ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის ცხოველებისაგან დასაცავად, ლითონის ღობეს აწყობენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.  სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი პერიოდულად დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. ამ თემაზე: ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი …

ციხისძირში, ზღვიდან 250 მეტრში მდებარე მიწას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო უპირობოდ ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 2 764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 30 მარტს დასრულდება. მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით 250 მეტრითაა დაშორებული. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 505 000 ლარი [1კვ.მ – 182,7 ლარი], ვაჭრობის ბიჯი კი – 10 000 ლარი. მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო …

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ 29,8 მილიონი დოლარის ტესტი შეიძინა – COVID 19

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა. ამ თანხიდან 29,4 მილიონი დოლარი სახელმწიფოს სესხია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციამ ტესტები გადასცა ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უფასოდ-საჩუქრად. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „საქართველოსა და …

როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. მიკროავტობუსს ქედაში ტენდერით შეისყიდიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობიდან თანხმობას ელოდებიან. თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მუხრან სალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიკროავტობუსი დროებით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება, მოგვიანებით კი, …

კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის

საგნობრივი ოლიმპიადის, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსისა და ესეების კონკურსის ჩატარებაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ოლიმპიადა და კონკურსები ეტაპობრივად, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. ტენდერი 26 250 ლარზეა გამოცხადებული და გამარჯვებულმა კონკურსების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 აპრილს დასრულდება. საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო …

ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 223-ში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათ ისე ასახლებენ, რომ ს სამართლიან კომპენსაციას არ აძლევენ. ოჯახის წევრის თქმით, ისინი ამ მისამართზე 30 წელია ცხოვრობენ და ვერც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება მოახერხეს. საქმე ამ ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია. დღეს, 28 მარტს, ამ წუთებში [14:00 სთ] ოჯახის წევრები აქციას …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა [ჭავჭავაძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში] ავტომანქანებისთვის უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია. ქუჩის ამ მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ახლა სავალი ნაწილის მოწყობა მიმდინარეობს. დასრულებულია ბორდიურებისა და ტროტუარებზე ფილების დაგების სამუშაოებიც. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში დარჩენილია ასფალტის დაგებისა და სავალი ნაწილის მონიშვნის გარკვეული სამუშაოები, რომელთა დასრულება ძირითადად …

კომპანიას, რომელსაც უტენდეროდ 3,6 მილიონი გადაუხადეს, დისკვალიფიკაცია მისცეს – დავა ტენდერისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანიას, რომელთანაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობს და რომელთანაც ტენდერის გარეშე, ჯამში, 3,8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად კომპანიის მხრიდან დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა დასახელდა. კომპანია ადმინისტრაციას დავების საბჭოში უჩივის. შპს „ჯორჯიან ბას“ დავების საბჭოში სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების …

მარტის ბოლო დღეები ბათუმში უმეტესად უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთებში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მთაში ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, …

აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 მარტის მონაცემები

აჭარაში, 28 მარტის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 192, მძიმე პაციენტია – 29, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 3 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ-სასტუმროებში იმყოფება 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ამავე პერიოდში გამოვლინდა 365 ახალი …

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 365 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ამავე პერიოდში გამოვლინდა 365 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25 934 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, PCR ტესტით – 10 008. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68% დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში …

7 თვეში სტადიონის დაგვა-დასუფთავებაზე 48 200 ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრის დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სტადიონის 7 თვით [2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში] ყოველდღიურად დაგვა-დასუფთავებაში კომპანია აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 48 200 ლარს გადაიხდის [დღგ-ს ჩათვლით]. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს …

სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს „ახალი ჰესებისადმი რადიკალური განწყობის განსამუხტად“

„მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა“ და ახალი ჰესებისადმი „საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილი რადიკალური განწყობილების“ განმუხტვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე გვერდი – „ენერგომომავალი“ შექმნა. გვერდი რამდენიმე დღის წინ, 2021 წლის 19 მარტს შეიქმნა. ფეისბუქრეკლამაში კი წელს 30 000 ლარი დაიხარჯება. „ქვეყნის მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის ფონზე, …

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულებას, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზე გააფორმებს. კომპანია ხელშეკრულების დასადებად სატენდერო კომისიამ უკვე მიიწვია. ხელშეკრულების გასაფორმებლად კი აუცილებელია „ზიმო 7“-მა საბანკო გარანტია 2021 წლის 27 მარტამდე წარადგინოს. ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა …

აპრილიდან საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები დაშვებულია

მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, 2021 წლის პირველი აპრილიდან დაშვებულია საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა. სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნა, თუმცა საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები აკრძალული დარჩა. ამ თემაზე: საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება იზოლაციისა და კარანტინის წესების დღეს მოქმედი რედაქციით, 1-ლი აპრილიდან ასევე დასაშვებია: [checklist] ნებისმიერი ტიპის სპორტულ, …

ტაქსით გადაადგილება უკვე 3 მგზავრსაც შეუძლია – დადგენილება

24 მარტიდან ტაქსით გადაადგილება 3 მგზავრსაც შეუძლია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 23 მარტს მიიღო. ამ დრომდე ტაქსით გადაადგილება მაქსიმუმ 2 მგზავრს შეეძლო. ამასთან, მძღოლისთვის და მგზავრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება. იზოლაციისა და კარანტინის წესებში 23 მარტამდე შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა …

ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში 20-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დღეს, 23 მარტს, გამოაცხადა. სამუშაოები 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2021 წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით „თითოეულ ობიექტზე …

