მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 529 ახალი შემთხვევა

02.04.2021 • 903
კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 529 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსით ჯამში 3 798 პირი გარდაიცვალა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987  PCR ტესტით.

პირველი აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  273 930-მდე.

2 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარაში – 45, იმერეთში – 34, ქვემო ქართლში – 21, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, მათგან: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  820, აჭარაში – 241, იმერეთში – 287.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 37, იმერეთში -79.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 4, იმერეთში – 4.

232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 155 – თბილისში, 72 – აჭარაში.

3 047  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი აპრილის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 942 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 813, აჭარაში – 1 122, იმერეთში – 928.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: