გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება

გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-სთან 2 582 697 ლარზე გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შესრულდეს გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები, გოგოლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა …

რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …

კოვიდით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 310 ახალი შემთხვევა

21 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის …

ქედა 243 ათას ლარად ელექტრომიკროავტობუსს იყიდის – ტენდერი

ქედის მუნიციპალიტეტმა ერთი ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 243 000 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, ერთ დამუხტვაზე მიკროავტობუსმა არანაკლებ 130 კმ უნდა გაიაროს. რაც შეეხება სრულად დატენვის დროს, უნდა იყოს არაუმეტეს 6 საათი, სწრაფი დატენვის დრო კი – 50 წუთი. სიჩქარე – არანაკლებ …

მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი-მარტივი 100 ათასი ტესტის შესყიდვას საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] ტენდერის გარეშე,  2 122 800 ლარად გეგმავს. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1 მილიონი ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია აპრილის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი. კერძოდ, ცენტრის საწყობში …

45,5 ტონა უხარისხო ხახვი საქართველოდან თურქეთში უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ …

საქართველოში კოვიდის 1 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

20 აპრილს, დილით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა …

დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 20 აპრილს ჭარის ტერიტორიაზე 17-22 მ/წმ-მდე სიძლიერის ქარი 17:00 საათამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა; შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 12-17 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი …

ვის საქმიანობას შეისწავლის აუდიტი აჭარაში წელს და რა მასალებია გადაგზავნილი პროკურატურაში

სახელმწიფო აუდიტს აჭარაში 2021 წელს 6 აუდიტის ჩატარება აქვს დაგეგმილი. შემოწმება შეეხება როგორც აჭარის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო ორგანიზაციებს, ასევე მუნიციპალიტეტებსაც. აუდიტმა აჭარაში ჩატარებული 7 შემოწმების მასალები გასულ წელს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. აუდიტი მიმდინარე წელს შეისწავლის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინე ზონების მართვასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც. „COVID19 პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების …

ავტოავარია ბათუმში, ხალვაშის გამზირზე

ბათუმში, 20 აპრილს, დილით, ავტოავარია მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. მსუბუქი ავტომანქანა ტროტუარზე შევარდა, სადაც სალონი და სუპერმარკეტია და იქვე განთავსებულ კონსტრუქციას შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილიდან უთხრეს, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. წინასწარი რეგისტრაციით გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID 19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წლის ასაკიდან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ვებგვერდი შეიქმნა იმისთვის, რომ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და ასევე თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე ამავე თემაზე: ტიკარაძე: შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა …

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 აპრილია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. 19 აპრილის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375  განაცხადია დარეგისტრირებული. სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების …

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №175 დადგენილება, „თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“ – აღნიშნულია მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში. მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის …

ფიჭვნარში ანტიკური ხანის ძეგლის ტერიტორია 10 ჰექტარით შეამცირეს – მიწა კერძო კომპანიისაა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც, თითქმის ერთი წლის წინ, ძეგლის სტატუსი თავადვე მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს. ქობულეთ-ფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას კი არქეოლოგები 2012 წლიდან ითხოვენ. ამ თემაზე: ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტარიდან დაახლოებით 14 ჰექტარამდე ფართობი], …

„არ დავთმობთ ბულვარს“ – ბათუმში აქცია იმართება | Live

ბათუმის ბულვარში ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია – „არ დავთმობთ ბულვარს“. აქციის ორგანიზატორია საზოგადოება „ბათომი“. აქციის მონაწილეები ბულვარში მიმდინარე თუ დაგეგმილ მშენებლობეს აპროტესტებენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ასევე ნამახვანი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 18 აპრილი კი, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. მოქალაქეები ბათუმის ძველ ბულვარში კოლონადებთან არიან შეკრებილები. — „ვიკრიბებით ბულვარისა და …

როდის გადაიკეტება ბაგრატიონის ქუჩის ერთი მონაკვეთი ცალმხრივად

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის, ამავე მიმართულებით, ცალმხრივად ორშაბათს, 19 აპრილს გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება კომპანია „ზიმო-7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული. ბათუმის მერიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი 15 აპრილს გადაიკეტებოდა. „ვინაიდან ახლოს იყო შაბათ-კვირა, გადავწყვიტეთ ქუჩის ეს მონაკვეთი 19 აპრილს გადავკეტოთ“ – უთხრეს …

რა მისამართებზე დაამონტაჟებენ საბავშვო ატრაქციონებს ბათუმში

ბათუმში 15 ადგილზე საბავშვო ატრაქციონებს დაამონტაჟებენ. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი 392 149 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 19 აპრილს დასრულდება. ატრაქციონების მონტაჟი/რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ბაგრატიონის 138 გოგებაშვილის 2 გუდიაშვილის 18-20 თაყაიშვილის 62 პუშკინის 124 პუშკინის 13 აფსაროსის III შეს. 2-4-8 აღმაშენებლის 34 აღმაშენებლის …

აჭარაში კოვიდის გამო 12 სკოლა და 4 ბაღია დახურული

18 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ჯამში 12 სკოლაა დახურული. ამავე მიზეზით დაიხურა 4 საბავშვო ბაღიც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდის გამო, ბათუმსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სკოლის 25 კლასია გადასული ონლაინსწავლებაზე . „ეს კლასები არა 25 სკოლაში, არამედ, ზოგ სკოლაში რამდენიმე კლასია დახურული. განახლებულ …

ბათუმში 25 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო, მთაში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, უნალექოდ. ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე …

აჭარაში კოვიდის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 18 აპრილი

18 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში  კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 357 პაციენტი, მათ შორის მძიმეა – 69, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 5 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 205 პაციენტია. ბინაზე მკურნალობს 505 პირი. საკარანტინე სივრცეში  მოთავსებულია აჭარაში 3 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში, აჭარაში, 2 …

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 818 ახალი შემთხვევა

18 აპრილის დილის მდგომარეობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 14 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის …

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის …

საპენსიო ფონდში 1.37 მილიარდი ლარია – სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1 მილიარდ 37 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 140 მილიონი ლარი დარიცხული სარგებელია. „საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.“ – აცხადებენ სააგენტოში. დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა …

მერიის ხელახალი კონკურსი ბათუმის გენგეგმის შედგენაზე 2,1 მილიონი ლარით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ შემუშავებაზე მერიამ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 118 640 ლარია გამოყოფილი. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი მერიამ 2021 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული …

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვაში მხილებული 79 პირიდან 44 დაკავებულია – სამი თვის სტატისტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალ-მარტში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება. …

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის შენობაში სასადილოს ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობს, რისთვისაც კვებითი მომსახურების ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ფასების დადგენის შემდეგ კი, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევას გამოაცხადებს. კომპანიასთან, რომლის შეთავაზებასაც საუკეთესოდ მიიჩნევენ, ხელშეკრულებას გააფორმებენ. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ქ.თბილისი, პ. ინგოროყვას ქ.N7] სასადილოს მოწყობის მიზნით საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენითა და ხელშეკრულების გაფორმებით… ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის …

„აღარ არის ადგილი“ – ბათუმში კოვიდსასტუმროს ამატებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ბათუმში კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ ახალი ხელშეკრულება 300 ათას ლარზე 2021 წლის 8 აპრილს გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით, 8 აპრილითაა დათარიღებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიც, რომ არსებულ კოვიდსასტუმროში აღარ არის თავისუფალი ადგილი და ვეღარ იღებენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. „ვინაიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აჭარის რეგიონში კვლავ მნიშვნელოვნად …

სკოლებში სამედიცინო კაბინეტების გახსნა სავალდებულო გახდა – ახალი კანონი

სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე. სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა. ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს …

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული. „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა …

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“. პარლამენტი ავალებს მთავრობას ინტენსიურად იმუშაოს შესაბამის უწყებებთან და დროულად დაასრულოს პროცედურები, „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ …

მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“. სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის …

83 000 დოზა „ასტაზენეკას“ ვაქცინას მაისის დასაწყისში მივიღებთ – სამინისტრო

მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ საქართველო 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“.  მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის …

კოვიდზე აცრას ჩაატარებენ ექთნები და ექიმები, სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად

15 აპრილიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ექნებათ როგორც ექთნებს, ასევე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 13 აპრილს შეიტანა. ამ დრომდე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებსა და ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ. [checklist] …

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად] ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში [72 საათი] სავალდებულო თვითიზოლაციას. ამასთან, მე-3 დღეს ამ პირმა საკუთარი ხარჯით PCR კვლევა უნდა ჩაიტაროს. …

საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრას 64-158 მილიონი ლარი სჭირდება – ეროვნული გეგმა

კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია მინიმუმ 64 მილიონი, მაქსიმუმ კი, 158 მილიონი ლარი დაუჯდება. 48 მილიონიდან 141 მილიონამდე ლარი მხოლოდ ვაქცინების შესაძენად იქნება საჭირო. საქართველოში COVID 19 ვაქცინის დანერგვის განახლებული ეროვნული გეგმა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა. იმუნიზაცია მოქალაქეებისთვის უფასოა. „მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, …

რა კავშირშია ჭოროხის დელტას მართვის გეგმა ბათუმის ბულვარის გაგრძელებასთან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას] მართვის გეგმის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ანგარიში სამინისტროს 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე წარუდგინოს. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიმოიხილოს ტერიტორიაზე არსებული კვლევები და ლიტერატურა; ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა; სხვა შესაბამისი …

Exit mobile version