დაბა შუახევის საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 107 ბავშვი იღებს. ოთახები, სადაც ბავშვები არიან მოთავსებული, ჯამში დაახლოებით 70 კვადრატული მეტრი იქნება. აქ აღმზრდელები და მასწავლებლები შესვენების გარეშე იმიტომ მუშაობენ, რომ შემცვლელები არ ჰყავთ. პერსონალი ბაღში არსებულ რთულ ვითარებაზე არ საუბრობს – ფიქრობენ, რომ ამის გამო სამსახურს დაკარგავენ.