მთავარი,სიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -3 აპრილის მონაცემები

03.04.2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -3 აპრილის მონაცემები

დღეს, 3 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარებული იყო 29 729  ტესტი, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198  PCR ტესტით.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გამოჯანმრთელდა 215 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  1.95 % – ია.

საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  283 369-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 274 145-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 56, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც:

1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  824, აჭარაში – 239, იმერეთში – 292. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, თბილისში – 142, აჭარაში – 36, იმერეთში -81.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 75 – აჭარაში. 3 405  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 11.

სულ  6 ოქტომბრიდან – 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 950 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 907 პირი, აჭარაში – 1 190, იმერეთში – 935.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: