ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 228 დადასტურებული ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 9211 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5090, PCR ტესტით – 4121.
stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 5 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ არის 284 061, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 275024 , ბოლო 24 საათში – 425. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 3 822 ადამიანი გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარაში – 16, იმერეთში – 19, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 17, გურიაში – 20, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
კარანტინშია – 219, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1876, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 218 პირი.
5 აპრილის დილის მდგომარეობით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 879, აჭარაში – 293, იმერეთში – 303.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 45, იმერეთში -77.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 3, იმერეთში – 6.






