3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“. ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
ისარგებლებენ თუ ვერა დენის გადასახადის შეღავათით „ოცნების ქალაქში“
ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასახლებაში 7 საერთო მრიცხველი აქვს დამონტაჟებული. ოჯახები კომპანიას დენის საფასურს ამ საერთო მრიცხველების მიხედვით უხდიან, პარალელურად თავიანთი მრიცხველებიც აქვთ. საერთო ჩვენებას [შესაბამისად გადასახადს] ისინი ამ ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით ინაწილებენ. შეეხება თუ არა ამ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდია, მაშინ, როცა …
Continue reading “ისარგებლებენ თუ ვერა დენის გადასახადის შეღავათით „ოცნების ქალაქში“ “
ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო დაუფარავს. ბათუმის შემთხვევაში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების კუთხით მომსახურების მომწოდებელი კომპანიები ბათუმის მერიის შპს-ები არიან: „ბათუმის წყალი“ და „სანდასუფთავება“. „ბათუმის წყალში“ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ელოდებიან შესაბამისი უწყებების კონკრეტულ მითითებებს ამ საკითხზე. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სუბსიდირება ყველა აბონენტს შეეხება, …
Continue reading “ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში”
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 13-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა. 2 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5 437, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 260 ადამიანი. ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 104 აქტიური პაციენტია, ანუ ისეთი, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ და მკურნალობას ახლა გადიან.
შეძლებთ, უარი თქვათ სახელმწიფოს დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადოთ – სემეკი
მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო სუბსიდია კომუნალურ გადასახადებზე, შეძლებს ამ შეღავათზე უარი თქვას და გადასახადები თავად გადაუხადოს კომპანიას. სახელმწიფოს მიერ მისთვის გადახდილი თანხა კი, დაბრუნდება ბიუჯეტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, საკითხზე მუშაობენ. „შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის უარს ამბობს ამა თუ …
ხულოში ხიხაძირისკენ მიმავალი გზა მეწყერმა ჩაკეტა
ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კილომეტრზე, ხულოში, სოფელ ფუშრუკაულსა და კვატიას შორის ტერიტორიაზე, დღეს, პირველ აპრილს, მეწყერი ჩამოწვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტა. გზის გაწმენდის სამუშაოები გვიან საღამომდე მიმდინარეობდა. გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ. მერიის ინფორმაციით, რაღაც მონაკვეთში მოხერხდა გზის გახსნა მაღალი გამავლობის …
Continue reading “ხულოში ხიხაძირისკენ მიმავალი გზა მეწყერმა ჩაკეტა”
მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. სახელმწიფო დაფარავს ასევე აპრილსა და მაისშიც მოქალაქეების მიერ იმავე ოდენობის ფარგლებში მოხმარებული დენის გადასახადსაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, …
Continue reading “მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ”
სოკარი: მარტში ვინც გადაიხადა 114 ლარი და ნაკლები, თანხა შეენახებათ პირად ანგარიშზე
აბონენტმა, რომელმაც მარტის თვეში მოიხმარა 200 და ნაკლები კუბ/მ გაზი, ანუ გადასახდელი აქვს 114 ლარი ან ამაზე ნაკლები, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბ/მ-სა [ანუ, არაუმეტეს 114 ლარი], სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. ანუ, მარტის …
კომპანიები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში საქმიანობის უფლება მიეცათ
საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი დამატებით იმ 67 მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაბამისი ცვლილება შევიდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისი კი ეხება სამედიცინო, საფინანსო , …
Continue reading “კომპანიები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობაში საქმიანობის უფლება მიეცათ”
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 5-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 1 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 22, კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 294 პირი. რაც შეეხება მსოფლიოს, ამ დროისთვის, სულ კორონავირუსის 860 181 შემთხვევა დასტურდება, აქედან 178,359 გამოჯანმრთელდა, ხოლო 42,345 …
Continue reading “საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 5-ით გაიზარდა”
ღამემ მშვიდად ჩაიარა – შსს
„მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“ – აცხადებს შსს. კომენდანტის საათი გუშინ, 31 მარტს, 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – …
თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების განხორციელებას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტრო ამ პერიოდში სულ 10 მილიონის საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტების შეძენას გეგმავს. საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდეა გამოცხადებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მნიშვნელოვნად გართულდა პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობა და მათი უმეტესი ნაწილის მიერ შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, ვალუტის კურსის, …
Continue reading “თავდაცვის სამინისტრო 10 მილიონის შესყიდვებს ტენდერის გარეშე ითხოვს – COVID-19”
„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში
კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი დაუთვლელია. გაურკვეველია რა დროით გაგრძელდება ვითარება, რამაც ქართული ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, ზარალდება ძალიან ფართო სპექტრი, ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის, არამედ „ყველას დახმარებაზე“ უნდა იფიქროს. გიორგი პაპავა: შეცდომა იქნება, ჩავთვალოთ, რომ ვიწრო წრე არის იმ ადამიანების, ვინც ამ მოვლენების …
Continue reading “„მთავრობა უნდა დაეხმაროს ყველას“ – პანდემიის შოკი ეკონომიკაში”
კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს
ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან 2000-მდე მოქალაქის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადახსხვა რეგიონში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით“ – აცხადებს მერია. მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული რეისების მიხედვით. შესაბამისი თანხა ბათუმის …
ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს სპეციალური ავიარეისით ჩამოიყვანენ ბულგარეთიდან
სპეციალური ჩარტერული რეისით ბულგარეთიდან, კერძოდ, ქალაქ ბურგასიდან საქართველოში ჩამოიყვანენ ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის [COVID-19] გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს საქართველოში გაივლიან. ავიამომსახურებაზე შესაბამისი ხელშეკრულება [რეისი: თბილისი-ბურგასი-თბილისი] სააგენტოსა და შპს „მაივეი ეარლაინს …
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება – ეროვნული ბანკი
ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2020 წლის 31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. რა დროით იხურება სავალუტო ჯიხურები, ეროვნულ ბანკში არ აკონკრეტებენ. საქართველოში 2020 წლის 22 აპრილემდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ყველა პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ძირითადად ამ პერიოდზეა გათვლილი. ეროვნული ბანკის განცხადებით, დროებით …
Continue reading “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება – ეროვნული ბანკი”
ბათუმისა და კიდევ 7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. …
Continue reading “ბათუმისა და კიდევ 7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო – შსს”
სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება
ქვეყნის საკარანტინო ზონებში სამხედრო მოსამსახურეთა მშრალი ულუფის, ასევე, სხვა საჭირო პროდუქტებით მომარაგებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 7 მილიონამდე ლარის შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებს. შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელების მიზეზად კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება (პანდემია) და საქართველოს ცალკეული რეგიონებში საკარინტინო რეჟიმის დაწესება სახელდება. „ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მომწოდებლები ვერ უზრუნველყოფენ სურსათის სტაბილურ მოწოდებას …
Continue reading “სამხედროების კვებისა და პროდუქტის მარაგების შესაქმნელად 7 მილიონი დაიხარჯება”
დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო. „დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა. დეკრეტის …
საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საქართველოს …
Continue reading “საკარანტინო ზონა 660-მა მოქალაქემ დატოვა საქართველოში”
12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირი წესით გაფორმებულ კიდევ 42 ხელშეკრულებას შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს. აღნიშნული ხელშეკრულებები სასტუმროების მესაკუთრეებთანაა გაფორმებული სასტუმროებში 2 თვით საკარანტინო ზონების მოწყობაზე. აღნიშნულ სასტუმროებთან გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 12 182 365 ლარია. თუმცა, მხარეები თანხმდებიან, რომ „სასტუმრო მომსახურების, კვების და დეზინფექციის მომსახურების თანხის ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად“. ახალი კორონავირუსის …
Continue reading “12 მილიონი ლარი 42 სასტუმროს – საკარანტინო ზონის მოწყობისთვის”
საგზაო სფეროში ჩადენილი დარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების …
კარანტინის ზონაში მომუშავე პერსონალისთვის სამინისტრო ნახევარ მილიონ პირბადეს იყიდის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 500 ათასი ცალი სამშრიანი სახის ნიღაბის [პირბადის] შესყიდვაზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 570 ათას ლარზე გააფორმა [1 პირბადის ფასი 1.14 ლარი]. პირბადეების შესყიდვა, სამინისტროს ინფორმაციით, „მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის, გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის, პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნვეყოფის …
სახელმწიფო შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგს ქმნის, რისთვისაც 16 მილიონს დახარჯავს
ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეული გარემოებების გამო, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში პირველადი საკვები პროდუქტების: მაკარონის, შაქრისა და მზესუმზირას ზეთის სასურსათო მარაგების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მარაგების შექმნა ითვალისწინებს არაუმეტეს 5 ათასი ტონა შაქარის, 500 ტონა მაკარონისა და 1,5 მილიონი ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვას, დასაწყობებას და შენახვას. ამ პროდუქტების შესყიდვა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა. …
რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნება პროდუქტები, რომლებსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგებენ. „სასურსათო კალათას“ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და საწოლსმიჯაჭვული მოქალაქეები. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: …
Continue reading “რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ”
საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთის წესები გამკაცრებულია. ახალი, დროებითი რეგულაციების თანახმად, საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია – მხოლოდ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით: თურქეთის რესპუბლიკა [checklist] ნებადართულია მხოლოდ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან; [/checklist] [crosslist] კარწახისა და ვალეს საბაჟო …
Continue reading “საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ”
„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „გრინ რეზორტს“, ქობულეთში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება დაავალა. შპს „გრინ რეზორტი“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი …
Continue reading “„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს”
ბათუმში 12 ნაკვეთს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის
ბათუმის მერიას აუქციონზე მიწის 12 ნაკვეთი აქვს გამოტანილი. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 2 098 კვ.მ-ია. აქედან 11 ნაკვეთი ყოველგვარი პირობის გარეშე იყიდება. ერთი ნაკვეთის შემთხვევაში კი, მომავალ მყიდველს ერთადერთი ვალდებულება აქვს: „მერიის მიერ მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე (2020 წლის 31 დეკემბრამდე), არ მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი შენობის მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრისაგან …
Continue reading “ბათუმში 12 ნაკვეთს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის”
იზოლაციისა და კარანტინის წესები ამოქმედდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარია
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იზოლაციისა და კარანტინის წესები დამტკიცდა, რომელიც 2020 წლის 25 მარტიდან შევიდა ძალაში. იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა საცხოვრებელ სივრცეში …
Continue reading “იზოლაციისა და კარანტინის წესები ამოქმედდა – დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარია”
მცირე სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის
4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროებს, რომლებსაც აქვთ ბანკის სესხი და ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა პროცენტი გადაიხადონ, სახელმწიფო დაუფინანსებს სესხზე დარიცხული პროცენტის 80 პროცენტს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტს – უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში. მეწარმემ, რომელსაც მცირე, საშუალო ან საოჯახო ტიპის სასტუმრო …
Continue reading “მცირე სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო გადაუხდის”
ბათუმში ხვალ საღამოს რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება
ავარიული დაზიანების გამო 26 მარტს 00:00 საათიდან 27 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ბაგრატიონის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩას – ბაგრატიონის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე; ბაგრატიონის შესახვევს – სრულად; ლადო ასათიანის შესახვევს სრულად. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, „რაც გამოწვეულია …
Continue reading “ბათუმში ხვალ საღამოს რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება”
მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება
ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. ორივე საპირფარეშოს იჯარით გაცემაზე აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – 200 ლარი. მომავალი მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია: უზრუნველყოს საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად 10 საათიდან 24 საათამდე; …
Continue reading “მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება”
ბათუმში იუსტიციის სახლმა მუშაობა თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის გამო შეაჩერა
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ბათუმისა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 6 ფილიალში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლების მუშაობა დროებით შეჩერებულია. სამუშაო პროცესი ასევე შეჩერებულია 20 საზოგადოებრივ ცენტრში, მათ შორის, ჩაქვში. იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული – აცხადებენ იუსტიციის სახლში. „იუსტიციის სახლი …
ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – ფშაურ პოეტურ ტრადიციას – „ფშაურ კაფიასა“ და ფშაური „ხმით ნატირლებს“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში …
Continue reading “ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას
ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროგრამის მიზანია აღნიშნულ პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით და, ასევე, ქვეყანაში ამ პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება. დაფინანსებას …
მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდები შეჩერდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების [გასაუბრება/ტესტირების] პროცესი. 21 აპრილამდე შეჩერდა, ასევე, კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების განაცხადის მიღების პროცესი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მეზღვაურებზე, რომელთა გემზე ასვლა დაგეგმილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. კვალიფიკაციის სერტიფიკატების განაცხადები 2020 წლის 21 აპრილამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაიცემა საქართველოს …
Continue reading “მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდები შეჩერდა “