16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის – COVID 19

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მარტიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების ცენტრები გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე. შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით. საპატრულო …

ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების რიცხვი 11-მდე გაიზარდა – კორონავირუსი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მიერ განსაზღვრულ კორონავირუსის ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებს შვეიცარია, ნორვეგია და დანია დაემატა. ასეთი ქვეყნების რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, [მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში] შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა [მათ შორის ტრანზიტული], ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც …

ტურიზმის სფეროში საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადავადდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული [4 თვის] ვალდებულების გადახდის გადავადება, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე [სასტუმრო, ჰოსტელი] ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა. „შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ …

ლარი დოლართან მიმართებით ბოლო ხუთ დღეში 22 თეთრით გაუფასურდა

ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო ხუთ დღეში, 22 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით – 20 თეთრით გაუფასურდა. 2020 წლის 9 მარტს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან იყო 2,77, ხოლო ევროსთან – 3,13. დღეს, 14 მარტს, იგივე მაჩვენებელი არის, შესაბამისად – 2,99 და 3,34. ლარის ეს ოფიციალური გაცვლითი კურსი უცხოური ვალუტის მიმართ 16 მარტის …

ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები: [checklist] ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან …

მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს 13 მარტის სხდომაზე „პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი …

კორონავირუსი: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შსს-ს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი …

უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დაკანონების ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების, ასევე, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები დაამტკიცა. დადგენილებით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი დამტკიცდა. ახალი წესის მოქმედება ვრცელდება: [checklist] 2007 წლის 1-ელ იან­ვრამდე …

მეზღვაურთა სერტიფიკატების ვადა 3 თვით გაგრძელდება – გამონაკლისი COVID 19-ის გამო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი დაწესდა. „თუ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას და მისი გემიდან ჩამოსვლა შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი გემთმფლობელის ან/და საქართველოში მოქმედი საკრუინგო კომპანიის  წერილობითი …

120 ათასი ლარი ძაღლის გადარჩენისას ზღვაში დაღუპული კაცის ქანდაკების მოსაწყობად 

ქალაქ ქობულეთში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის [ქანდაკება] მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 120 ათასი ლარია. მემორიალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მოეწყოს, თუმცა ეს ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 აპრილს დასრულდება. ავთანდილ ცხვედიანის მემორიალს/ქანდაკებას ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში დადგამენ. ავთანდილ ცხვედიანი 2019 წლის 5 აგვისტოს …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით იმოძრავებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით აღიჭურვება. ინსპექცია 49 კამერას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. კამერებისთვის 23 520 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი კამერისთვის – 480 ლარი. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური ინსპექცია“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში კი ინსპექციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული. ინსპექციაში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 110, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა …

ლარის გაუფასურება და კორონავირუსი – ეროვნული ბანკის განცხადება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 9 მარტის შემდეგ უფასურდება. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 9 მარტს 3,13 იყო, დღეს, 12 მარტს, კი არის – 3,25. აშშ დოლართან მიმართებაში კი ეს მაჩვენებელი 2,77-დან 2,87-მდე გაიზარდა. „კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს …

ქობულეთის 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთის ექვსი სოფლის გაზიფიცირებისთვის, ჯამში 10 მილიონამდე ლარით, სამი ტენდერია გამოცხადებული. ამ ტენდერების ფარგლებში ბუნებრივ აირს შეიყვანენ შემდეგ სოფლებში: მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა, ლეღვა, აჭყვისთავი და ზენითი. დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში, ჯამში, 2 304 საცხოვრებელი სახლია. გაზიფიცირების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან მაქსიმუმ 10 თვეში უნდა დასრულდეს. მუხაესტატესა და ალამბარის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 3 600 489 ლარია …

მერისის ოქროს საბადო არ გაიყიდა – ლიცენზიის ფასი 5 მილიონი ლარი იყო

ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე არ გაიყიდა. ლიცენზიას, 30 წლით, წიაღის ეროვნული სააგენტო 5 მილიონ ლარად ყიდდა. ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონი ლარი საწყისი ფასი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა – 1 მილიონ 200 ლარი, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. …

40 ბინა, 560 მსურველი და 2 განაცხადი – „იაფი სახლზე“ საბუთების მიღება გრძელდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 11 მარტის მდგომარეობით, სერვისცენტრებს „იაფ სახლში“ ბინის მისაღებად 560-მა მოქალაქემ მიმართა. სერვისცენტრებმა კი მხოლოდ 2 მოქალაქის განაცხადი დაარეგისტრირეს. „სერვისცენტრებმა მიიღეს მხოლოდ ის განაცხადები, რომლებსაც თან ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენაც შესაბამისი პროგრამით აუცილებელია“, – გვითხრეს მერიაში. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადების მიღება ბათუმის მერიის სერვისცენტრებში 2020 წლის 2 მარტს დაიწყო …

„ოცნების ქალაქში“ დეზინფექცია ტარდება

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ დასახლებაში დეზინფექციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ატარებენ. „დაგეგმილია მთლიანი ტერიტორიის დეზინფექცია. ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, რომლებითაც წყლის რეზერვუარები და ჭურჭელიც ირეცხება, ასე, რომ ეს არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთიერება. დეზინფექცია ტარდება შესხურების მეთოდით. სახლების [ძირითადად სახელურების, კედლების] დამუშავება ხდება …

ხულო-თაგოს საბაგირო გზა აგვისტომდე არ იმუშავებს

სამგზავრო ბაგირგზა „ხულო-თაგოს“ საწევი ბაგირის შეცვლისა და თანმხლები სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 124 724 ლარია. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, თუ სატენდერო პროცედურები დროში არ გაიწელა, საბაგირო გზა აგვისტოში უნდა ამუშავდეს. …

დავების საბჭო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დავის მხარეებს მიმართავს, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან – გაუფრთხილდნენ როგორც …

საქართველოში მტვრის ნაწილაკები საჰარის უდაბნოდან შემოიჭრა – სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში 2020 წლის 5 მარტიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება. 9 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში – 2.5-ჯერ, თბილისში – წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.7-ჯერ, „ილიას ბაღში“ – 2.3-ჯერ, რუსთავში – 3-ჯერ. „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა

ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა. წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ კი დეპარტამენტმა 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა. დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 18 227 349 …

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე …

შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ. 5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების …

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში ძალიან ცუდია

დღეს, 6 მარტს, ბათუმში მტვრის ნაწილაკებით [PM10 მკგ/მ3] ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის 116.76, რაც ძალიან ცუდია. აღნიშნული მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; 50-დან 100-მდე კი -„ცუდი“. ამ მონაცემებს ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს. „ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 მყარი ნაწილაკების შემცველობაც. „მიმდინარე წლის 5 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება …

 პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა, ციხისძირში მემორიალს უწყობენ 

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე სკვერში მარიამ კონცელიძის მემორიალი მოეწყობა. მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომისიამ გამარჯვებულად მოქანდაკე მინდია გურგენაძე გამოავლინა, რომელთანაც ხელშეკრულება 5 ათას ლარზე გაფორმდება. მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს. მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. მარიამი ციხისძირის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი …

სკოლებისთვის 157 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ – კორონავირუსის პრევენცია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლისთვის ჯამში 7 614 სპეციალურ აგრეგატს [მექანიკურ დისპენსერს] და 156 952 ლიტრ სადეზინფექციო საშუალებას შეისყიდიან. დოკუმენტების მიხედვით, საჯარო სკოლების თითქმის ნახევარს [1 299 სკოლას] არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] …

კორონავირუსის გამო ტურიზმის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტრო შეხვდება

„ეკონიმიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კორონავირუსის ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე. საქართველოში არსებული სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჯავშნების გაუქმებასა …

თებერვალში ჩინეთიდან 10.6 მილიონით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე შარშან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ ზარალს ითვლის, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის გამო მიადგა. ვირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს. „ამ საკითხზე ვმუშაობთ, მოცულობითი და კომპლექსური სამუშაოა… ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ეკონომიკაზე ეფექტი სხვა ქვეყნებშიც არ არის დათვლილი, ვინაიდან ეს დამოკიდებულია, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები. …

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

ავეჯი, საჯარიმო ქვითრები, დაცვა, კურიერები, საკანცელარიო ნივთები – ეს იმ საგნებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომლებსაც ბათუმის მერიის ახალშექმნილი მუნიციპალური ინსპექცია ტენდერით შეისყიდის. ელექტრონული ტენდერები, ჯამში, 255 226 ლარითაა გამოცხადებული. მერიის ინსპექციას 31 500 ლარი აქვს გათვალისწინებული 2020 წლის განმავლობაში დაცვის მომსახურებისთვის. პირობის თანახმად, „ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის „ობიექტის“ დაცვა, ცოცხალი ძალით, სპეციალური უნიფორმით და …

6,5 მილიონი ლარის ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6,6 მილიონი ლარია. „სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

სად წაიღეს საპენსიო ფონდის 235,9 მილიონი ლარი – სააგენტოს განმარტება

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს თანხა ერთ დღეში 235,9 მილიონით შემცირდა. საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გახსნილ ანგარიშებზე, 2020 წლის 27 თებერვალს, 254 398 515 ლარი იყო განთავსებული, მეორე დღეს, 28 თებერვალს კი, ეს თანხა 235 995 869 ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე …

ქობულეთში კოლეჯის შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1,6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კოლეჯ „ახალი ტალღას“ შენობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 624 966 ლარია გამოყოფილი და ტენდერიც არის გამოცხადებული. შენობის რეაბილიტაცია გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება. გათვალისწინებულია შენობის კედლების, იატაკის, სახურავის, …

₾1000-ით დაჯარიმდება ინტერნეტში ბავშვისთვის სახიფათო ინფორმაციის განთავსების წესის დამრღვევი 

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. „ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულაცია მიმართულია მშობლის მიერ ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების თავიდან აცილების ხელშეწყობაზე“, – აღნიშნულია კომისიის დადგენილებაში. დებულება, რომლითაც განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, 2020 წლის პირველი …

ბათუმში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა თბილისის შემდეგ

აჭარა მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მესამე ადგილზე ამ მხრივ კახეთის რეგიონია. ამავე მიმოხილვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა თბილისსა და ბათუმში. უძრავი ქონების ბაზარზე, მთლიან წილში, 40,7%-ით თბილისი დომინირებდა, აჭარისა და კახეთის წილი კი, მთლიან გაყიდვებში იყო, შესაბამისად, 12,4 …

შუახევში ბათუმი-ხულოს გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

შუახევის ტერიტორიაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 11 542 550 ლარია გათვალისწინებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხიჭაურიდან იწყება და დაახლოებით ჩანჩხალოს გადასახვევთან სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო გზის გარკვეული მონაკვეთი გადის დაბა შუახევის ტერიტორიაზე, „სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, ხსენებული …

„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის მერია წელს ახალ კონკურსს – „განდაგანას“ ჩაატარებს და ქალაქის ბიუჯეტიდან 105 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით ბათუმის კულტურის ცენტრმა კონკურსის ორგანიზებაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო სავარაუდო ფასის დასადგენად ჩატარდა ბაზრის კვლევაც. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ თვითმმართველობებს მისცა რეკომენდაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში …

ბათუმში მიწა გაძვირდა

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. მაგალითად, ცენტრალურ ზონაში, ეს ფასი 22-23 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ, 2019 წელს. მაგალითად, თუ გასულ წელს 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი, ცენტრალური ზონის I ქვეზონაში იყო 486 ლარი, წელს 594 ლარია. ქალაქის საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის შესახებ დადგენილება 2020 წლის 25 თებერვალს მიიღო, რომელიც 28 თებერვლიდან …

Exit mobile version