მთავარი,სიახლეები

ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კლინიკაში გადაიყვანეს

07.04.2021 • 1415
ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6  კლინიკაში გადაიყვანეს

ბოლო ინფორმაციით, ურეხში  სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბიძა უშენებდა სახლს ძმისშვილს. აქვე იყვნენ ბიძაშვილებიც.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა  კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკა BMC-ის ინფორმაციით, მათთან სამი დაშავებული შეიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უტარდებათ შესაბამისი კვლევები.

კლინიკა მედინას მდგომარეობით ერთს დაუფიქსირდა თავის ტვინის შერყევა, ის სტაციონარში დარცება,ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია.

ბათუმში, ურეხის დასახლებაში, 2014 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სახლის მეპატრონეა: „მიმდინარეიბს დამატებითი კვლევები და დინამიკაში ვაკვირდებით“ – გვიპასუხეს კლინიკაში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე – ხის.

„დღეს სახლის ხის ნაწილის შეცვლის სამუშაოებს აწარმოებდნენ. დაგეგმილი ჰქონდათ ბეტონით ჩანაცვლება“, – გვითხრა არჩილ კონცელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: