მთიანი აჭარა

ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

27.04.2015 • 1300
ენმ-ის წევრი: „რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას ბიზნესმენ ბუკიაზე ასხვისებენ

 

ოპეზიციური პარტიის წამომადგენლის ინფორმაციითვე, ჩაქვში რაგბის მოედნისა და სასპორტო სკოლის ასაშენებლად გამოყოფილ ადგილს – ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიას ხელისუფლება ყიდის: „ინფორმაციამ გამოჟონა, რომ გოდერძი ბუკიაზე აპირებენ გასხვისებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო ნაციონალების ჯიბს ბიზნესმენი და ახლა გადაიქცა ღარიბაშვილის ჯიბის ბიზნესმენად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბუკიას რაგბის სტადიონისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მიერთება სურს სასტუმრო ოაზისზე და ხელისუფლებაც თანახმაა მისცეს მას ეს ტერიტორია. ჩვენ გვინდა, რომ სასპორტო პროექტები განხორციელდეს და არა ბუკიას სასტუმრო კომპლექსები.“

 

რეზო ხარაზის ინფორმაციით, რაგბის მოედნისა და სასპორტო სკოლის პროექტები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტენდერის გზით შეისყიდეს. მას არ ახსოვს რა თანხა დახარჯეს ამ პროექტში: „ტენდერის გზით შევიძინეთ პროექტი და წამოსვლის მერე დავტოვეთ გამგეობაში, მაგრამ მე ქსეროასლები მაქვს წამოღებული. როგორც მახსოვს მილიონ ნახევარი ჯდებოდა რაგბის სტადიონი. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას სხვა თანხა სჭირდებოდა“.

 

ქობულეთის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე ადასტურებს რაგბის სტადიონის მშენებლობის საკითხის გადადებას: „რაგბის სტადიონის პროექტი, როგორც ვიცით, იყო სადღაც 2,5 მილიონიანი. ეს პროექტი საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მომდევნო ეტაპისთვის გადავდეთ. მე მგონი არც ის არის ცუდი, რომ არის დაინტერესება ინვესტორის, რომ გასხვისდეს და ტურისტული ინფრასტრუქტურა გაშენდეს. რაც შეეხება რაგბის სტადიონს, ალბათ შესაბამისად მოვიძიებთ ალტერნატიულ ფართობს და მოხდება შემდეგ თანხის გამოყოფა და პროექტის განხორციელება. ტერიტორია არ არის მუნიციპალური საკუთრება, ჩვენ მას ვერ განვკარგავთ“.

 

გამგებლის მოადგილეს მიაჩნია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო გააჯანსაღებს გარემოს ჩაქვში, ვიდრე სხვა პროექტები.

 

რაც შეეხება ჩაქვში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ინფასტრუქტურული პრექტის განცხორციელებისთვის გერმანულმა ბანკმა –  KFW 6 მილიონ ევროზე მეტი გამოყო და ამ პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის გათვალისწინებული:

 

„პირველი პროექტი მხოლოდ წყლის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ამ პროექტში კი ასევე არის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციაც“.

 

რატი მეგრელიძის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშიერბულ დეტალებზე მას ინფორმაცია არ აქვს, რადგან პროექტის ზედამხედველი ბათუმის მერიაა: „დღეს რეზერვუარები შენდება ბოტანიკური ბაღის მხრიდა. ალბათ ხაზობრივი მუშაობა შემდეგ დაიწყება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: