სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან ყველაზე დაბალი ანაზღაურება აჭარის მაღალმთიანეთში კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულებს აქვთ, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო აჭარის მთის მუნიციპალიტეტებში, სადაც დასაქმებულები ხელფასის სიმცირეს უჩივიან და გაზრდას ითხოვენ, დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან, მაგალითად, მუზეუმში, საბავშვო ბაღებში, ბაგირგზასა და წყალკანალში. მოთხოვნის მიუხედავად, ხელფასების გაზრდისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტების 2016 წლის ბიუჯეტის გეგმაში ასახული არ …
Category Archives: მთიანი აჭარა
ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, დღეს, 8 დეკემბერს გამგეობის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანხის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ სოფელ ჯალაბაშვილებში პირველ და მეორე კატეგორიის ოჯახებს 2010 წელს გადასცა. მაშინ 57 000 ლარი ამ ოჯახებს სახლების ადგილმონაცვლეობისთვის გადაეცათ. რადგან საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მათ ბინები სოციალურ …
ქედაში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
„ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“ – აქციის ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, მოსახლეობასთან ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ოჯახში ძალადობაზე მომზადებული ფილმი – „ხმა ამოიღე!“ უჩვენეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები …
Continue reading “ქედაში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა”
ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში
რძის გადამამუშავებელი საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. საწარმოში ყველს, კარაქსა და ადგილობრივ ტრადიციულ რძის პროდუქტებს – „ნადუღსა“ და „კაიმაღს“ აწარმოებენ. ხულოში წარმოებული პროდუქცია მწარმოებელს ბათუმში ჩააქვს და იქვე ყიდის. ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დიოკნისში 220 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი არკადი კახაძეა. საწარმო, რომელიც დღის განმავლობაში …
Continue reading “ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში”
ტურნირი ნარდში
დღეს, ქობულეთის კულტურის სახლში, ნარდში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში 50-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ტურნირის I, II და III ადგილზე გასულებს ორაგანიზატორებისგან ფულადი ჯილდო, სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე შეირჩა 8 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც იანვრის თვეში რესპუბლიკურ ტურნირში გააგრძელებენ ასპარეზობას. ტურნირი ნარდში „საქართველოს ნარდის ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო.
გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს
ხულოს სოფლის, გელაძეების მკვიდრი ლელა ირემაძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სახლი რომელთანაც ოთხი წლის წინ მიწას ნაპრალი გაუჩნდა, დღეს საცხოვრებლად კიდევ უფრო საშიშია – “ვითხოვთ რომ გადაგვიყვანონ დროებით თავშესაფარში. ჰესების მშენებლობების გამო, ახლა უფრო დაჩქარდა პროცესი, იზრდება ნაპრალი. ბათუმში მეორე ბავშვს ვახლავარ ექიმთან, გუშინ დამირეკეს სახლიდან, 80 წელს გადაცილებულ ბებიასთან ერთად, ჩემმა მეუღლემ და შვილმა …
Continue reading “გელაძეების მკვიდრი სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს ითხოვს”
ქედაში 2016 წლის ბიუჯეტი საჯაროდ განიხილეს
დღეს, 25 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 2016 წლისადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. მომავალიწლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 8 მილიონ 698 500 ლარით განისაზღვრა. 2016 წლის პრიორეტეტები აუდიტორიას, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა ფინასისტმა ჯემალ ტაკიძემ გააცნო, ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს მთავარ ფინასისტთან ერთად კი მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე პასუხობდა.
ფოტორეპორტაჟი ხულოს მუნიციპალიტეტიდან
ფოტოები გადაღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 14 992 166 ლარით განისაზღვრა
24 ნოემბერს, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. მომავალი წლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 14 მილიონ 992 166 ლარით არის განსაზღვრული. აუდიტორიას მომავალი წლის პროორეტეტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად წარუდგინა.
საქველმოქმედო საღამო ქობულეთში
24 ნოემბერს, ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით, კულტურის სახლში თორნიკე დოლიძის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო საღამო გაიმართა. მას მიღებული უმძიმესი ტრამვების გამო საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
გამგებლის მოადგილის ვაკანტური თანამდებობა
გასული წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის პოზიცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია. საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული პოზიცია კონკურსს არ ექვემდებარება და გამგებლის მოადგილის დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს.
ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში
სოფლის რწმუნებული უკავშირდება საგანგებო შტაბს, რომელსაც მუნიციპალიტეტი სტიქიური მოვლენების გამომწვევ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით ქმნის. დამატებითი ძალების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შტაბი საქმის კურსში აყენებს სამთავრობო შტაბს, რომელიც სიტუაციის გაკონტროლებას მთელი რეგიონის მასშტაბით ცდილობს. რეგიონში მოქმედი ყველა სამაშველო სამსახური კი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექვემდებარება.
„მწოლიარე პოლიციელებს“ რადარებით არ ჩაანაცვლებენ
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე წლის განმავლობაში ყოველთვის ხდება რამდენიმე ისეთი ავტოავარია, რომელიც ადამიანების მსხვერპლით სრულდება. ავარიები, ძირითადად, გადამეტებული სიჩქარით არის გამოწვეული. გასულ წელს მაგისტრალზე 36 სიჩქარის შემანელებელი, ეგრეთ წოდებული „მწოლიარე პოლიციელი“ მოაწყო სახელმწიფომ. მათი დიდი ნაწილი უკვე აყრილია. ქედის გამგეობა ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე მათ ნაცვლად რადარების დამონტაჟებას გეგმავდა, თუმცა წელს ამ პროექტის განხორციელებას ვეღარ ახერხებენ.
ნარჩენები და დასაწყობებული ურნები სოფლებში
ხელისუფლებას სოფლებში ნარჩენების მართვაზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს გაწერილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კი, მწირი ბიუჯეტის გამო, პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ. ვიდრე ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას დაიწყებს, მოსახლეობა ნაგავს სოფლის მდინარეებსა და ხევებში ყრის.
ქობულეთში არტ-ფესტივალი გაიხსნა
21 ნოემბერს, ქობულეთის კულტურის სახლში “არტ-ფესტივალი” გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს ანსამბლები საქართველოს სხვადახვა კუთხიდან. ასევე, უკრაინისა და სომხეთის საბავშვო კოლექტივები.
ქობულეთში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ქობულეთის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა 24 517 300 ლარით განისაზღვრა, რომლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტრული და სოციალური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახირციელებლად 13 მილიონი ლარი დაიგეგმა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განსახორციელბლად 705 580 ლარი. ამის შესახებ, 20 ნოემბერს ქობულეთის მუნციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე ისაუბრეს.
ქედის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოების საკითხი განიხილა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მომავალი წლის ქედის ბიუჯეტის გეგმა 8 მილიონ 638 500 ლარია.
ადაპტირებულია თუ არა სკოლები აჭარის მთიანეთში შშმ მოსწავლეებისათვის
მაღალმთიანი აჭარის სოფლის სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე 84 ბავშვი სწავლობს. მათი უმრავლესობა დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეა. რამდენად ადაპტირებული სასწავლო გარემოა ინდივიდუალური სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე ბავშვებისთვის მაღალმთიანეთში და აკმაყოფილებს თუ არა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურა სტანდარტებს?
ქაღალდზე დასრულებული პროექტები
ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება ობიექტის ჩაბარების შემდეგაც ხდება საჭირო. კომისია ობიექტს იბარებს, რამდენიმე თვეში კი ტენდერი იმავე ობიექტის შესაკეთებლად ისევ ცხადდება და, შესაბამისად, თანხაც იხარჯება. საკრებულოს ოპოციზია გამგეობას აკრიტიკებს, თუმცა ქედის გამგეობაში პრობლემას ვერ ხედავენ.
პოლიტიკური პარტიების დახურული ოფისები
„ქართული ოცნების“ რაიონულმა ოფისმა მუშაობა ქედის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში შეაჩერა. შეჩერდა სხვა პარტიების მუშაობაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ამ დროისთვის ქედაში ყველა იმ პარტიის ოფისის კარებია ჩარაზული, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად მუშაობდნენ. აქ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად აქტიურობდნენ „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეროვნული ფორუმი“ და „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“.
გაფრთხილება სკოლის მოსწავლეებს – ყურადღება არ შეეხოთ
„ყურადღება არ შეეხოთ, სიცოცხლისთვის საშიშია“, – ამ შინაარსის განცხადება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის კედელზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კარადაზეა მიკრული. ფურცელზე ამობეჭდილი განცხადება, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეებს აფრთხილებს.
10 ვაკანსია ქობულეთის გამგეობაში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდა.განაცხადების მიღების ვადაა 18 ნოემბერს იწურება.
ძვირადღირებული პროექტები მაღალმთიან აჭარაში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტის 50-მილიონიანი ფონდიდან მაღალმთიანი აჭარის – ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები 2 083 553 ლარით დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებზე, გარე განათების მოწყობაზე, შუახევსა და ქედაში კი გზების მოწესრიგებაზე დაიხარჯა.
ქედის გამგეობასა და საკრებულოს თანამშრომლების გადამზადებისთვის 17 250 ლარი დაიხარჯება
დღეს, 30 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა 2016 წლის სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ქედის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში დასაქმებული 16 საჯარო მოხელე გადამზადდება. ამისთვის 17 250 ლარი დაიხარჯება.
კინოჩვენება ხელვაჩაურის კინო კლუბში
დღეს, 15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება ვიტორიო დე სიკას ფილმი “ველოსიპედების გამტაცებლები.”
ხულოში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირეს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების დაფინანსება შეამცირა. მუნიციპალიტეტის მმართველების გადაწყვეტილებით, შემცირდა ეპილეფსიით დაავადებულთა მედიკამენტებით დახმარების, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის ერთჯერადი დახმარებისა და იმ ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამები, რომლებსაც 4-5 და მეტი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ.
ბათუმის ახალი საზღვრები
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი გაფართოვდა, ამჯერად ქალაქის ფართობი 6 ათასი ჰექტარია, სიგრძე კი 87 კილომეტრი. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოვებამდე ბათუმის ფართობი 1600 ჰექტარს შეადგენდა.
სათამაშოები და ატრაქციონები ქობულეთის სამი სოფლის ბაღებისთვის
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – კვირიკეს, ქვედა კვირიკესა და მუხაესტატეს საბავშვო ბაღებისთვის საქანელებსა და ატრაქციონებს (14 ერთეული) შეისყიდის. გამგეობამ 32 410 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა
ქედის „ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. დარბაზს 200 – მდე წიგნი გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გადასცა.
ა(ა)ი.პ. ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი დავით ანანიძე ამბობს, რომ სამომავლოდ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაფართოვდება, არსებული ლიტერატურა კი თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, ყველა კატეგორიის ადამიანზეა გათვლილი და ნებისმიერ ადამიანს მოემსახურება.
ფოტორეპორტაჟი ხულოდან
წყალსაცავის მშენებლობა დიდაჭარის ხიდთან თაგოს მთის ხედი ხულოდან რიყეთის ხედი ჯვარიკეთიდან ჯვარიქეთის ტყე
შემოდგომა შუახევში [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონ სოფელ დღვანში.
ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ხვალ, 18 ოქტომბერს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე სარკინგზო ხიდის სარემონტო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (მოძრაობა პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიკეტება), ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა შემოვლითი გზითი ქნება შესაძლებელი.
უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურში
ხვალ, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარებენ.
ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წელს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 100 ჰექტარ მიწაზე თხილის ბაღების გაშენებას დააფინანსებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ანაკლიური ჯიშის თხილის ნერგსა და ბიოორგანულ სასუქს გაზაფხულზე გადასცემენ. ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით – ამ საკითხზე სამინისტროში იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომისია მიიღებს.
ზედა მახოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს
ხელვაჩაურის სოფელ ზედა მახოში, 3 ოქტომბერს, 11 საათიდან მოსახლეობის უფასო სამედიცონო შემოწმება მიმდინარეობს.
შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში
დღეს, 2 ოქტომბერს ქედის კულტურის ცენტრში პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ანანიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოზე მწერლებმა და სკოლის მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა კი თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მაყურებელს და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.