საქართველოში კოვიდისგან გარდაიცვალა 9 პაციენტი, დადასტურდა 344 ახალი შემთხვევა

13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 32090 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21945, PCR ტესტით – 10145 საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 274721 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 268004 , ბოლო 24 საათში – 240 მათ შორის გარდაცვლილი …

მთავრობა ჭოროხისპირას მიწებს პირობებიან აუქციონზე ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, მდინარე ჭოროხისპირას, ამჯერად მიწის ორ ნაკვეთს ყიდის. ნაკვეთებზე ცალ-ცალკე აუქციონია გამოცხადებული. ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ 8 491 კვ.მ მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონი ლარია, ხოლო მეორე ნაკვეთი, რომელიც იქვე ახლოს, კახაბრის დასახლებაში მდებარეობს, 4 409 კვ.მ-ია და 470 ათას ლარად იყიდება. ვაჭრობის ბიჯი შესაბამისად, 25 ათასი და 10 ათასი …

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიისთვის სამინისტრო კონსულტანტს დაიქირავებს – COVID-19

მსოფლიო ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენისა და საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კომპანიას [კონსულტანტს] დაიქირავებს. სამინისტრო კონსულტანტისგან სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენის გარდა ითხოვს, რომ მან „უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, ზუსტი და მკაფიო ინფორმაციის გავრცელება ხელმისაწვდომი ვაქცინებისა და საქართველოს მთავრობის იმუნიზაციის გეგმაზე – კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, რომ მოსახლეობამ შეძლოს ინფორმირებული არჩევანი …

მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …

საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის  პირველ იანვრამდე პერიოდში მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უძრავ ქონებას [მიწას] მოქალაქე სპორადული წესით დაირეგისტრირებს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციით. დღემდე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა …

სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია

სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია. აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა …

ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ელექტრონული ფორმით ლატარიის ან/და აზარტული/მომგებიანი თამაშობების მომწყობი [ოპერატორი] ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაციისას მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. პირის იდენტიფიკაცია ნიშნავს ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც ამ პირის …

ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული. პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს. კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარია – დაიღუპა 1 პირი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში ხანძარია. ვიდეომასალაში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ჩანს, რომ კორპუსის ერთ კონკრეტულ ბინაში არის ხანმოკლე აალება, რასაც მოჰყვება დიდი დაკვამლიანება. „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ადგილზე უთხრა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, ისმის, რომ კორპუსში ცხოვრობდა უსინათლო კაცი. სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. ხანძრიდან …

ხულოში კანალიზაციის ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ

დაბა ხულოში კანალიზაციის და ჩამდინარე წყლების ახალ გამწმენდ ნაგებობას ააშენებენ. პროგრამა, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშომლობის ფარგლებში, ევროკავშირისგან დამატებით დაფინანსებით ხორციელდება. დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასება [გზშ], ეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისი სკრინინგის განაცხადით სამინისტროს „აჭარის წყლის ალიანსმა“ უკვე მიმართა. დაბა ხულოში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მთლიანი საკანალიზაციო …

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, შუა აზიის 4 რესპუბლიკა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 5 მარტს მიიღო. მანამდე, პირველ მარტს კი, ამ ჩამონათვალს 6 ქვეყანა დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში PCR ტესტის …

ფერმერთა დაფინანსების პროგრამისთვის აჭარის სამინისტრო ლეპტოპებს იყიდის

„სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კოორდინატორებისთვის 6 ცალ ლეპტოპს იყიდის. ტექნიკის შესაძენად სამინისტრო ჯამში 8 844 ლარის გადახდას გეგმავს. სამინისტროს ინფორმაციით, „წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, ქვეპროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და პროექტის განხორციელების ადგილზე მონიტორინგს უზრუნველყოფენ პროგრამების მართვის დეპარტამენტი და ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები [კოორდინატორები], რომლებიც გადანაწილდებიან …

8 მარტს ქალები ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ქალთა დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს მუნიციპალური ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში ქალებს უფასოდ მოემსახურება. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობენ, ვინაიდან ძალაშია კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე]. 1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

აჭარაში 9 მარტიდან შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში სამშაბათიდან, 9 მარტიდან, შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება ორშაბათს, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მარტის 21 საათიდან 8 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა, მთაში თოვა და ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 …

აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 მარტი

7 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 718 პაციენტი; კლინიკა დატოვა 3-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) 3 პაციენტი. ბათუმში, 7 მარტის დილის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -20, ხოლო ონლაინკლინიკაში – 68 პაციენტი. …

დაფიქსირდა 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

7 მარტის დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 15919 კვლევა. ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით კი  – 6210, PCR ტესტით – 9709. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო 7 დღის – 1,56%. კოვიდსტატისტიკა საქართველოში 7 …

ქობულეთის მერიის შენობაში ჭერი ჩამოინგრა

ქობულეთის მერიის შენობაში, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ორ ოთახში მუშაობის პროცესი პარალიზებულია. მერიის ინფორმაციით ინფრასტრუქტურის სამსახურის ოთახში ჭერი სამუშაო საათებში ჩამოინგრა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მიმდინარე წლის პირველ მარტს სამუშაო საათების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის (ინფრასტრუქტურის სამსახურის) სამუშაო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ჭერის ჩამონგრევის …

200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი. რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის …

როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას ნერგებსა და სათბურებზე აჭარაში

აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეხილის ნერგების შესაძენად, ასევე სათბურების მოსაწყობად თანადაფინანსება წელსაც შესაძლებელია, თუ მსურველი შესაბამის პროექტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგენს. გამარჯვებულ პროექტებს კი, სპეციალური კომისია გამოავლენს. განაცხადების [პროექტების] წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 10 მარტია, თუმცა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, დიდი ალბათობით, მარტის ბოლომდე გადაიწევს. ნერგების შემთხვევაში მსურველს შეუძლია პროექტი წარადგინოს როგორც …

კოვიდის 360 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – 3 მარტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 271 739-ს. დადებითობის …

ხვალიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვა და ზვავსაშიშროება. 4 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში …

კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება

სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს. ჩაი …

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება. საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა. საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები …

წელს აგრობარათზე თანხა აღარ დაგერიცხებათ – ქულების გამოყენების ბოლო ვადა 20 მაისია

ფერმერებს, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით უკვე ისარგებლეს, დამატებით ქულები 2021 წელს აღარ დაერიცხებათ. მათთვის კი, ვისაც დარიცხული ქულებით არ უსარგებლიათ, ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია. 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამით აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარი [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულა] იყო. აგრობარათზე დარიცხული ქულებით კი შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. …

კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …

ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე [კმ10-კმ13 და კმ31], ცხოველების დამცავ ლითონის ღობეს აწყობენ, რის გამოც სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. შეზღუდვები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და შპს „როუდ ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით  სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა ტექნიკური მიზეზების …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაში 3,5 მილიონი დაიხარჯება

კურორტ გოდერძიზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად აჭარის წყლის ალიანსმა ტენდერი 3 530 760 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს. მიმწოდებელი ვალდებულია ერთდროულად იმუშაოს ყველა ლოკაციაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა შეძლოს სამუშაოები 24-საათის განმავლობაში აწარმოოს. …

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა. ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის …

გერმანიაში დასაქმების პორტალზე 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა – 26 თებერვალი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 91 616 მოქალაქე დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე გერმანიაში დასაქმებას საქართველოს 500 მოქალაქე შეძლებს [ანუ, ამ დროისთვის დარეგისტრირებულთა 0,54%]. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების სააგენტოს …

1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. „აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების …

საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე. მთავრობის 24 თებერვლის დადგენილებით, საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა კვლავ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში რჩება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს. …

ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით …

კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა

ბათუმში [აჭარაში] კაზინოები 2021 წლის 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი  აპრილიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო. გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას. მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, „დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, ხოლო …

რა წესები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა – რეკომენდაციები სრულად

2021 წლის პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბავშვო ბაღები მუშაობის განახლება/გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ახალი კორონავირუსით  გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღებმა უნდა შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა. ამასთან, დაუშვებელია საბავშვო ბაღის შენობაში …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმოძრავებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლებაზე გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ, მიკროავტობუსები კი – საღამოს 8 საათამდე, ვინაიდან ძალაში რჩება კომენდანტის საათი [გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე]. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, …

Exit mobile version