ბრუცელოზის გამოსავლენად კვლევა მსხვილფეხა საქონელს ბოლოს გასულ წელს ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს გამოკვლეული 13 000-მდე პირუტყვიდან ლაბორატორიული კვლევით ბრუცელოზი 2500-ზე მეტს დაუდგინდა. ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინო დაავადება საქართველოს ყველა რეგიონშია გამოვლენილი.

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

 

შპს „ქედის წყალკანალი“ დაბა ქედასა და აწჰესის მოსახლეობის გამრიცხველიანებას გეგმავს. აბონენტების გამრიცხველიანებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. როდის დაიწყება აბონენტების გამრიცხველიანება ქედაში და რა ეღირება წყალი აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას შეეცადა.

რა განათლებას მიიღებენ ქედის ზრდასრულთა ცენტრში

 

ქედის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International -ის პროექტის ფარგლებში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნა. მალე ამ ცენტრში ქედაში მცხოვრებ ადამიანებს კომპიუტერის გამართვას, საოფისე პროგრამებს, მეფუტკრეობას, ხელსაქმეს და სუვენირების დამზადებას შეასწავლიან. სასწავლო კურსის მსმენელთა ძირითად სამიზნე ჯგუფად ქედის მოსახლეობა მოიაზრება, თუმცა სასწავლო ცენტრი მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებიდანაც მიიღებს მსმენელებს.

სპექტაკლი ’’ქსელი’’ შუახევის კულტურის ცენტრში

 

დღეს, თეატრის საერთაშორისო დღეს, არტ ცენტრის პროექტის „თეატრი ბორბლებზე“-ს ფარგლებში, შუახევის კულტურის ცენტრში სპექტაკლი „ქსელი„ დაიდგმება. სპექტაკლი ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. 

უკან, ჩაოში

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაო 27 წლის წინ ეროზიულ ზონად გამოცხადდა. იმდროინდელმა ხელისუფლებამ სოფლიდან 75 ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – კვარხეთში, გრიგოლეთსა და წითელ უბანში ჩაასახლა. როგორც ამბობენ, აჭარის მთიდან მოსახლეობის მიგრაციას გეოლოგიური მიზეზის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა – ოსურ სოფლებში აჭარლების კომპაქტურ ჩასახლებას მოსახლეობა უნდა დაეახლოვებინა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩასახლებულთა უმრავლესობამ იქაურობა მიატოვა და წითელ ზონად გამოცხადებულ სოფელში დაბრუნდა.

ერთი წიგნის პრეზენტაცია

 

დღეს, 24 მარტს ქედის კულტურის ცენტრში, პროფესორ ვანო პაპუნიძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი წიგნის „გზა მარადისობისაკენ“ განხილვა მოეწყო. წიგნის განხილვის პარალელურად, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ელესა“ და „იაგუნდი“ ხალხური სიმღერები შეასრულეს. 

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

 

სოფელი აგარა ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე მდებარეობს. სოფლის გზაზე დროდადრო უზარმაზარი ლოდები ცვივა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მთაზე შეფენილ სოფელში წლების წინ 140-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 60-მდე შემორჩა. მიგრაციის გამომწვევ მიზეზთა შორის ადგილობრივები სხვა პრობლემებთან ერთად  გეოლოგიურ პროცესებს ასახელებენ.

სამუშაოდ ვიწვევთ ძიძას კომფორტულ სამუშაო პირობებში, წლის და სამი თვის ბავშვის მოსავლელად!

 

სამუშაო ადგილი: ქობულეთი 
კანდიდატი მზად უნდა იყოს ადგილმონაცვლეობისა და მივლინებისთვის.
დაგვიკავშირდით მხოლოდ ქობულეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მცხოვრებლები.

ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის

 

ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს პირველად „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 478 500 ლარია. ამ თანხით სამინისტრო მერძევე ჯიშის 87 ძროხას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ბაზარზე ერთი ძროხა 5 500 ლარი ღირს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში ცხრა პროექტის განხორციელებას გეგმავს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ წარმომადგენლებმა, პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გულო სურმანიძემ, საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ქედაში წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

Exit mobile version