”12 განრისხებული მამაკაცი” ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს, 15:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება სიდნეი ლუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი.” ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც მოწვეული კინომცოდნე სოფიო თავაძე წარუძღვება. 

როგორ ავიცილოთ თავიდან საქონლისგან გადამდები დაავადებები

 

მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლიდან ადამიანზე გადამდები უამრავი დაავადებაა აღრიცხული.  ასეთი დაავადება ადამიანს დასნებოვნებული პირუტყვის რძისა და ხორცის მიღებით გადაეცემა. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოველთა დროული ვაქცინაცია და კონტროლი.

ბანაკი „ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის ქობულეთში 3- დღიან ბანაკს აცხადებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების ცოდნა ჯანმრთელობასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ავტოავარია მსხვერპლით – სოფელი გზებზე დამცავ ჯებირებს ითხოვს

 

გასულ კვირას სოფელ დიდაჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა ერთი ადამიანი, 25 წლის ხვიჩა ხოზრევანიძე, ხოლო მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი მგზავრი დღემდე საავადმყოფოშია მოთავსებული. სოფელში მიაჩნიათ, რომ დიდაჭარა-ღორჯომის მონაკვეთის მოასფალტების შემდეგ არსებული ვიწრო გზა კიდევ უფრო დავიწროვდა. სწორედ ამიტომ, სოფელი სახიფათო უბნებზე დამცავი ჯებირების გაკეთებას ითხოვს.

ახალი შენობა ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლისთვის

 

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ცეცხლაურში N2 საჯარო სკოლა გაიხსნა. ცეცხლაურში სკოლა 1952 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა იგი  არატიპიურ სკოლის ნაგებობას წარმოადგენდა, რადგან თავიდანვე საავადმყოფოსთვის იყო აშენებული. ცეცხლაურში ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. 

ხელვაჩაურში კოლხური ბზის შეწამვლა მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პრევენციის მიზნით, 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ერთჯერადად მოხდება.

როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

 

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ოჯახებს,  რომელთა საცხოვრებელი სახლები 2012 წელს განვითარებული მიწისძვრის დროს დაზიანდა, დაპირებული კომპენსაცია ამ დრომდე არ  მიუღიათ.

ქედის საკრებულოს დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა დღეს,31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. 

ხელვაჩაურში საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურში, საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამეწყრის საფრთხე 127 საცხოვრებელ სახლს შეექმნა. საყრდენი კედლების გამაგრებითი და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ხულოში კარტოფილის მცირე მოსავალს ელიან

 

კარტოფილის მთავარი მწარმოებელი აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტია. ბოსტნეულის ეს სახეობა მოსახლეობას აქ არამარტო სოფლებში, არამედ იალაღებზეც მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მესაქონლეობასთან ერთად მეკარტოფილეობა აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ოჯახების მთავარი შემოსავალი წყაროა. მოსახლეობა წელს კარტოფილის მოსავლის სიმცირეს უჩივის და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

ბიზნესიდეები – რას სთავაზობს გლეხებს სახელმწიფო და კერძო სექტორი

 

წელს პირველად, აჭარის მთის მოსახლეობას გაუჩნდა შესაძლებლობა თავიანთი ბიზნესიდეები რეალობად აქციონ. ამ ეტაპზე ორი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” და „შუახევისა და ხულოს ათი სოფლის მოსახლეობის გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში ბიზნესიდეები მუშავდება. ერთ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მეორეს – შაუხევი ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“. სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის მთელ ქვეყანაზე უნდა გადანაწილდეს, ხოლო მეორე პროგრამის ბიუჯეტი 500 ათასი ლარია.

მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

 

დღეს, 25 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებათა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს შეხვდნენ და მათ ადამიანთა უფლებებზე ესაუბრეს.

ქობულეთში სახალხო ზეიმი ”ქობულეთობა” აღინიშნა

 

22 აგვისტოს, ქობულეთში, სახალხეო ზეიმი “ქობულეთობა” აღნიშნეს. სხვადასხვა შინაარსის გამოფენებისა და ღონისძიებების გარდა, გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ხვალ ქობულეთობა გაიმართება

 

22 აგვისტოს „ქობულეთობა“ გაიმართება. ზეიმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აღმაშენებელის გამზირის № 686-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში

 

სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

სოფლის წყლის დირექტორი: მეტი გზა არ გვაქვს, ველოდეთ გაწვიმებას

 

მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ამბობს, რომ მათ უკვე 15 დღეა წყალი არ მიეწოდებათ. როდის მიიღებს კვირიკეს ნაწილი წყალს და რატომ არის ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტი. „ბათუმელების“ კითხვებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის დირექტორი ჯემალ გოლიაძე პასუხობს.

გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

 

დაბა ქედის მოსახლეობა შეშის შესანახი სათავსოების მოსაწყობად ნებართვას წლებია ითხოვს. მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად დახმარება რამდნიმე დღის წინ ქედაში მყოფ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს სთხოვა, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. ქედის გამგებლის განცხადებით კი, საშეშეები მომავალი წლიდან საჭირო აღარ იქნება, რადგან 2016 წელს დაბასა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირება იგეგმება.

სოფლის გზების ბეტონის საფარით მოწყობისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტი კომპანიას შეარჩევს

 

 

  ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფლებში არსებულ გზებზე, საერთო ფართობით 3996,2 კვდრატულმეტრზე,  ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ორგანიზაციების შერჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

ქობულეთში მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest მიმდინარეობს

 

6-7 აგვისტოს, ქობულეთში ზღვისპირა პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest ტარდება. ფესტივალი წელს მეორედ იმართება.

 

 

შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან ტრეფიკინგის თემაზე

 

დღეს, 31 ივლისს, ხელვაჩაურის პროკურატურისა და შსს ქედის სამმართველოს თანამშრომლები, ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, სოფელ ორცვასა და ძენწმანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და ტრეფიკინგის თემაზე ესაუბრეს.

წელს ქობულეთში 6 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

 

ამ ეტაპისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა ერთდროულად სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში მიმდინარეობს, მალე სამშენებლო სამუშაოები დაბა ჩაქვშიც დაიწყება. ქობულეთში 2015 წელს კიდევ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

ოჩხამურში ახალი წყალსადენი სისტემა მოეწყობა

 

სულ მალე, დაბა ოჩხამურის 1700-ზე მეტი ოჯახი სასმელ-სამეურნეო წყლით შეუფერხებლად წყლის პრობლემა ოჩხამურის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.

ხელვაჩაურში გზების დაბეტონება ორ თვეში დასრულდება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გზები ბეტონდება. 2015  წელს პროგრამის ფარგლებში გზების მოსაწესრიგებლად მილიონ 14 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 26 კმ. გზის მონაკვეთი უნდა დაიგოს.

ქედაში მცენარეების დაავადებები გამოავლინეს

 

დღეს, 15 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტში, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სპეციალისტები ქედელ ფერმერებს მცენარეების დაავადების გამოსავლენად და პრევენციული ღონისძიების გასატარებლად კონსულტაციებს უწევენ.

რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ტყის ინვენტარიზაციას იწყებს. ინვენტარიზაციის პროცესი აჭარის მაღალმთიანეთში ივლისიდან დაიწყება. რას ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაცია და შეუქმნის თუ არა სამუშაო პროცესი პრობლემას მოსახლეობას სათბობი თუ სამასალე მერქნის დამზადებისას? – ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის მთავარი მეტყევე თეიურაზ პაპუნიძე გვესაუბრა.

რვა ვაკანსია კონკურსის შემდეგ ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა. გამგეობაში დასაქმებულმა ოთხმა თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა. რაც შეეხება კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მსურველი ყველა პოზიციაზე იყო, კონკურსის დასრულების შემდეგ 23 თანამდებობიდან რვა ისევ ვაკანტური დარჩა.

რა კეთდება მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად

 

მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხშირი მოვლენაა. ბოლო წლებში კი იმდენად იმატა, რომ ბევრი ოჯახი იძულებულია საკუთარი სახლი მიატოვოს და უსაფრთხო გარემო ეძებოს. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გეოლოგები პრევენციული ღონისძიების გატარების რეკომენდაციას იძლევიან. ითვალისწინებენ თუ არა მაღალმთიან სოფლებში გეოლოგებიის რჩევებსა და რას აკეთებენ მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ორგანოები მეწყრული პროცესების შესაჩერებლად? – ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები” გასულ კვირას შეეცადა.

მიეწოდება თუ არა ქობულეთს წყალი შეუფერხებლად

 

სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭაბურღილები მოეწყო. ორი ჭაბურღილის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 000 ლარი დაიხარჯა. შპს „ქობულეთის წყალკანალის“ დირექტორის განცხადებით, წელს ქობულეთში წყლის მიწოდებაში მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება.

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს.

ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა

 

 ქობულეთში კულტურის სახლის შენობა გაიხსნა. გახსნის დღესთან დაკავშირებით, საგამოფენო დარბაზში ხელოვანთა ნამუშევრებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა მოეწყო.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მემორიალური დაფა გაკეთდება

დღეს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 1937-38 წლებში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 37-38 წლებში დახვრეტილთა უკვდასაყოფად, მემორიალური დაფა განთავსდეს.

რატომ არ აფინანსებს განვითარების ფონდი პროექტებს აჭარის მთიდან

 

 

მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები პრობლემური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებენ. ამ მიზნისთვის ისინი ფულს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავენ. დაფინანსების მოსაპოვებლად 2013 წლიდან დღემდე ფონდში აჭარის მთიდან რვა ინფრასტრუქტურული პროექტი შევიდა, მაგრამ ფონდს დღემდე არც ერთი მათგანი არ დაუფინანსებია.

დაკეტილი ბინები ქედის სოციალურ სახლში

 

„სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილი 12-ბინიანი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვეა ჩარაზულია. 

“ჩერჩილი“ და “პორტო ფრანკო“ – სიგარები ქედიდან

 

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია შპს „იმერი“ ქედის მუნიციპალიტეტში 23 დასახელების სიგარას, ექვსი დასახელების გასახვევ თამბაქოსა და სიგარასთან ასოცირებულ სხვადასხვა დასახელების აქსესუარს სარეალიზაციოდ ამზადებს.

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და ქუჩის ბორდიურების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადათხრილია ჯავახიშვილის, კომახიძისა და ჭავჭავაძის ქუჩები. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველზეც. განახლებული ინფრასტრუქტურით თუ მიმდინარე სამუშაოების რეჟიმში? – როგორ დახვდება ქობულეთი წელს დამსვენებელს. „ბათუმელების“ კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხა.

მახუნცეთში სასტუმრო აშენდება

 

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე 847,80 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1045 კვ.მ არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 20 450 დოლარად გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობიან აუქციონში უკრაინის მოქალაქემ  გაიმარჯვა.

Exit mobile version