ტრაქტორი ადიდებულ მდინარეში, დოლოგანთან [ფოტო]

მდინარე აჭარისწყლის ადიდების შედეგად სოფელ დოლოგნის მიმდებარედ ტრაქტორი წყალში აღმოჩნდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მდინარე წვიმის გამო გუშინ, 22 მარტს, საღამოს ადიდდა. „ტრაქტორი ინერტული მასალების ამოღებაზე მუშაობდა. ეს არის ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. როგორც ვიცი, მათ არხი ჰქონდათ გაკეთებული და წყალი არხს აქეთ არ უნდა გადმოსულიყო, თუმცა ადიდებულმა მდინარემ მთელი კალაპოტი დაფარა. სამუშაო პროცესი …

მუნიციპალიტეტის მერსაც ექნება უფლება, შეცვალოს საინვესტიციო პირობა

2021 წლის 22 მარტიდან ამავე წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში ნებისმიერი მუნიციპალიტეტის [გარდა თბილისისა] მერს უფლება ექნება, საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის ან სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებისთვის შეცვალოს საინვესტიციო პირობა და ამ პირობის შესრულების ვადაც გაახანგრძლივოს. მუნიციპალიტეტის მერს ასევე უფლება აქვს გააუქმოს ის ვალდებულება, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; მიიღოს გადაწყვეტილება …

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კომპანია – „აისბერგი 2“, „აწარმოე საქართველოშიმ“ 2 391 183 ლარით დააფინანსა. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიის მფლობელმა კახაბერ ლატარიამ, რომელიც ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერის …

ხულოში, გოდერძიზე, სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას 305 ათას ლარად ყიდის

ხულოში [რიყეთის თემში], გოდერძის უღელტეხილზე 1597 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 64,77 კვ.მ ფართობის შენობას სასტუმროს აშენების პირობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. პირობის მიხედვით, მომავალმა მყიდველმა აქ მინიმუმ 20-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, რომელსაც 15 წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს. აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 305 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 7 500 …

ბათუმში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

დღეს, 21 მარტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება. ამ წუთებში [13:20 სთ] პოლიციამ მოახერხა და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები რჩებიან ქუჩაში. მათ გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე გადაკეტილი აქვთ. პოლიციას კორდონი აქვს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, მთებში – ზვავსაშიშროება, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში ღამით …

8 მაისს „ბათუმობა“ გაიმართება – ქალაქი 100 ათას ლარს დახარჯავს

„ბათუმობა 2021“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარია. ღონისძიების ჩატარება 8 მაისისთვისაა დაგეგმილი. ტენდერის პირობის მიხედვით, „ბათუმობის“ ჩატარების ადგილად კვლავ ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული. კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და  29 მარტს დასრულდება. „ბათუმობა“ ბოლოს 2019 წელს გაიმართა. გასულ წელს კი, პანდემიის გამო, „ბათუმობა …

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 მარტია

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვრიდან დღემდე ყოველთვიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება საკომპენსაციოდ გაცემული თანხა, რამაც თებერვლის თვეში 27,8 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. „ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა თებერვლის …

საქართველოში შემოვა ის უცხოელიც, ვისაც johnson&Johnson-ის ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული

უცხოელს, რომელიც johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა მხოლოდ საჰაერო გზით, ვინაიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ ჩაკეტილია. საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში კორექტირება 17 მარტს შეიტანა. აქამდე [2021 წლის პირველი თებერვლიდან] საქართველოში შემოსვლა შეეძლო იმ უცხოელს, რომელიც საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა] დამადასტურებელ …

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის აპრილში გაიხსნება – ღონისძიებაში კმდს 19 000 ლარს დახარჯავს

ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის. ტენდერის პირობით, მომსახურებაში შედის: „ორი ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი; ფოლკლორული, ქალაქური და კლასიკური სიმღერების …

იარაღს ჯილდოდ უკვე გენერალური პროკურორიც გადასცემს

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება უკვე საქართველოს გენერალურ პროკურორსაც აქვს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2021 წლის 15 მარტიდან შევიდა. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის მიხედვით, უფლებამოსი­ლი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით იარაღი ჯილდოდ გადაეცემა ფიზი­კურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრე­თ­ვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღ­­წევებისათვის. იარაღი ჯილდოდ გადაეცემა …

როდის დასრულდება შსს-ს კორპუსების მშენებლობა ბათუმში, სადაც ბინებს პოლიციელებს გადასცემენ

ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანია „აიდურგეოსთან“. ხელშეკრულება 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული და მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ამ თემაზე: ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება „არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, …

ავტოავარია ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დღეს, 17 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული …

შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს. სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 …

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ …

ბათუმის მერია 1 მილიონი ლარით ვიდეოკამერებს იყიდის და ქუჩებში დაამონტაჟებს

ბათუმში ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 1 199 160 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო მონტაჟი-ინსტალაცია უნდა დასრულდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ამჯერად მერია სხვადასხვა ტიპის 210 სამეთვალყურეო კამერას იყიდის, რომლებსაც 81 ადგილზე დაამონტაჟებს [მერია ასევე შეისყიდის კამერის ავტოსატრანსპორტო საშუალების …

საპროტესტო აქცია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით | Live

ბათუმში დღეს, 13 მარტს, „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც დღეს მუსიკოსებიც შეუერთდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo. „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და …

აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 მარტი

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. 13 მარტის დილის მონაცემებით, ბათუმში კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) ასევე 2 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 92 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -29, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 78. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულია სულ 35 819 პაციენტი. 13 …

Exit mobile version