მთავარი,სიახლეები

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

25.01.2020 • 2884
ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში მთლიანად გადაკეტილია. დღეს, 25 იანვარს, გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩა ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩებს შორის.

შესაბამისად, ფიროსმანის ქუჩით მოძრავი ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩიდან ვერც გორგილაძის და ვერც გორგასლის ქუჩაზე გავლენ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ვერ გამოვლენ ავტომობილები გორგასლის ქუჩის ბოლოდანაც.

ადგილზე მომუშავეთა თქმით, ეს მონაკვეთი 2-3 თვით გადაიკეტა, თუმცა ზუსტი დრო, როდის დასრულდება სამუშაოები, უცნობია.

ბათუმის მერიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით,  გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა 45 დღის განმავლობაში შეიზღუდება.

თუმცა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის 2019 წლის ივნისში გადაიკეტა და სამუშაოები, ბათუმის მერიის მაშინდელი განცხადებით, სამ თვეში ანუ ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული სამუშაოები უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება.

საავტომობილო გზის ჩაკეტვა ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ეს არხი არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.

ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში სამუშაოების დაწყებისას ბათუმის მერიაში ვერ დაგვიკონკრეტეს, სრულად როდის აღდგებოდა საავტომობილო მოძრაობა ჯავახიშვილის ქუჩაზე.

„სამუშაოები ამ ქუჩაზე, არსებული გეგმა-პროექტით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს“, – გვითხრეს მაშინ მერიაში. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს სატუმბი სადგურის მშენებლობაც არდაგანის ტბასთან.

ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში [გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის] / ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის მშენებლობა / 25.01.2020 / ფოტო „ბათუმელები“

ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 25.01.2020

გორგილაძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე [აბუსერიძის ქუჩის მიმართულებით] ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია / 25.01.2020

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: