მთავრობა ნამოხვანში კიდევ 23 176 კვ/მეტრ მიწას აძლევს კომპანიას სიმბოლურ ფასად  

ამ წუთებში, როცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში აქციას მართავენ, სახელმწიფო უწყება ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობს. მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან, დამატებით 23 176 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები გადასცა. ხეობაში შპს „ენკა რინიუებლზი“ სხვა მიწის ნაკვეთებსაც ფლობს საკუთრებაში, ხოლო ამავე ხეობის საკმაო ტერიტორიები …

როდის მიიღებს 8 735 მედალოსანი კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თითქმის ერთი თვეა იკვლევს ბაზარს მოსწავლეებისთვის გადასაცემი მედლების შესასყიდი ფასის დასადგენად. მედლები არ მიუღიათ 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს, ასევე მედლის გარეშე დარჩენილია 3 მედალოსანი, რომლებმაც საჯარო სკოლა 2018 წელს დაამთავრეს. სააგენტოს მონაცემებით, სულ შესასყიდია 8 735 მოოქროვილი და მოვერცხლილი მედლები და ამდენივე მედლების ჩასადები კოლოფები. აქედან 6 622 …

მექვევრეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება დღეს, 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანამდე მიენიჭა თავად ქვევრს, ასევე ქვევრის ღვინოს. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა იუნესკომ 2013 წელს. ღვინის დაყენების ქართული …

500 მლნ აშშ დოლარის ვალს სახელმწიფო ახალი ვალით დაფარავს – ევრობონდის რეფინანსირება

საქართველომ 2021 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები უნდა დაფაროს. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ძველი ვალი ახალი ვალით დაიფაროს, ანუ სახელმწიფომ ახალი ევრობონდები უნდა გამოუშვას. ევრობონდები 2011 წელსაა გამოშვებული. 2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ 500 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაციების ემისია განახორციელა ევროპის ბაზრებზე. მთავრობამ მაშინ …

რეკლამა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის – ბილბორდებში NCDC 15 ათას ლარს გადაიხდის

მოსახლეობისთვის კორონავირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე „ვაქცინაციის ხელშწყობისთვის“ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] გარე რეკლამაში 15 148 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ამ მიზნით, თანხმობისთვის, ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა. აღნიშნული თანხით დამზადდება 14 ბილბორდი, თუმცა კონკრეტულად სად განათავსებენ მათ, ცენტრის განაცხადში არ არის დაკონკრეტებული. „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს …

რაში დახარჯავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 1,3 მილიონს ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2021 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებსა და მომსახურებაში 1 384 000 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ მიზნით, დეპარტამენტმა თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია: „აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით როგორც …

ბათუმში 14 აპრილიდან გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთებში ზვავსაშიშროება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 5-10გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით …

რომელ კლინიკებს დაევალება ამცრელი კაბინეტის მოწყობა – ახალი დადგენილება 

ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID 19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება. დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს მიიღო. ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელ ხაზზე – 1522 დარეკვით [პაციენტი ცხელ …

ტროტუარი, რომელიც ხესთან მიგიყვანს [ფოტოამბავი]

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ქალაქის ბიუჯეტიდან რამდენიმე ქუჩას აწესრიგებენ. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ტროტუარის მოწყობა უკვე დასრულებულია – ეს ტროტუარი ჭადრის ხესთან მიდის. ამ გზით ქვეითები სარგებლობენ, რომლებიც ნობელებისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან ლესელიძის ქუჩაზე, რკინიგზის ხაზის გადაკვეთით გადადიან. ტროტუარი რკინიგზაზე გადასასვლელთან მისასვლელი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოწყობილი. რატომ გააკეთეს  ტროტუარი …

ქობულეთში ზღვისპირა ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე მეშვიდედ გამოიტანა – ამჯერად 1 მილიონით ნაკლებად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია. ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება. აუქციონის …

„იაფი სახლის“ აპლიკანტ ოჯახებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია შეისწავლის

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიაციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ა[ა]იპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის. ბათუმის მერიამ ასოციაციასთან ხელშეკრულება 26 500 ლარზე გააფორმა. ანუ ერთი ოჯახის მდგომარეობის შესწავლაში მერია 53 ლარს გადაიხდის. ტენდერი 48 000 ლარით იყო გამოცხადებული. სხვა პრეტენდენტები მერიას მომსახურებას გაცილებით ძვირად სთავაზობდნენ: ააოპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ – …

ვის შეუძლია მედიკამენტების უფასოდ მიღება – რა კითხვებს არ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. ზოგიერთი პაციენტის თქმით, პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, ზოგი კი აცხადებს, რომ მედიკამენტი გამოუცვალეს.  პაციენტების თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო ისინი იძულებული არიან მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინონ. სახელმწიფოს მიერ დაწესებულია კვოტით, პაციენტი საჭირო რაოდენობის მედიკამენტს ვერ იღებს. დეფიციტურ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტროდან …

დღეს ბათუმში შესაძლოა ქარი გაძლიერდეს – ჰიდრომეტეოროლოგების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე დღეს, 7 აპრილს, საღამოს 21 საათამდე შესაძლოა ქარი გაძლიერდეს. ობსერვატორიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მახლობლად, თურქეთის ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარემ 18 მ/წამს უკვე გადააჭარბა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ქარი აჭარის ტერიტორიაზეც 18-23 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 …

მე-16 სკოლის ტერიტორიას ამ ეტაპზე გეოლოგები შეისწავლიან

აჭარის განათლების სამინისტრომ 4 საჯარო სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია ბათუმის N16, N22, ასევე საჩინოსა და ოჩხამურის საჯარო სკოლები. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული, საიდანაც 20 ათასი ლარი მე-16 საშუალო სკოლას უნდა მოხმარდეს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მე-16 სკოლის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ჩატარდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, ასევე  ჩატარდება განაშენიანების კვლევა და შეადგენენ …

იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან 

საქართველოს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც „ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე [ანუ 0.009%] მეტ ტყვიას [მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით] საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან“. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობას არეგულირებს, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების …

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მაგისტრალის მშენებლობაზე. რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალური პროექტირება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. შესაბამისად, გადაიწია გზის მშენებლობის დაწყების თარიღიც. „2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში …

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში. რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა. პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე …

აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება 

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც „ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების  პირობებს“, – უკვე დამტკიცებულია. ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ის 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, …

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს. დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში. ეს „პერიოდი“ კი, თუ თარიღები კვლავ არ შეიცვალა, 2022 წელია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი ანგისიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით, დაახლოებით მახვილაურის ქუჩის კვეთამდე …

აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -5 აპრილი

5 აპრილის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი. ამ ეტაპზე რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 239 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 77 , ხოლო ონლაინკლინიკაში – 226. აქედან 45 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში სულ გამოჯანმრთელდა …

კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 228 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 228 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 9211 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5090, PCR ტესტით – 4121. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 5 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ არის 284 061, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 275024 , ბოლო 24 საათში – 425. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ …

ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულია კონსულტაციები ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე. მერია ბოლო 7 წელია უარს ამბობდა ბულვარის დაბრუნებაზე. ამჯერად კი, როცა ბულვარში უკანონო მშენებლობას თუ პლაჟის გასხვისებას მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს დაავალა, რომ ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნონ. თორნიკე რიჟვაძემ იგივე თხოვა მუნიციპალიტეტსაც. „კონკრეტულად როდის და რა მექანიზმებით განხორციელდება ბულვარის …

მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. თანხა ამჯერად 130 645 პირს ჩაერიცხება, ჯამში – 26 129 00 ლარი. სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით თებერვლის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა 139 618 პირს, იანვრის თვეში კი – 106 362 პირს. კომპენსაციას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამსახური. კომპენსაციები 2021 წლის …

გელათის კვლევა-კონსერვაციის პროგრამისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის კვლევებისთვის 515 000 ლარს გადაიხდის. სააგენტო გეგმავს გელათის მონასტრის საკონსერვაციო სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის საჭირო კვლევები მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით ჩაატაროს. „ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს ასევე გადაუდებელი ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნიკის განსასაზღვრად შესაბამისი კვლევების განხორციელებას, გრძელვადიანი, კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენას, რაც საფუძვლად უნდა …

შაბათ-კვირას ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 5-10გრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო; მთაში ღამით 1-3 გრადუსი ყინვა, დღისით …

აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 2 აპრილი

2 აპრილის დილის მონაცემებით აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა  20 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 36 130 პაციენტი. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 3 პაციენტი. აჭარაში ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 186 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -72, ონლაინკლინიკაში – 163.   ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში …

კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 529 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსით ჯამში 3 798 პირი გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა …

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „რივიერა ბიჩს“, რომელიც „სილქროუდის“ შვილობილია, იახტკლუბთან ახლოს პლაჟის ნაწილი 2037 წლამდე იჯარით გადასცა. პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩი“ კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, რომელიც ასევე 2037 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული. ამ ნაკვეთზე კლუბი „ივერია ბიჩია“ განთავსებული. ჯამში ამ კომპანიაზე ზღვის პირას 5 093 კვ/მ ტერიტორიაა გადაცემული. უშუალოდ პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონის“ …

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო …

გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი გახდება – როგორ მუშაობს მოძრაობის ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება. ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ …

4 717-ით მეტი გარდაიცვალა 2020 წლის 3 თვეში, ვიდრე წინა წელს – რა პროგნოზი აქვს გამყრელიძეს

2020 წლის ბოლო სამ თვეში საქართველოში 4 717 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში. კორონავირუსის პანდემიის პიკი საქართველოში სწორედ 2020 წლის ბოლო სამი თვე იყო, როცა ქვეყანაში ვირუსით ყველაზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 2 488 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებს. …

რა ინფორმაციას ვერ მივიღებთ გენმოდიფიცირებულ სურსათზე – მთავრობამ რეგლამენტი 2 წლით შეაჩერა

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის მიკვლევადობის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება საქართველოს მთავრობამ 2 წლით შეაჩერა. ამ რეგლამენტით შესაძლებელი იყო გაგვეგო გენმოდიფიცირებული სურსათის, ასევე მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია – ყველა ეტაპზე –  წარმოებიდან ქსელში მოხვედრამდე. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს  გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს, ან შედგება გენეტიკურად …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა 

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მილიარდი აშშ დოლარი [66.5 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია. ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო – …

ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური …

რეკომენდაციები ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის, რომლებიც 1-ლი აპრილიდან განაახლებენ მუშაობას

ჯანდაცვის სამინისტრომ ის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბავშვთა და სხვა გასართობი ცენტრებისთვის. ასეთი ცენტრები მუშაობის განახლებას პირველი აპრილიდან შეძლებენ. გასართობმა ცენტრებმა მომხმარებელი უნდა მიიღოს წინასწარი დაჯავშნით [ჩაწერით]; ამასთან, შესასვლელში აუცილებელია თანამშრომლების და მომხმარებელთა თერმოსკრინინგი; ყველა პირი ვალდებულია შენობაში შესვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ …

სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდისგან ათავისუფლებს. საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ეს გადასახადი თვეში 20 ლარია ერთ მიკროავტობუსზე. გადასახადს არ გადაიხდის არც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე. დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 500 მიკროავტობუსზეა გაცემული. შესაბამისად, მათგან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიურად 10 ათასი ლარი შედიოდა. მერიის პროექტის მიხედვით, 9 …

Exit mobile version