მთავარი,სიახლეები

მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება – სააგენტო

02.04.2021
მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. თანხა ამჯერად 130 645 პირს ჩაერიცხება, ჯამში – 26 129 00 ლარი.

სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით თებერვლის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა 139 618 პირს, იანვრის თვეში კი – 106 362 პირს.

კომპენსაციას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამსახური. კომპენსაციები 2021 წლის ივნისის თვის ჩათვლით გაიცემა.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. განაცხადს წარადგენს დამსაქმებელი და არა ის პირი, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ან დაკარგა სამსახური.

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.

ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322544/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: