მთავარი,სიახლეები

„გრადაცია“ – გამოფენა ტრანს თემის ცხოვრებაზე პანდემიაში

13.03.2021
„გრადაცია“  – გამოფენა ტრანს თემის ცხოვრებაზე პანდემიაში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფინეს ნამუშევრები, რომლებიც პანდემიის დროის ტრანს თემის ცხოვრებას ეხმიანება. გამოფენა დამთვალიერებელს იმ რეალობას აღუწერს, რასაც ტრანს თემი ყოველდღიურად გადის.

გამოფენის ავტორს სურს საზოგადოებას დაანახოს  როგორ   დამძიმდა მათი ცხოვრება პანდემიის დროს, როცა თემის წევრების დიდი ნაწილი მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩა,  მათ შორის ბევრს სახლიც კი არ ჰქონდა, რომელშიც რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების დროს გამოიკეტებოდა.

ავტორის თქმით ეს ინსტალაცია ჩამონგრეული სახლის სიმბოლოა – „პირველი გამოფენის დროს, რომელიც თბილისში გაიმართა, ამ ეს მაგიდა დახრილი არ იყო, რადგან მაშინ არ იყო პანდემია, ახლა ვიტარება უფრო დამძიმდა“

გამოფენის ავტორი არტისტი: უტა ბექაიაა.

„ გვინდოდა დადმოგვეტანა ის გრძნობა, რაც შეიძლება მათმა არსებობამ დატოვოს. ეს ადამიანები არიან უხილავები,თითქოს არ არსებობენ. ვიდეოც, რომ გადავუღოთ ქუჩაში,  თითქოს არ ჩანან ამ ვიდეოზე, გვინდა ხილვადები გავხადოთ ისინი.“ – ამბობს გამოფენის ავტორი.

„გრადაციის“ ინიციატორია ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფი [WISG]. პროექტის მხარდამჭერია Propaganda.network, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.

„გრადაცია“ პირველად 2019 წლის 28 ნოემბერს მოეწყო თბილისში, ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს. წელიწადნახევრის შემდეგ კი, ის ბათუმშია წარმოდგენილი, გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: