მთავარი,სიახლეები

სოკარი: მარტში ვინც გადაიხადა 114 ლარი და ნაკლები, თანხა შეენახებათ პირად ანგარიშზე

01.04.2020 • 13565
სოკარი: მარტში ვინც გადაიხადა 114 ლარი და ნაკლები, თანხა შეენახებათ პირად ანგარიშზე

აბონენტმა, რომელმაც მარტის თვეში მოიხმარა 200 და ნაკლები კუბ/მ გაზი, ანუ გადასახდელი აქვს 114 ლარი ან ამაზე ნაკლები, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბ/მ-სა [ანუ, არაუმეტეს 114 ლარი], სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

ანუ, მარტის თვის თანხა, რომელიც უკვე გადაიხადეს აბონენტებმა, დარჩება მათ დეპოზიტზე და შემდგომში გამოიყენებენ.

კომპანიის განცხადებით, „სახელმწიფო სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“.

სახელმწიფო აპრილსა და მაისშიც დაუფინანსებს გაზის გადასახადს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თითოეულ თვეში მოიხმარს 200 კუბ/მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს.

საქართველოში სხვა მიმწოდებელი კომპანიებიც ოპერირებენ, სუბსიდია მათ აბონენტებსაც შეეხება.

ამავე თემაზე

https://netgazeti.ge/news/439975/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/265432/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: