მთავარი,სიახლეები

3,6 მილიონი ბათუმის სტადიონზე სახანძრო სისტემის მოსაწყობად – ტენდერი

06.02.2020
3,6 მილიონი ბათუმის სტადიონზე სახანძრო სისტემის მოსაწყობად – ტენდერი

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 3 605 629 ლარით ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება.

შესასრულებელი სამუშაოს სახეობებია: სახანძრო სარქველები; კვამლგაწოვა, დაწნეხვა, კომპენსაცია; ქაფი; გაზით (NOVEC) ქრობა; გაზით ქრობის სისტემა; სატრანსფორმატორო CO2, ლოკალური ქრობა; სახანძრო სისტემის მართვა; გამათბობელი კაბელები, ფარები; უკუკავშირის სისტემა; სპრინკლერული სისტემა; დამიწების სისტემა; სამშენებლო ნაწილი.

ამასთან, „ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე სამუშაოების წარმოების ვადა და განხორციელების მეთოდი შეთანხმებული უნდა იქნას სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მწარმოებელ მესამე პირთან/პირებთან, რაც უნდა დადასტურეს მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტი შექმნისთანავე უნდა წარედგინოს შემსყიდველს და ზედამხედველს“.

შპს „სტადიონში“ ადრე განაცხადეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე [2020 წლის მარტში] დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში, 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

მთავარი ფოტო: ბათუმის სტადიონი /5.08.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: