მთავარი,სიახლეები

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – ლელო ბათუმში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

03.04.2021
მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – ლელო ბათუმში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელოს“ აქტივისტები შეიკრიბენ, პარტია იწყებს კამპანიას ,,მოითხოვე ვადამდელი არჩევნები”. პარტიის წევრების ინფორმაციით  ამ მოთხოვნით კამპანიის ფარგლებში  „ლელოს“ აქტივისტები  ხელმოწერებს  შეაგროვებენ.

„ ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. “

ხელმოწერების შეგროვების მიზნოთ „ლელო“ კარვების გაშლას გეგმავს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე [პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე[ და ხიმშიაშვილის დასახლებაში – ინასარიძის ქუჩაზე. გარდა ამისა პარტია ხელმოწერების შესაგროვებლად ონლაინ პლატფორმის გამოყენებასაც გეგმავს.

„როდესაც  ქართულ ოცნებას არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.“ – განმარტავენ კამპანიის ორგანიზატორები.

როგორც პარტიის წევრები განმარტავენ „ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, „ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: