საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – ფშაურ პოეტურ ტრადიციას – „ფშაურ კაფიასა“ და ფშაური „ხმით ნატირლებს“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.
![როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/05/akvariumi-1.jpg)





